კიდევ ერთხელ ვიტყვი, რადგან მუდმივად მიდის ამაზე ლაპარაკი და ძირითადად დეზინფორმაცია - ქართველებისთვის არც ერთი ქვეყანა საკუთარ კონსტიტუციას არ გამოცვლის და ჯერ-ჯერობით არც საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წაუღიათ უკან.
ამდენი ადამიანი აწყდება ევროპას სირია-ერაყ-ავღანეთიდან და აფრიკიდან და მათ გამო არ უთქვამთ უარი საერთაშორისო ხელშეკრულებებზე და საქართველოსთვის მით უმეტეს, არვინ იზამს და არ გამოაცხადებს ეგ კანონები ყველაზე ვრცელდება, გარდა საქართველოს მოქალაქეებისაო.
ანუ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც ჩაიბარებენ და მისცემენ ჰუმანიტარულს, თუ მისი დაავადება საქართველოში ვერ ინკურნება, ანდა სახელმწიფო უარს აცხადებს ამ კონკრეტული ადამიანის მკურნალობაზე.
გაგიკვირდებათ და სულ ერთი კვირის წინ იყო მასეთი შემთხვევა - ადამიანს სახელმწიფომ უარი უთხრა მკურნალობაზე.
ეს ადამიანი ევროპაში ჩაბარდა და მკურნალობაც დაუწყეს უკვე.
პოლიტიკური დევნის მსხვერპლებსაც იბარებენ და პოზიტივსაც მისცემენ, თუ ეგ დევნა მტკიცდება.
აბა რას ეტყვიან, ქართველი რაღაი ხარ, ჟენევის კონვენცია შენზე არ მოქმედებსო.
ანუ, ადამიანის დაცვის კონვენცია თუ შენზე არ მოქმედებს, არაადამინი ყოფილხარ და ეგაა.
ის მაინც თქვენ ჭკვიანებმა, რომელ სახეობას მივეკუთვნებით, რო რამე, ვიცოდეთ მაინცა.
და ქართველზე უსინდისო იშვიათია - გაჭირვებულ ადამიანებს რატომ უნდა მოატყუო, იმას ვერ ვხვდები.
მაგნაირების თქმას, ხომ გირჩევნიათ თქვათ - წონადი მიზეზების გარეშე არ ჩაბარდეთ და სანამ წახვალთ, ადვოკატებთან გაიარეთ კონსულტაციაო.