#51769477 · 3 Dec 2017, 11:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-zeppelin-
| QUOTE | ანუ შენ 30 კილომეტრს გარბიხარ მაგ დროში?
|
არა ნახევარ მარათონს. ნახევარ მარათონი - 13.1 მილი მარათონი - 26.2 მილი
* * * -zeppelin- ძაან აიყოლიე ეს ხალხი ხომ იცი ამ ჯარზე ))))
ტყუილა აიმედებ მაინც არ მიიღებენ ხო იცი არარეზიდენტებს.
ტყუილა ნუ დააიმედებ მერე გული გაუტყდებათ.
tomhardy
| QUOTE | | ანუ რა ეტაპებია მაგალითად გადავწვიყე ჯარში წასვლა ჯერ პირველრიგში გამოცდები უნდა ჩავაბარო ხო ინგლისური და მატემათიკა ? (ესენი ბარდება მარტო? ) და შემდეგ ალბათ ნორმატივები ხო ? თუ როგორაა მანდ ანუ რა ეტაპები უნდა გაიარო |
სანამ მანამე მიხვალ სამწუხაროდ ჯერ გრინ კარტა უნდა ქონდეს ან მოქალაქე იყო ისე არც კი მიგიშვებენ ახლოს. არ აქვს არარეზიდენტს უფლება მსახურის. არის მხოლოდ ერთი პროგრამა რომელიც ძირითადად დეფიციტურ კადრებზეა გათვლილი რომელიც ამერიკის არმიას უჭირს. ეს არის ექიმებზე და თარჯიმნებზე. ისიც წლები უნდა ითანამშრომლო ამერიკის არმიასთან სხვადასხვა ფორმით და მხოლოდ რეკომენდაციის საფუძველზე.
| QUOTE | | 3წლის მერე კონტრაქტს რო მორჩები მერე 4წელი რომელ უნივერსიტეტშიც გინდა ისწავლი ხო 4წლიანი დაფინანსებით როგორც დაწერე და ჯარს თავს ანებებ მერე? |
რომელშიც გინდა იქ ვერ ისწავლი. რომელშიც ჩააბარებ იმას დაგიფინანსებენ უბრალოდ. მაგრამ უნდა ჩააბარო შენი ტვინით და თანასწორი კონკურსის პირობებში. მხოლოდ იმიტომ რომ ჯარი გაქვს მოხდილი ქულას GPA-ს არავინ მოგიმატებს. რაც მე თუ მკითხავ არაა სასურველი. ანუ შენ სტატზევე წამგებიან პოზიციაში ხარ. აგიხსნი რატომ.
- ანუ შენ ბრძოლაში ებმევი ახალ კოლეჯ დამთავრებულებთან ვისი ბოლო წლების საქმე იყო მხოლოდ სწავლა და მერხიდან ადგნენ ეს ესაა. - ხოლო შენ ბოლო 3 წელი სწავლის გარდა ათას სისულელეს აკეთებდი ჭკუიდან გადასული სერჟანტის წყალობით )))
ეხლა ვისი აკადემიური ცოდნა უფრო ეფექტური იქნება შენ გადაწყვიტე. გამოცდებს ის უკეთ ჩააბარებს ვინც კოლეჯში სწავლობდა და ემზადებოდა უნივერსიტეტისთვის, თუ ის ვისაც ბოლო 3 წელი შეიძლება წიგნის გადაშლის დროც არ ქონდეს.
პ.ს. რაც მთავარია ჯარზე რომ რეალური წარმოდგენა შეგექმნას დაივიწყე ჰოლივუდის კინოში რაც გაქვს ნანანხი და იუთუის ვიდეოებში, მაგის გარდა ყველაფერია ))) ვისაც უმსახურია დამეთანხმება )))
Ambitious_Person
| QUOTE | | მაგდენს რომ იხდიან მერე იქ რისი იმედი აქვთ? |
ნუ აყვები ამათ. მთლად ეგრე ცუდად არაა საქმე. ფიქტიური ქორწინებების უმეტესობა ხდება ან მეგობრებში, ან ნათესავებში, ან ნაცნობობით, ან უბრალოდ ამერიკელ პარტნიორებს ანახებენ ყალბ სიყვარულს რომ გაყვნენ. ასე გარიგებით, ანუ ფულით არაა დიდი პროცენტი. ყველაზე დიდი ნაწილი უბრალოდ ნაცნობისთვის პატივისცემის ნიშნად აწერენე ხოლმე.
| QUOTE | | რაის 60 000 დოლარი ან 40 000 |
დროზე ჩამოდი აქ და ნახე პროფესიის შესაბამისი სამსახური, ხოდა ამ თანხის გაგონებაზე პირი აღარ დაგრჩება ღია. რაც დაწერე 1 წლის ქირის ფულია ))) მეტი კი არ არის )))
| QUOTE | | მაგრამ ხალხი ბინებს ყიდის მაგის გამო |
საქართველოში ბინა გაყიდო. რომ ვინმე აფერისტს ფული მისცე ვითომ აქ წამოყვანაში. ჩამოხვიდე ამერიკაში იმუშაო და იმ ფულით ისევ თბილისში ბინა იყიდო ))) ეხლა შენ თვითონ დაფიქრდი რა ალოგიკური ჯაჭვია )))
|