#49950480 · 17 Feb 2017, 03:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
^O^
QUOTE | ლეგალიზაცია ასეთი ადვილია? არამგონია.
|
კი ძაან ადვილია. განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე ადვილია ამერიკაში ემიგრირება.
Elizbari1995
QUOTE | არაა ემირკა სუფთა კაპიტალიზმი, ბევრი აკლია მაქამდე, |
კაპიტალიზმი არის : an economic and political system in which a country's trade and industry are controlled by private owners for profit, rather than by the state.
ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა რომელშიც ბაზარი და ქონება კონტროლდება კერძო მესაკუთრეების მიერ მოგების მისაღებად და არა სახელმწიფოს.
ამერიკაში სახელმწიფორ არ ეკუთვნის არაფერი, არც ელექტრო ენერგია, არც გაზ მომარაგება, არც ატომური ობიექტები, არც რკინიგზა, არც წყლის ობიექტები, არც ნავთობი, არც წიაღისეული, არც ტბა და არც მთა. ყველაფერი არის კერძო და მხოლოდ მფლობელების მეტ მოგებას ემსახურება. კაპიტალიზმია აბა რა ჯანდაბააა აქ )))))
დიდ კორპორაციებს აქვთ ძაან დიდი ძალაუფლება, რსაც უნდა იმას აკეთებენ კორუმპირებული სენატის წყალობით.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ეფლის და CIA სკანდალი, როცა ეფლმა არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია გამოძიებას დროულად ბსტონის ტერაქტის შემდეგ.
აუ ისეთ დონეზე არიან ეს კორპორაციები რომ სულ ცალ ფეხზე კიდიათ უკვე სახელმწიფო. ვინაიდან ძაან დიდი ზემოქმედება აქვთ მოსახლეობაზე.
მაგალითად გუგლ მეფი არის დოტაციური აპლიკაცია ანუ გუგლს მისი შენახვა მილიარდობით დოლარი უჯდება, რომ გათიშოს გეფიცები შეიძლება ამერიკის პარალიზება გამოიწვიოს ან ეკონომიკური კოლაფსი, ვინაიდან ლამის ყველა ბიზნესი გადაადგილებას მას ანდობს.
Yin&Yang
QUOTE | და კონკრეტულად რა გზები არსებობს ლეგალური სტატუსის მოპოვების ?
|
ყვეაზე ადვილი პოლიტიკური თავშესაფრის პროცესის დაწყებაა: - საქართელოდანვე ირჩევ სად გინდა ცხოვრება - ინეტში ნახულობ და სკაიპით მოურიგდი ადვოკატს/პარალიგას ვინც ფორმა 589-ს შეგივსებს - ჩამოდიხარ და რამოდენიმე დღეში ავსებ ამ ფორმას და აგზავნი აემიგრაციოში - 7-10 დღეში მოგდის პასუხი რომ საქმეს მიენიჭა ნომერი და განხილვაში მიიღეს, ამ მომენტიდან უკვე ამერიკის ტერიტორიაზე იმყოფები ლეგალურად, სანამ შენს საკმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ხელოვნურად გაწელო 20 წლამდე დღევანდელი რიგების პირობებში. ეს 20 წელი კი სულ გაქვს მუშაობის უფლებაც და სოშიალიც - ჭარმოებაში მიღების დღიდან 150 დღის მერე უნდა გააგზავნო მოთხოვნა ფორმა 765 (მუშაობის უფლება). დაახლოებით 30 დღეში მოგივა მუშაობის უფლების პლასტიკური ბარათი. - ამ ბარათით მიდიხარ სოშიალ სერვისში და მოგანიჭებენ SSN.
მორჩა სულ ესაა ))) ანუ რეაურად ჩამოსვლიდან 6-7 თავზე სრულიად ადვილად იღებ მუშაობის უფლებას და სოშიალს. ამ საბუთები კი სრულიად საკმარისია რომ ნებისმიერმა დამსაქმებელმა აგიყვანოს, გარდა სახ სტრუქტურებისა რომლებსაც სახ. საიდუმლოებასთან აქვთ წვდომა.(პრინციპში მანდ მაინც გიჟი უნდა იყო რომ იმუშაო დაბალი ხელფასების გამო)
QUOTE | ამერიკაში ტურისტული ვიზიდან იცვლება სხვაზე ? უკან დაბრუნების გარეშე ? |
კი ვიზის კატეგორიის ცვლას უკან დაბრუნება არ ჭირდება. თუ რა თქმა უნდა ვადებში ეტევი და სტატუსიდან არ ვარდები.
* * * sandrikia
QUOTE | ტრამოპმა განაცხადა. ძალიან გამკაცრდება არალეგალებისთვის სამუშაოს მოძებვნაო. ძალიან გაკონტროლდებაო!
|
არ უთქვია ასე. მან თქვა რომ ბიუროკრატია და რეგულაციები უნდა მოხსნას, რაც ნამდვილად გამოიწვევს არალეგალების აყვანის შემცირებას. ალბათ იცი რომ ამერიკელი რომ დაასაქმო შენს კომპანიაში უნდა შეავსო ტონა დოკუმენტი, 8 ნაირი გადასახადი იხადო, ბენეფიტები შესთავაზო და დაზღვევა უყიდო. ეს ყველაფერი ხარჯია და დრო. ანუ ადამიანს რომ 10$ უხდი, დამსაქმებელს ჯიბიდან როგორც მინიმუმ $30 გასდის.
