juzi_juziმოკლედ შემიძლია გითხრა ძმაო ვინც ითხოვს 200 ლარსაც კი წინასწარ, 100.000% არის თაღლითი ან გარტყმაზე და გამართლებაზე მუშაობს მაგრამ შენ იმ 200 ლარს არ დაგიბრუნებს,
მაქსიმუმ ნაწილობრივ დაგიბრუნოს ისიც თვეები გაწვალებს და ეგ ხელშეკრულება მისგან თანხის ამოღებაში ვერ დაგეხმარება ან 2 წელზე შეიძლება გაიწელოს სასამართლოს გზით.
ურეკავ დაგბლოკავს, მიაკითხავ ბევრჯერ ბევრჯერ გამოგათრევენ ძალოვნები, აგინებ ეჩხუბები სისხლის სამართალში მიეცემი.
არავის უჩნდება კითხვა რაში ჭირდება ის 1500 $ (რომც ჭირდებოდეს თვითონ უნდა დადოს თვისი ფული, და თუ მათხოვარია ე.ი. საქმის გამკეთებელიც არაა)
ვაშლის გამყიდველი მემგონი რომ, ვაშლს ჯერ თავად ყიდულობს თავისი ფულით... ან მოყავს...
გაძლევს ხელში ვაშლს, და ამის შემდეგ აძლევ ფულს,
რომელი ფულითაც ფარავს ვაშლის თვითღირებულებასაც და მოგებაც რჩება.
არ გენდობა? შეთავაზე რომ დადოთ ის 1500 $ იც ორ გასაღებზე ბანკში, ვერცერთი ცალკე ვერ გაიტანს და ხელშეკრულებაც დაამატეთ რომ აუცილებლად მაგ. 1 თვეში უნდა მისცე მას ეს თანხა პირდაპირ,
მაგრამ ასეთ შეთავაზებაზე რათქმაუნდა ის უარს გეტყვით

რამდენიმე სიდებილე მიზეზით

1. არ მაქვსო. ე.ი. მათხოვარია და არაფრის გამკეთებელი და იმ ფულს სხვა მიმართულებთ ხარჯავს და არა კარდონის ფურცლის საბუთების ამობეჭდვაში

2. არ გენდობიო. რაც სისულელეა რადგან 2 გასაღებზე არ გთანხმდებათ.
3. მასე ვინ გაგიკეთებსო ან რაღაც სი#ლევე უაზრო წინადადებას იტყვის.
რადგან მისი ინტერესი მხოლოდ ეგ 1.5 ტრამპია და მაგას თუ არ აძლევ, არაფერს გაგიკეთებს რადგან არაფრის გამკეთებელიც არ არის. თვითონ არაქვს იმედი და შენ უყურებ იმედით.
მოთხოვნა ბადებს მიწოდებას, ყველას გაქცევა უდნა, ხოდა გახსნილია ფულის საკეთებლებიც
მაქსიმუმ უნდა მოგთხოვოს 50/100 ლარი, ანკეტის შევსებაში და რამე სიტყვიერ დახმარებებში, +ის თანხა დაგეხარჯება რაც ოფიციალურად უნდა ჩარიცხო საკონსულოში.
ასევე ტყუილები აღარ გადის, რაცარუნდა ფიქტიური საბუთები გაგიკეთოს სულ მაიკროსოფტის შტატში რო ჩაგსვას, მარტო ფურცლებს არავინ ენდობა,
მოწმდება და ტყუილი საბუთებით 0.5% შანსია ვიზის. (ეს თვითონაც იციან ამიტომ ითხოვენ წინასწარ თანხას რომელსაც არ დაგიბრუნებენ ან გამართლების იმედი აქვთ)
ხო არსებობით არსებობს.. ფულზე გაკეთების ვარიანტები ფაქტია, მაგრამ ვიწრო და სანდო წრეებშია ეგ ინფორმაცია, არ ბაზრდება..
და ასეთი რეალური გამკეთებლები (წინასწარ ლარსაც არ ითხოვენ), მაგრამ თანხის გარანტიებს გასაღებებზე ან საერთო ნაცნობ გარანტორზე ითხოვენ.
ასეთ ტექსტებს ამერიკა/კანადის ერთად აღებულ 5 თემაში ვერ ნახავ. როცა თემის პირველ გვერდზე უნდა წერდეთ

აზრზე არ ხართ რამდენი ხალხი ტყუვდება ყოველდღიურად
This post has been edited by SerIouS on 24 Jul 2017, 19:39