ვის შეუძლია გახდეს აშშ-ს სამხედრო მოსამსახურე?
ნებისმიერ ამერიკის მოქალაქეს და გრინ კარტის მფლობელს ვინც ჩააბარებს ორ შესარჩევ ტესტს,გაივლის სამედიცინო კომისიას და დააკმაყოფილებს ასაკობრივ ზრვარს.სულ რამოდენიმე წლის წინ არსებობდა ეგრეთ წოდებული “MAVNI”-ის პროგრამა( Military Accessions Vital to the National Interest),რომელიც საშუალებას იძლეოდა უცხო ქვეყნის მოქალაქესაც ჩარიცხოდა სამხედრო სამსახურში.თუ თქვენ ქვეყანაში ლეგალურად ხართ შემოსული და ინარჩუნებთ ლეგალურ სტატუსს,იმისთვის რომ გაიგოთ გაქვთ თუ არა ჯარში მსახურის უფლება შეგიძლიათ ეწვიოთ ამ გვერდს my.goarmy.com/info/form და შეავსოთ თქვენი მონაცემები. ასევე აქ www.goarmy.cof შეგიძლიათ გაეცნოთ მოთხოვნებს რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ თუ არ ხართ მოქალაქე ან მწვანე ბარათის მფლობელი.
თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი შეიარაღებული ძალების სახეობა. აშშ-ში არის შეიარაღებული ძალების 5 სახეობა: Army, Navy, Air force, Marines and Coast Guard. თითოეულ სახეობას აქვს ახალწვეულთა თავისი ტესტირების სისტემა და ასაკობრივი ზღვარი
მაგალითად:
Army – 17 → 42
Navy – 17 → 35
Air force – 17 → 27
Marines – 17 → 32
Coast guard – 17 → 27
თუ თქვენ ჯერ 17 წლის ხართ დაგჭირდებათ მშობლების წერილობითი თანხმობა.
მაშ ასე,თუ გადაწყვიტეთ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა,პირველი რიგში უნდა გადაწყვიტოთ გსურთ მსახური რეზერვში“Army Reserve” თუ რეგულარულ ჯარში “Active Duty”. რეზერვში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს იგივე უფლებებით რაც რეგულარული ჯარისკაცი, მაგალითად მწვანე ბარათის მფლობელს უკვე ერთ წელიწადში შეუძლია მიიღოს ამერკიკის მოქალაქეობა, აქვს ბინაზე და სხვადასხვა სახემწიფო ხარჯებზე შეღავათები.რეზერვის ჯარისკაცი თვეში ერთ შაბათ-კვირას გადის წვრთნებს, ასევე წელიწადში 2-3 კვირა შეკრებებზეა. დანარჩენ დროს უთმობს ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებას და სამუშაოს.ასევე ომის დროს რეგულარულ ჯართან ერთად შეიძლება იყოს გამოძხებული ქვეყნის დასაცავად. რათქმაუნდა ხელფასიც “Active Duty”- სთან შედარებით ნაკლები აქვს. შემდეგ აირჩიოთ ჯარის სახეობა,თითოეულ სახეობას თავისი ფუნქცია და მოვალეობა აქვს, აქედან გამომდინარე განსხვავებულია ხელფასი,დატვირთვა და პასუხისმგებლობა.ქვემოთ მოყვანილია აშშ-ს ხუთივე ჯარის სახეობის ოფიციალური საიტები სადაც შეძლებთ თითოეული სახეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძებნას ასევე თქვენთვის სასურველ რეკრუტებთან დაკავშირებას,რადგან გაწვევაზე პასუხისმგებლები სწორედ რეკრუტები არიან, მათვე შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა დაკავშირებული კონკრეტულ ჯარის სახეობასთან, ყველა ჯარის სახეობას ყავს თავიანთი რეკრუტები:
http://www.goarmy.comhttp://www.marines.comhttp://www.navy.comhttp://www.airforce.comhttp://www.gocoastguard.comასევე მოგიწევთ EST (enlistment screening test)-ის ჩაბარება,რომელიც 4 ნაწილისგან შედგება:
word knowledge;
arithmetic reasoning;
mathematical knowledge;
paragraph comprehension;
თქვენ უნდა შეაგროვოთ 31 ქულა მაინც,შეაგროვებთ ნაკლებს ინტერვიუ ამით დამთავრდება.
……შემდეგ საჭირო იქნება Armed Services Vocational Aptitude Battery (ASVAB)-ის ჩაბარება,ტესტი შედგება დაახლოებით 200 კითხვისგან,კითხვებზე პასუხის გასაცემად იძლევა 180 წუთი
Word Knowledge
General Science (GS) – 25 questions with an 11 minute time-limit.
Arithmetic Reasoning (AR) – 16 questions with a 36 minute time-limit.
Word Knowledge (WK) – 35 questions with an 11 minute time-limit.
Paragraph Comprehension (PC) – 15 questions with a 13 minute time-limit.
Auto & Shop (AS) – 25 questions with an 11 minute time-limit.
Mathematics Knowledge (MK) – 25 questions with a 24 minute time-limit.
Mechanical Comprehension (MC) – 25 questions with a 19 minute time-limit.
Electronics Information (EI) – 20 questions with a 9 minute time-limit.
