#52152978 · 10 Feb 2018, 06:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ambitious_Person
QUOTE | რადგან ტურისტული ვიზის მოტივი ფულის ხარჯვაა დუბაიში რომ შევიდე და ვაჩვენო სამუშაო ვიზა ემირატების კაი ხელფასით მგონი დიდი პრობლემა არ იქნება მათი მხრიდან ხომ ვიზის მოცემის . |
სანამ მიხვალ საელჩოში დამირეკე და აუხსნი რომ შენი არ გაშვება არ იქნება. ძილში რომ შემოულაწუნო "ვაშააა ამერიკას" ყვირის მეთქი ))) რისი გეშინია? შეავსე აპლიკაცია გაიარე გასაუბრება ერთი ორი გაუღიმე კონსულს და მორჩა. ძაან ადვილია ვიზის აღება. რომ ჩამოხვიდე სიტყვაზე და დაბინავდე აქ რამოდენიმე წელი ვიზაზე რომ ნერვიულობდი გახსენებისას გაგეცინება. ყველაზე ადვილია ვიზის აღება იმასთან შედარებით თუ რა მოგიწევს აქ წარმატების მისაღწევად. * * * Geogamer200p
QUOTE | საქართველოდან ამერიკაში როგორ წავიდე? |
პირველ რიგში გჭირდება ვიზა. აუმრავი კატეგორიის ვიზა არსებობს ტურისტული, საქმიანი, სტუდენტური, სამუშაო, სპონსორის, გაცვლითი, უნარების და ა.შ.
QUOTE | რადამჭირდება ასევე თანხაც
|
ეს ძალიან ინდივიდუალური კითხვაა და ძალიან ბევრ კრიტერიუმზეა დამოკიდებული. ეს შენი საშინაო დავალებაა და შენი დასაანგარიშებელი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კონკრეტულ კითხვებზე გაგცეთ პასუხი. ბინის ქირის ოდენობა, ტრანსპორტის თანხა, მანქანის ფასები, ტელეფონის ფასები, საკვების ფასები და ა.შ. მერე შენ ეს ყველაფერი უნდა დააჯამო და გამოგივა შენი თანხაც. პრაქტიკა გბაჩვენებს აქ არის ხალხი ვინც რამოდენიმე ასეული დოლარით ჩამოვიდა, ასევე ხალხი ვინც იმდენი ჩამოიტანა რომ სახლი იყიდეს პირდაპირ.
sosobaxtadze
QUOTE | ამერიკიდან რო მოწვევა გამომიგზავნოს ამერიკის მოქალაქემ ვერ წავალ ამერიკაში? |
მოწვევა არაფერში არ დაგეხმარება. წახვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კონსული ვიზას მოგცემს.
QUOTE | ვიცი რო რაღაც მოთხოვნებია, ქონმება მაქვს. კიდე რა არის? |
აუცილებელი საბუთებია: -პასპორტი -ფორმა დს 160 -სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
ქონების საბუთები არ გჭირდება. შეგიძლია ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები წაიღო და სამსახურის დამადასტურებელი დოკუმენტაბი. თუმცა შეგიძლია ზეპირადაც უთხრა სამსახურის და ფინანსების შესახებ. იმ ცნობებს კონსული დიდი ალბათობით არც დახედავს.
