DeLuca1ამდენი წელი სანთლით დავეძებდი ქართველებს, ცოტაღა მაკლდა და მთლად ველური გავხდებოდი.LOL
შარშან ვიპოვეთ ორი ოჯახი სხვადასხვა ქალაქში.
ერთი ჩვენგან ჩრდილოეთით 70-ათ კმ-ში არიან, მეორე სამხრეთით 95კმ-ში.
აქ კიდევ ეგ დისტანცია არაფერს ნიშნავს.
შარშან პატარა რაჭველუკაც გავაქრისტიანე.
bodzashviliყველას თავის მიზანი აქვს, როცა უცხო ქვეყანაში მიდიან.
აქ ჩამოვედი რათა მშვიდად მეცხოვრა.
გვქონდა საშუალება NY, NJ, FLORIDA აგვერჩია, გადავწყვიტეთ კალიფორნია, მაგრამ არ მოგვეწონა და ორეგონში გადმოვედით.
რაც შეეხება დროს თევზაობისთვის და ნადირობისთვის, ცოცხალი თავით ვერ წამიყვან კინოში, თეატრში, ოპერის მოსასმენად და ბალეტის საყურებლად ხომ საერთოდ.
თავიდან არ მქონდა დრო გართობისთვის, მაგრამ რომ დავუფიქრდი, ის დღეები არასოდეს დამიბრუნდებოდა უკან.
თან ასაკში როცა შედიხარ, მერე უფრო მეტს ფიქრობ.
ადამიანმა ზღვარი უნდა იცოდეს, თორემ სამუშაოს მეტი რა არის.
დრო უნდა გამოიყენო ისე, ოჯახსაც და საკუთარ თავსაც უნდა სცე პატივი.
ფული ყველაფერი არ არის, ფულით სიყვარულს და სიამოვნებას ვერ იყიდი.
პ.ს. დავდებ კიდევ ერთ ვიდეოს, ცოტას გაერთობით.
https://www.youtube.com/watch?v=uzbWKnRnxg8