konsuli7777ბოლო ოთხი ეტაპი :
ეტაპი 4
ჯგუფის თითოეულმა წევრმა უნდა შეავსოს არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.
ეტაპი 5
ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯგუფის თითოეული წევრი უნდა ჩაწეროს გასაუბრებაზე, გასაუბრების ონლაინ სისტემის მეშვეობით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის ჯგუფის თითოეულ წევრს დასჭირდება შემდეგი მონაცემები:
მისი პასპორტის ნომერი
თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
შტრიხკოდის ათ (10)-ციფრიანი ნომერი მისი DS-160 დასტურის ფურცლიდან
პასპორტის გაცემის და მოქმედების ვადის დასასრულის თარიღი.
ეტაპი 6
ჯგუფის თითოეული წევრი უნდა მივიდეს აშშ-ის საელჩოში მისი გასაუბრების დღესა და საათზე. მან თან უნდა იქონიოს გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.
შენიშვნა: ჯგუფის ხელმძღვანელს 1-5 საფეხურების შესრულება ჯგუფის წევრების ნაცვლად შეუძლია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები მიზნით ჯგუფური ინტერვიუები, გთხოვთ, ეწვიოთ პრაქტიკული სახელმძღვანელო მიზნით ჯგუფის მონაწილეთა მეტი ინფორმაცია.
http://ustraveldocs.com/ge_ge/Tutorial_for...ppointments.asp_________________
გასაუბრების გარეშე რას გპირდება ? ვიზას თუ ვიზას და სამუშაოსაც ? : )