sandroEVOგამარჯობა
მოყევი რა დაწვრილებით ძმურად. გყაავს იქეთ ვინმე? თუ სამოგზაუროდ მიდიხარ?
MEსალამი. ამერიკაში ხარ? ლეგალად თუ არალეგალად?
ჩემს სიტუაციასაც დავწერ. 3 წლის წინ ვარ ნამყოფი არასაემიგრაციო ვიზის ასაღებად.
მეუღლესთან ერთად ვიყავი ჩასული (ქუთაისიდან). ფორმა ჩემით შევავსე და საბუთებიც ჩემი ჭკუით გავამზადე. ხელფასის ცნობები, ქორწინების მოწმობა, რეესტრის ამონაწერი და ა.შ.
მოხდა ისე, რომ პარკინგზე მანქანა გავაჩერე, მანქანაში მეყენა ვიდეო რეგისტრატორი. რომელიც საელჩოს დაცვის კამერებმა დააფიქსირა და მოაგზავნეს ჩემთან დაცვა

რომელმაც დაჟინებით მოითხოვა დისკის წაშლა და ა.შ. რათქმაუნდა წავშალე ყველაფერი, პრობლემა არ მქონია. დავეკითხე რამე გავლენას ხომ არ იქონიებს ჩემს გასაუბრებაზეთქო- არანაირ გავლენას იქონიებსო ასეთი იყო პასუხი. ჩემთან ერთად ორი მეგობარიც იყო მანქანაში.. ოთხივე გამოგვიშვეს უარით

სამწუხაროდ. ძალიან დავიგრუზე მაგრამ რას ვიზამდი. საელჩოდან გამოსულებს დაცვა კვლავ მოგვადგა და ჩაიწერა სახელები გვარები და მისამართები.....
მთლად ამ მოვლენას არ ვაბრალებ დავუშვათ ჩემზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, მაგრამ ალბათ რაღაც გავლენასაც იქონიებდა, იმიტომ რომ კამერებით მიდის სერიოზული მუშაობა იქ.
ახლა ვაპირებ რომ გავიდე გასაუბრებაზე ისევ, ხელფასი გაზრდილი მაქვს ვიდრე მქონდა მანამდე (დარიცხული 2კ ლარამდე)
მყავს ორი ავტომობილი ჩემ სახელზე გაფორმებული.
ბინა ქუთაისში. ჩემ სახელზე.
ამჯერად მსურს მარტო გასვლა, ხოდა რას მირჩევთ? აქვს აზრი/არ აქვს აზრი. აუცილებლად დამისვამენ კითხვას რატომ მიდიხარ მარტოო. იდეაში იქ მყავს ცოლისძა, რომელიც ვარჯიშობს ერთერთ სასწავლებლის საკალათბურთო გუნდში და სწავლობს კიდეც და მიზეზად მინდა ვთქვა რომ დავეხმარო სამომავლო კონტრაქტების თემაშითქო. მივუთითებ იმის მისამართს, ტელეფონის ნომერს, საცხოვრებელს და ა.შ.
მანამდე მიღებულ უარზე რამდენია ალბათობა იმისა რომ არ განიხილონ ჩემი მოთხოვნა და პირდაპირ უარი მითხრან? ანგარიშზე თანხა რა რაოდენობის დამჭირდება და ა.შ? შავთმიანი ქალი შემხვდა პირველად უარით რომ გამოგვისტუმრა მე და ჩემი მეუღლე
ვინც თვლის, რომ საკმარისი არის საკმარისი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი. :)