elchi
Super Crazy Member

     
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 7855
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08
|
#50227988 · 25 Mar 2017, 22:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩაიარა ახალწლებმა, შობის დღესასწაულსაც იმედით დავხვდით ქართველები. ბევრი სიკეთე და სიხარული ვუსურვეთ ერთმანეთს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, ყველა საქართველოში მოსახლეს და რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას. საიდან აღარ უკავშირდებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, რათა მიელოცათ თავის ძვირფას ადამიანებისთვის, ეს ორი ლამაზი დღე.
მგონი არ ვცდები და ბევრ ისეთ კეთილისმსურველ ადამიანს ვერ დავუკავშირდით, რომლებიც ჩვენზე ბევრს ფიქრობენ და ვენატრებით, ვერ მოხერხდა ბევრჯერ ტექნიკური მიზეზითაც, ბევრჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ ამ ხალხთან საკომუნიკაციო საშუალება არ გვქონდა. ჩემს გამოცდილებიდან ვიტყვი. "ძიენ" შორსა ვაარ და მინდა, რომ საკუთარ ბიძას დავუკავშირდე. ამ დროს, მას არ ააქვს მობილური/სოფელში ცხოვრობს და მართლა ჯიგრიანი სოფლელია/ და თანაც დროში განსხვავება 12 საათია. კაი, მობილური "გაიჩინა". ეხლა ნახამთ, რაც მოხდა. biggrin.gif
ცოტა გადახვევას გავაკეთებ.
მაგ კაცს, ყველა "უფრთხის". ძიენ კეთილია და მთლად უარესი ნაკლი კიდევ, ხუმრობაზეა აცრილი +დადებითად. არ დასცინებს, მაგრამ იმითანას ეტყვის კაცსა, იმას ურჩევნია ხმა არ ამოიღოს, მინიმუმ ორი თვე მაინც.
იცით ყველამ, რომ სოფლებში მაინც, პასპორტის სახელით არ მიმართავენ ერთმანეთს. ყველას აქვს ზედმეტი სახელი. ერთი მეგობარი ჰყავს, ბავშვობიდან ერთად მოდიან, "პაჩენიკა"-ს ეძახიან იმასა. შეხუმრებულები არიან ნამეტნავად./ჰა, ჰაააააა, დედის გინებაზე და ენგრეთ რამეებზე არც გაიფიქროთ./
მოკლედ, სისხლს "უშრობენ" ერთმანეთს. ერთხელაც სუფრაზე, ჩემს ბიძას თავი მოუმთვრალებია და ვითომ სიარული აღარ შეუძლია. ამაზე კაი მომენტს, სადღა ნახავდა "პაჩენიკა". ბიჭებისთვის უთქვამს:-ხვალიდან, ამას თავს აღარ გამოვაყოფინებ ბირჟაზეო, შეხედეთ, როგორ დათვრაო. წამოიკიდა ამხელა კაცი ზურგზე და სახლამდე მოიყვანა. კარებთან, რომ მოსულან, ძახილზე და ხმაურზე, ჩემს ძალუას გამოუხედია. "პაჩენიკა" კიდე, ენა გადმოგდებული და დაღლილ-გამოშტერებული აბრიალებს თვალებსა. ეეე, არც დაახანა ბიძამ და მეუღლეს ეუბნება: -რასა დგეხარ ქალო? -თივა გამოიტა, ვირს დაუყარე, ვერა ხედამ სახლამდე მომიყვანაო.
"პაჩენიკა", ორი კვირა სოფლის ბირჟაზე აღარ გამოდიოდა.
ერთს კიდევ გავიხსენებ.
სოფელში "გაზი" უნდა გავიყვანოთო და სულ გადათხარეს მთავარი მისასვლელი გზები. ამასაც, ვიღაც მეზობელთან, "ღორის ქელეხზე" დაუდია ბლომათ/ანუ, საშუალოზე მეტი მოუვიდა დალევა/ და წამოსულა სახლისკენ. სიბნელეში წასცდომია ფეხი და ჰაიდა თხრილში.
თან ფეხი თაბაშირში აქვს, მოტეხილი ჰქონდა.