Assembling Objects (AS) – 16 questions with a 9 minute time-limit
…….ტესტის ჩაბარების და სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ თქვენ აწერთ კონტრაკტს, კონტრაქტის ვადები სხვადასხვაა 2-დან-6 წლამდე (დამოკიდებულია შეიარაღებული ძალების სახეობაზე) ორიოდე თვის შემდეგ გაგაგზავნიან ახალგაზრდა მებრძოლთა კურსზე (Basic training or Boot-camp),რომელიც გრძელდება 8 კვირიდან 3-6 თვემდე,დამოკიდებულია ჯარის სახეობაზე,რის დამთავრების შემდეგაც თქვენ გაგაგზავნიან სპეციალობის შესასწავლად და შემდეგ პირველ ბაზაზე.
…….იმ შემთხვევაში თუ დაოჯახებული ხართ,არჩევანი გექნებათ იცხოვროთ ცალკე სახში ოჯახთან ერთად ბაზაზე ან კიდე დაიქირაოთ ოთახი სახელმწიფოს ხარჯზე,ხოლო თუ მარტო ხართ და შეიარაღებულ ძალებში ხართ 4 წელზე ნაკლები, იცხოვრებთ კაზარმებში (2 კაციანი ოთახებში).
……ხელფასი დამოკიდებულია ჯარის სახეობაზე,ნამსახურეობაზე,ოჯახურ მდგომარეობაზე და ა.შ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ინგლისურენოვან საიტს: militarypay.defense.gov სადაც შეძლებთ მონაცებების მითითებით გამოთვალოთ ხელფასის რაოდენობა.
……სასურველია თუ ინგლისურის დონე იქნება საშუალო ან საშუალოზე მაღალი,რადგან მინიმალური ინგლისურით ძალზედ გაგიჭირდებათ, პირველი 6-თვე მაინც,ანიტომ ურიგო არ იქნება წასვლამდე მოკლევადიანი კურსების გავლა.
რაც შეეხება ფიზიკური ნორმატივებს, ისინი არარი კონტრაკტამდე, უკვე კონტრაკტის მოწერის შემდეგ ბაბაზე [basic training] -ის პერიოდში მოგიწევთ სხვადასხვა ფიზიკური ტესტების ჩაბარება:
[Push Ups] – მიწიდან აზიდვა ორ წუთში უნდა გააკეთოთ მინიმუმ 30,იდეალურია 77
[Sit Ups] – პრესის ვარჯიში ორ წუტში მინიმუმ 36,იდეალურია-82
[2-mile Run] – 2 მაილზე სირბილი უნდა გაირბინოთ 17 წუთში და 54 წამში,იდეალურია 13 წ. და 18 წამში.
აშშ-ში სამხედრო აღრიცხვაზე დადგომა
….. 1960 წლის კანონის მიხედვით,რომელსაც ქვია”Military Selective Service System Act”,ნებისმიერი 18-25 წლის მამაკაცი მცხოვრები აშშ-ს ტერიტორიაზე უნდა დადგეს სამხედრო აღრიცხვაზე, ამ კანონის მიხედვით აღრიცხვა სავალდებულოა:
– აშშ-ს მოქალაქეებისთვის;
– ლტოლვილებისთვის;
– პირებისთვის რომლებსაც მიღებული აქვთ პოლიტიკური თავშესაფარი;
– და გრინ კარტის მფლობელებისთვის;
აღრიცხისგან თავის არიდებას მოყვება საკმაოდ სერიოზული შედეგები.კანონის დამრღვევს შეუძიათ უარი უთხრან აშშ-ს მოქალაქეობის მიღებაზე,სტუდენტურ ფინანსურ დახმარებაზე და სამუშაოზე.შეგნებულად კანონის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე და ფულადი ჯარიმით 250 ათას დოლარამდე.
დღეს დღეობით ამერიკაში არარი სავალდებულო სამხედრო სამსახური,ეს იმას ნიშნავს რომ აღრიცხვაზე დამდგარი პირი არ იწვევა ჯარში სამსახუროდ,არამედ რეგისტრირდება როგორც პოტენციური ქვეყნის დამცველი საგანგებო სიტუაციის ან ომის შემთხვევაში.
…… რეგისტრაცია ძალზედ მარტივია.საფოსტო განყოფილებების უმეტესობაში თქვენ ნახავთ სპეციალურ სარეგისტრაციო ფორმებს. შეავსეთ და ხელი მოაწერეთ რომელიმე ფოსტის თანამშრომლის თანხლებით, ის თვითონ გაუგზავნის ფორმას სამხედრო აღრიცხვის სარეგისტრაციო კომისიას,რომელიც იმყოფება ილინოისის შტატში. 90 დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ შეტყობინებას და თქვენ სარეგისტრაციო ნომერს.გირჩევთ კარგად შეინახოთ ის,რადგან ის იქნება იმის დამამტკიცებელი საბუთი,რომ თქვენ შეასრულეთ თქვენი სამხედრო აღრიცხვაზე დადგომის ვალდებულება. მისამართი რომელიც შეგიძლება გამოგადგეთ: Army, Association of the United States: 2425 Wilson Blvd, Arlington, Va 22201 Ph. (703)-841-4300