lilu777ჰოო თუ პროფესიით მუშაობა გინდა და მენეჯმენტში გადასვლაზე არ ოცნებობ, ამბიციური კარიერისტების წყალობით, ითვლება რომ ცუდი ხარ.
ერთ ძალიან ცნობილ საერთაშორისო ქსელში ერთი ძალიან მაგარი გოგო მუშაობდა, თავის პირდაპირ საქმეს 10იანზე ასრულებდა. მეც იქ ვმუშაობდი და ამ გოგოს მუშაობას რომ ვუყურებდი ვშტერდებოდი ისეთი მოხერხებული, სწრაფი და ინტელექტუალური იყო.
რამდენიმე წელი რომ გავიდა ტვინი გაუბურღეს, დროა მენეჯერული ფუნქციები შეითავსოო და რამდენიმე ახალბედა თანამშრომლის მართვა დაავალეს. ეგეთი სისტემაა იქ, ჯერ რიგითი ხარ და წლები რომ გემატება მერე ზევით ინაცვლებს, გინდა თუ არა

მოკლედ დატანჯეს გოგო. ძალიან არ აინტერესებდა იმ გოგოს ვიღაც ბავშვების დევნა, ერჩივნა თავის საქმე ეკეთებინა, რაც უყვარდა და რისი კეთებაც იცოდა.
იმდენი ქნეს რომ გოგო იძულებული გახადეს სულ წასულიყო
საერთოდ ძალიან ავადმყოფური სიტუაციაა იმ კომპანიაში. მეც ვერ გავძელი დიდხანს. უსამართლო სისტემაა, ადამიანის ფასი არის 0 მაგათთვის.