ძახილს და ყვირილს მორიდებია, გამოყოლილა ამ ღრმა ორმოს და მოჩლაქუნობს სახლის მიმართულებით. მერე სთქვა:- ორიენტაციას, მეზობლების სახლების "კრიშების" მიხედვით ვაკეთებდიო. მამაჩემი ეუბნება:-ჰო, შენც უცებ გზა არ შეგშლოდა და სხვაგან არ გაგეხვიაო. biggrin.gif biggrin.gif
მოკლედ, უპოვნია თავისი სახლის სახურავი და თხრილიდან ყვირის: -ხალხნი არა ხაართ, გამოდით მამხედეთო. ძალუა გამოსულა და ეს რო დაინახა ორმოში, გადარეულა: -ვაი მამიკვდეს თავი, ამოდი ჩქარა ვინმემ არ დაგინახოს, თავი მოგეჭრებაო. -ქალო, ვერა ხედამ, "მეტრო"-თი მოვედი, ხუთკაპიკიანი და კიბე მოიტა, თორე ისე არ მიშვებენო ეს ჩემის თვრამეტიანებიო../მაშინ "მეტრო" 5 კაპიკი ღირდა./
ეს კიდევ, ამ ახალ წლებზე მოხდა. 31-ში და 1-ში, ტელეფონები "დეეხოცათ" ჩემებსა. საცა არა ვრეკამდი, სატელეფონო კომპანიები ყველგან მეუბნებოდნენ:-ვერა და არაო.
"მოვიცალე" მაგათთვისაც. ძველით ახალ წელს, დღესაც აღნიშნავენ სოფლებში. ჰოდა ამაზე კაი მომენტს სადღა ვნახავდი? biggrin.gif
მაგრააააააამ, დედის გული სულ სხვაა, მელოდებოდა როდის დავრეკავდი. ახალი წელი მივულოცე, დავამშვიდე ჩვენი კარგად ყოფნით, მოვიკითხე ყველა ჩვენი კეთილის მსურველი და ვთხოვე ჩემს მაგივრად მიელოცა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მენატრებოდა და ვისაც ვენატრებოდი.
-შვილო, ბიძაშენს დაურეკე/დედის ძმაა/, შენზე აბოდებს, ხომ იცი მაგის პირველი სიხარული შენა ხარო. ჩამაწერინა ბიძის მობილურის ნომერი.
კაი ხანი ვიყავი იმათთან ფიქრებში, მერე ოხუნჯობის ხასიათზეც მოვიყვანე ჩემი თავი, რათა დეპრესიაში არ წავსულიყავი და გავიხსენე ის დრო, როცა ავთანდილი, სხვას უგებდა "მახეებს".
ავკრიბე ტელეფონის ნომერი და ვრეკავ/40-ზე მეტი ციფრია ასაკრები./ 14-იანვრის დილაა იქ. -გისმენთ. -ჩვენ გაწუხებთ და თან გილოცავთ სიურპრიზის მოგებას, თქვემნ მოიგეთ სატელეფონო ზარი, ნებისმიერ ქვეყანაში, ვისთანაც გსურთ, შეგიძლიათ უფასოდ ისაუბროთ. -ეს ჩვენი კომპანიის, საშობაო საჩუქარია.
იქიდან, "ტრუბკიდან" მესმის ალიაქოთის ხმა. -არიქა ქალო, სად არის გიოს ტელეფონის ნომერი? -ვინ გიოსი? -ჩქარა მოდი აქა, თორე გათიშავენ და მერე ნახავთ თქვენა.
თან ტელეფონს პასუხობს: -ბატონო, ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეგიძლიათ დისშვილს დამალაპარაკეთ, ამერიაკაშია, ჩემი დისშვილია და არ მინახია უკვე რამდენი წელია.
ვეღარ "გავუძელი", შევიცვალე ხმა და უკვე ჩემს ხმაზე ვესალმები: -ჯიგარო ძია , მე ვაარ, აბა შენ როგორა ხარ ეგ მითხარი.
აღარ დაფიქრდა, თუ როგორ მოხდა ეს "ყველაფერი" და: -ძია გენაცვალოს, შენა ხაარ ბიჯო? -მე ვაარ, მე.
P.S. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მეუბნება: -ხვალა გავალ და ბირჟაზე ვიტყვი, რო მე ხუმრობაში მომიგეს. -არ "დაგიჯერებენ". -რათა? -იმიტომ, რომ ვისთანაც იტყვი მაგას, იმ ხალხმა იცის ვინც ვარ, შენი დისშვილი ვარ და შენზე უარესი კიდევ. -გეტყვიან, "გენი" არ გეკარგებათ, უნდა გიხაროდესო და სასაცილო მერე გახდები, თუ მაგას იტყვი. -გენაცვალოს ავთო ძია. -ავთო ძია, შენ გენაცვალე.
2010,28 იანვარი.
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|