ასეთი რამ რომ არ მოწონთ და ძვირი უჯდებათ პატარა ბიზნესს ამიტომ იყვანენ არალეგალებს. ყველა ამ პროცედურას თუ შეუმსუბუქებენ, სავალდებულო აღარ იქნება დაზღვევის ყიდვა და ათობით გადასახადი დაფიქრდი რომელი გიჟი აიყვანს არალეგალს?
მაგალითად გეტყვი მე მინდა საკვები ობიექტის გახსნა კალიფორნიაში: შენ იცი რომ 17 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციიდან უნდა ავიღო ლიცენზია და ნებართვა, ასევე მათ წლიურად უნდა უხადო ლიცენზიის თუ ნებართვის გაგრძელებაში. ეს პატარა ფული არ არის და ასევე დიდი დრო მიაქვს. ანუ უშუალოდ სანამ 1 პროდუქტს გავყიდი მე 1,5 წლით ადრე უნდა გავაკეთო განაცხადი შესაბამის ლიცენზიებზე და ვდიო ამ ორგანოებს. რამე რომ შემეშალოს კატასტროფული ჯარიმებია ამიტომ უნდა ავიყვანო სპეციალისტი რომ ეს ნებართვები მოიპოვოს რომელსაც უნდა მივცე სოლიდური თანხა. ეხლა ხვდები რამხელა წინაღობაა ბიუროკრატია.
ხოდა ამ ყველა პროცედურას რომ გავივლი ფული დამრჩება ძაან ცოტა და დაზოგვის მიზნით არალეგალს ავიყვან აბა რა იქნება.
ხოლო წარმოიდგინე რომ არ იყოს ბიუროკრატია და 1-2 თვეში ყველა ლიცენზია ავიღო ადვილად, ბევრი ფული მექნება და აღარ გავრისკავ არალეგალების აყვანაზე, გიჟი ხომ არ ვარ ბიზნესი ტყუილ უბრალოდ საფრთხეში ჩავაგდო.
Iron Butterfly
QUOTE | არაა ესე , შენ რომ გაქვს ინფორმაცია ყველას არ აქვს.
|
მე რა მაქვს ყველაფერი? რაც არ ვიცი წავიკითხავ და ვისწავლი. სხვა არ კითხულობს იმიტომ რომ ეზარება.
ზოგადად ჭკვიან და უჭკუოს შორის განსხვავება ის არის რომ ერთს არ დაზარებია ცოდნის მიღება თავის დროზე მეორეს კი დაეზარა.
fibb793
QUOTE | მაგასთან ხელი რომ მოვაწერო როგორ და რამდენხანში წავალ? |
როცა შესაბამისი კატეგორიის ვიზას აიღებ და ბილეთს მაშინ წახვალ )))) ზოგადად ეგ პროცედურა დაწყებიდან უშუალოდ ვიზის გაცეამდე 2-3 წელს გრძელდება. გირჩევ ადვოკატი აიყვანოთ, ვინაიდან ფორმებში შეცდომა რომ დაუშვა უკან მოგიტრიალებენ შესასწორებლად და ამაში დრო დაიკარგება.
ბევრად ჯობია ეს პროცედურა უკვე ამერიკის ტერიტორიაზე დაიწყო, ანუ ჩახვიდეთ, იქ მოაწეროთ ხელი და იქვე შეიტანოთ საემიგრაციოში. ასეთ შემთხვევაში ვადა გრინის გასაცემად შენზე 4-6 თვეს შეადგენს.
QUOTE | თან ლეგალურად ვიქნები და რამდენ ხანში შევძლებ ხელმოწერის გაუქმებას? |
ქორწინებაში უნდა იმყოფებოდეთ 3 წელი რომ თქვენ უფლება მოგეცეთ ნატურალიზაციის, ანუ მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთების. მოქალაქეობის აღების მერე გი უკვე შეგიძლიათ განქორწინება.
მანამდე რომ განქორწინდეთ გრინს წაგართმევენ, Nუ ტU სასამართლოს არ დაუმტკიცედ რომ ცოლი ძალადობდა შენზე და აუტანელს ხდიდა ქორწინებას და ამიტომ გაეყარეთ.
მოკლედ საბოლოო ჯამში 4 წელი მაინც უნდა იყოთ ერთად.
DaNGeR_DaNGeR
QUOTE | როდესაც ოფიციალური მინიმუმ ვეიჯი ქვეყანაში 7.25$-ია, |
მინიმუმ ხელფასს ამერიკის ფედერალურ მთავრობას არავინ ეკითხება. ამას შტატები განსაზღვრავენ კალიფორნიაში მაგალიტად $10.00-ია ნიუ ორკში არის $10.50
7.25 მარტო ცენტრალურ სტატებშია.
|