ეხლა მინდა დაგიწეროთ კანადის ვიზაზე. არ არსებობს ადამიანი რომელიც კანადის ვიზას გააკეთებს არ მოტყტუვდეთ. გუშინ გავიგე ინფორმაცია. ე.ი ქართველებს ვითომ მიყავს ხალხი კანადაში ოფიციალური ვიზით. მოკლედ ფულს არ გართმევენ და გეუბნებიან რომ როდესაც ვიზა გექნება მერე გადაგვიხადე ფულიო, ამით აბოლებენ ადამიანს. მართლა არაფერს არ გთხოვენ ჩაყავხართ თურქეთში კანადის საელჩოს გვერდით აქვთ გახსნილი ოფისი

ანუ ვითომ კანადის საელჩოში შედიხართ, ანუ ისე ახლოს არის ერთმანეთთან რომ გეგონება კანადის საელჩოში შედიხარ, იქ ყავთ თავიანთი ხალხი ვინს ძაან მაგრად არიან გამოწყობილები, ძალიან მაგრად ფლობენ ინგლისურს, თავისი მანქანებით და დაცვებით და ათასი უბედურება, ანუ გეგონება თავი მართლა საელჩოში. გაწერინებენ რაღაც დოკუმენტებზე ხელს (რაც არაფერს ნიშნავს უბრალოდ აწერ და გატყუებენ რა) 4-5 საათი ზიხარ საელჩოში, ნუ ვითომ საელჩოში და მერე ვიღაც გაცი რეკავს თუ მოდის მოკლედ გეუბნებიან ხვალ იქნება პასუხიო

შემდეგ დღეს მიდიხარ და გილოცავთ თქვენ ჩაგირტყეს ვიზაო

გაძლევენ პასპორტს, ისეთ ვიზით რომ აი კაცი შვილი ვერ გაარჩევს ნამდვილ და ყალბ ვიზას

თავისი დანათებებით და დაჟე გეუბნებიან აი ხედავთ ის ახვრები ზოგი ყალბ ვიზას რო აკეთებსო და განახებენ ყალბი ვიზა როგორია და მაგათი ვიზა რო მიანათებ და რაღაცეები რა

ანუ უკრაინაში კაპიკები ღირს ესეთი ვზიის დამზადება ხო და შენ ამ დროს აძლევ ფულს სადღაც 13000

კანადაში მიდიხარ და დეპორტი კი არა შეიძლება დაგიჭირონ კიდეც. ასე რომ ხალხნო ასეთი სქემა აქვთ და არ მოტყუვდეთ. ეხლა აქაც აპირებენ ესეთი ცენტრის გახსნას და იცოდეთ. არავის ენდოთ კანადის ვიზაზე!
არც ამერიკა არც კანადა არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე არ ენდოთ ხალხს და არ მისცეთ 100 დოლარიც კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცით როდესაც თქვენ კანადაში ჩახვალთ და საზღვარს გადახვალთ. ისეთ ვიზებს ამზადებენ დამიჯერეთ კაცი შვილი ვერ მიხვდება ამ ვიზის სიყტალბეში.