* * * -Alex-
QUOTE | ობამასდროინდელი უკრაინელი სტუდენტი ბიჭის მაგალითი ძალიან ცუდი მაგალითია. მაგ დროის მერე რომ ცვლილებებია იმაზეა საუბარი. |
ერთი ცვლილება მითხარი საკანონმდ3ბლო დონეზე საემიგრაციო ან პოლიციის კანონმდებლობაში? ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკია. არის მხოლოდ ცვლილებები ინსტრუქციებში იგივე პოლიტიკის რიგთან დაკავშირებით რომელიც გაუქმდება ეხლა. ასევე გააუქმა ობამას დროინხელი პრეზიდენტის ზოგი ბრძანებულება დაკასთან დაკავშირებით. ამათაც რამხელა აურზაური მოყვა. მოკლედ საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეცვლილა რომ ვთქვათ რომ ეხლა პოლიცია სხვანაირად იქცევა. არც სტატისტიკა არ გაუარესებულა. ერთადერთი რაც ტრამპმა შეცვალა ეს არის რომ ტაბუ ახადა რასისტულ და ემიგრანტ მოძულე ლექსიკას. ანუ ის ხალხი ვინც უარყოფითად არის განწყობილი ემიგრანტების მიმართ და ადრე კბილს აჭერდა ენას ამაზე ლაპარაკისას, ეხლა გრამაფონში ღრიალებს ისე რომც არ ცხვენია. ესაა ყველაზე საშიში თორემ კანონები რაც ადრე იყო იგივეა ეხლაც. თანაც ხომ იცი მე კალიფორნიაში ვარ აქ კიდევ მაგრად ეზიზღებათ ტრამპი. ყველა გიჟს ეძახის. სან ფრანცისკოში ვიტრინებზე ლამის ყველგანაა სტიკერები trump not my president, fuck trump ასევე მანქანებზეც მიკრული აქვს ბევრს. ეხლა წარმოგიდგენია ესენი როგორ შეასრულებენ მის ინსტრუქციებს )))) მეტსაც გეტყვი კალიფორნიის გენ პროკურორი არის Xavier Becerra პირდაპირ მოუწოდა კაიფორნიელ დამსაქმებლებს რომ არ გასცენ მონაცემები რომ ამუშავებენ არალეგალებს, ან ვინმე ამუშავებს მათ. როცა ფედერალური მთავრობის საემიგრაციო პოლიციის ახალი ნორმებით გარკვეული ვალდებულება აქვს ყველა კომანიას რომ აცნობოს საემიგრაციო პოლიციას რომ არალეგალები მუშაობენ სადმე. კი არ დაემუქრა პირდაპირ უთხრა რომ ის დამსაქმებლები ვინც ჩაუშვებს არალეგალებს დაისჯება მისი ოფისის მიერ. აგერ ვიდეო. https://www.youtube.com/watch?v=3ilOxOjkSrkანუ შტატის მტავრობა დასჯის პირს ვინც ითანამშრომლობს ფედერალურ მთავრობასთან არალეგალების დაჭერაში ))) თან კანონია კალიფორნიის )))) ხუშტური კი არ არის კანინი მიიღეს )))) მე მოვკვდე ცირკია პირდაპირ. * * * natuka_raQUOTE | გამოფენა 5 დღიანია და სავარაუდოდ კიდევ 5 დღე ტურისტულად დავრჩები, ასეთი შერეული წასვლის მიზნობრიობა რა კატეგორიის ვიზის საჭიროებას წარმოშობს? |
B1/B2 ტურისტული - B1 / საქმიანი ვიზითი - B2
David001
QUOTE | სახელმწიფო სამსახურში ვარ წლებია და ტიპებმა უარი მითხრეს მინისტროს ხოარ დავარეკინებდი რო უფრო დარწმუნებულიყო ? |
შამშობლოსთან კავშირი მხოლოდ სამსახური არაა. სამშობლოსტან კავშირი არის პირველ რიგში ხალხი. მშობლები, მეუღლე, შვილები, ნათესავები, მეგობრები, ანუ ის ხალხი ვისთანაც განშორებამ შეიძლება ძლიერ იმოქმედოს და არ დარჩე. ასევე მნიშვნელობა აქვს იმას რა მანერაში წაიყვანე ინტერვიუ. თუ უბრალოდ კონსულის კითხვებს პასუხობდი და ჩუმად იდექი, ასეთ შემთხვევაში რაა თქმა უნდ აკონსულის სიმპათიას ვერ მოიპოვებ.
