Yin&Yangმოკლედ, ჩამოვედი გერმანიაში.
ამჯერად ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა რომ ერთად მივსულიყავით მესაზღვრესთან

(წინა ჩასვლაზე - ჯერ მე მივედი, და ჩემს მერე ჩემი ქმარი).
ერთად მიაწოდა ჩვენი ორივეს პასპორტები (ამჯერად გავრი უკვე შეცვლილი მქონდა, ჩემი ქმრის გვარით ვიყავი , ახალი პასპორტი)
და მაინც ვფიქრობდი - რამე შარის ამბავი რომ იყოს (ცარიელი პასპორტის გამო) - ყოველი შემთხვევისთვის ჩანთაში მედო ჩემი 2 ძველი პასპორტი

მაგრამ არაფერი პრობლემა არ იყო.
ჩვეული მეგობრული ''ჰაი-ჰუი''-თი მიგვიღო ჰოლანდიელმა მესაზღვრემ (წინაზეც ამსტერდამით ჩავედი).
სად მიდიხართო, გვკითხა... სახლშიო - ვუთხარით.
შენც აქ ცხოვრობო?
ხანდახან მეთქი

ჩემმა ქმარმა უთხრა - ოჯახის ვიზა ჯერ არ გაგვიკეთებია და ოფიციალურად ჯერ არ ცხოვრობსო აქ.
რამდენი ხანი რჩებაო.
1 კვირაში უკან ბრუნდებაო, უთხრა.
ბილეთსაც გაჩვენებო თუ გინდაო.
მაგდენად არ შეგაწუხებთო

ჩაგვირტყა შტამპები და გამოგვიშვა

ძალიან მომწონს ამსტერდამელი/ჰოლანდიელი მესაზღვრეები

სულ კარგ ხასიათზე არიან , ღიმილით გესაუბრებიან, ხალისიანად (არ დააბრალოთ ახლა ეს პოზიტივი მარიხუანას კაიფს

)
* * *
filewarez