წარმატებები და მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის.
დიდი ხანია ვადევნებ თვალს ამ ფორუმს და ვეღარ გავიგე გავიდე თუ არა კონსულთან

გავრისკო თუ არა.
სამსახური მაქვს 1850 ლარი ხელფასი. ცოლი მყავს რომელიც მუშაობს 450 ლარი აქვს ხელფასი. ასაკი მე 24 წლის. მეუღლე 21 წლის. მე ორი გასვლა მაქვს ევროპაში ისიც ვიზები რომ იყო მაგ დროს. მეუღლეს არ აქვს გასვლა. ტურისტულად წავიდოდი დიდი სიამოვნებით მაგრამ უბრალოდ ცდაში 1000 ლარის გადაგდებაც არ მინდა და თან უარი რომ მითხრას კონსულმა გავგიჟდები

:D. არადა იქ დამრჩენი არ ვარ და ან რატო დავრჩები, არაფერს ვუჩივი აქ და თან სამსახურში წინსვლის პერსპექტივაა კიდევ უფრო.
ლოგიკურია კონსულმა მითხრას რაღა ამერიკით იწყებ მოგზაურობას, წადი ევროპაშიო. ასევე ასაკიც პატარა მაქვს. დიდი მოგზაურობის მოყვარული არ ვარ და ამიტომაც არ ვარ ნამყოფი ბევრ ქვეყანაში მაგრამ ამერიკაში წავიდოდი. დანაზოგიც მაქვს პატარა, წინა წელს შვებულება არ გამომიყენებია და ეხლა გამოვიყენებდი სიამოვნებით.
თქვენ რას ფიქრობთ ამ შემთხვევაში. ღირს გასვლა? რამე კარგი რჩევა მომეცით.