ეს არის ინტერვიუ. ანუ თქვენ უნდა დაარწმუნოთ კონსული რომ ტურისტად მიდიხარ და უკან ბრუნდები. ანუ ძირითადად თემის ინიციატორი უნდა იყო შენ. შენ უნდა დაიწყო შენი საქმის ძლიერ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება და არა ელოდო კონსული რომ გკითხავს რამეს. ძირითადად ყველა ამ შეცდომას უშვებს რომ ჩუმად და მორიდებულად დგანან და შესციცინებენ როდის რას კითხავს კონსული.
მაგალითად რითი ან რა სიტყვებით ეცადე შენი სამშობლოსთან კავშირის დადასტურებას? რა არგუმენტები მოუყვანე? და ა.შ.
QUOTE | ხვალ ისევ გავაგზავნი და ისევ იმ მელოტთან თუ მოვხვდი მაგრად გავუტრაკებ შემდეგ შესვლაზე |
შეცდომაა ასე მოქცევა. ავტომატურად 2 წუთში უარს მიიღებ. სწორი იქნება მაშინ შეიტანო ხელახლა როცა რაიმე ცვლილება გაქვს სამშობოსთან კავშირში, ფინანსური ან კარიერის თვალსაზრისით.
Ambitious_Person
QUOTE | იმიტომ არ შევდივარ რომ ვიცი ტურისტულით ვერაფერს ვიზამ იქ . ბუღალტერი ვარ პროფესიით და უსაბუთოდ რა შანსი მაქვს ? |
რას ქვია ვერაფერს იზამ? ინტერვიუებზე იარე. ეს ძაააან დიდი გამოცდილებაა. ვინ გიშლის? ასევე აიღე რაიმე უნივერსიტეტის კურსი, იარე კვალიფიაცია აიმაღლე, ხაიცანი შენი პროფესიის ხალხი. შექმენი საქმიანი კავშირები, მეგობრები. რა იცი შეიძლება ვინმეს მამიკო იყოს კომპანიის დირექტორი და გაგიწიოს სპონსორობა. შენ ხომ არ გგონია ტექნიკურ სფეროში ვიზები რომ გაიცემა ყველა პროგრამისტია? პროგრამებს მარტო შექმნა კი არ უნდა, მათ ასევე წარმატებულად გაყიდვა, რეკლამირება და კლიენტამდე მიყვანა უნდა. ასევე ბიზნეს ანალიზისტებიც საჭიროა. ანუ ვინც პროექტირების სტადიაშივე დაითვლის და რისკებს გაიანგარიშებს ღირს თუ არა ამ პროგრამის გამოშვება და სავარაუდოთ რა მოგებას მოიტანს. მოკლედ ტექ ქომპანიებს კი აქვს სამუშაო ვიზა ოკუპირებული მაგრამ ყველა ვინც მოყავთ პროგრამისტი არ არის.
ჩამოდი და გაიჩინე კავშირები. ნაცნობი რომ გეყოლება და სხვის გამოცდილებას რომ მოისმენ ბევრად მეტ რამეს გაიგებ.
მაგალიტად გეტყვი ჩემი ძმა არის ფინანსისტი. წლები მოსკოვში Ernst & Young ბიზნეს ანალიზისტი იყო. მერე გადაერთო სტოკებზე. და ეხლა კი დადის მთელ მსოფლიოში, ფულს შოულობს სადაც გაშლის ლეპტოპს და ვაიფაის იპოვის.
ჩამოდი გაიცანი მაგ სფეროში ვინმე აქ. ათასობით ყავთ აუთსორსი ამერიკულ კომპანიებს სხვა ქვეყნის ბირჟებზე ხალხი. შენ ხომ არ გგონია ამერიკელები მხოლოდ ამერიკული კომპანიების აქციებში აბანდებენ ფულს და მხოლოდ ნიუ ორკის ბირჟაზე არიან? ატასობით ყავთ ბროკერები ვინც სხვადასხვა ქვეყნის ბირჟებზე არის ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები და ადგილზე ახდენენ ანალიზს და ვაჭრობას.
მოკლედ რაზე მახსნევინებ იმ სფეროს რაც ენ ჩემზე ბევრად უკეთ იცი?
This post has been edited by dimentius on 10 Feb 2018, 08:09
|