კი მომცეს ოღონდ მე USA ში დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ

დაიტოვეს პასპორტი და TNT-ს ოფისში გადამამისამართეს გამოტანაზე მომავალ კვირაში
მეილზე მოდის შეტყობინება როცა მზადაა გამოსატანად
---
სტატისტიკურად 95% ასე დავინახე მე:
ვისაც ვიზას აძლევდნენ მაქსიმუმ 2-3 ზოგადი შეკითხვა დაუსვეს ყველას მათ შორის მეც.
ვისაც ვიზები არ მიცეს ზოგი 10 წუთი იდგა კონსულთანს და ათას რაღაცას ეკითხებოდა და მიდიოდა ტვინისტვნა და ბოლოს ყვითელი ფურცელი ანუ უარი.
ამის საფიძველზე ვიძახი რო აპლიკაციას რო ავსებს ადამიანი საკონსულოში გასვლამდე ხდება ამ ადამიანის შესწავლა და გასაუბრებაზე რო ხარ მისული 95% გადაწყვეტიალია უკვე ყველაფერი.
არავინ მიტანილ საბუთებს ზედ არ უყურებს ძაან იშვიათი გამონაკლისის გარდა
ზოგი ბაინდერებით იყო მოსული იმდენი ქაღალდი ქონდათ მოტანილი

ერთადერთი რაც კონსულმა გასაუბრებაზე რეალურად შეიძლება მოითხოვოს არის ძველი პასპორტის ჩვენება თუ ახალი ცარიელი პასპორტია ჩაბარებული.
ანუ სხვა ქვეყნებში თუ აქვს ადამიანს გასვლები მაგას 100% ყურადღებას აქცევენ.
ცარიელი და დეპორტიანი ვიზა ძაან ცუდია და ალბათ ვიზის გაცემის შანსი ძაან კლებულობს მაგის გამო.
დაჟე ერთს კითხეს პირველი რაღა ამერიკაში გადაწყვიტე წასვლაო ...
This post has been edited by system32 on 9 Sep 2017, 14:18