GEORGEXIIIგრძელვადიანი ვიზიტებისთვის გერმანია გასცემს მხოლოდ ამ ტიპის ვიზებს:
ვიზა ოჯახის შეერთებისათვის
ვიზა გერმანიაში დაქორწინებისა და იქ შემდგომი ცხოვრებისათვის
ვიზა გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის
ვიზა გერმანიაში ენის კურსის გავლის მიზნით (ვიზიტი 90 დღეზე მეტი ხნით)
ვიზა გერმანიაში შრომითი საქმიანობის დასაწყებად (ასევე: პრაქტიკისათვის)
ვიზა გერმანიაში Au-Pair საქმიანობისათვის
ვიზა გერმანიაში მოხალისეთა სამსახურისათვის
ანუ, ე.წ. სტუდენტური ვიზა გაიცემა გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის. უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის ვიზის ასაღებად სხვა საბუთებთან ერთად დაგჭირდება:
ცნობა გერმანიის უნივერსიტეტში მიღების თაობაზე (Zulassungsbescheinigung),
ან მიწვევა გერმანიაში ენის გამოცდის ჩასაბარებლად ან უმაღლეს სასწავლებელში განაცხადის შეტანის დასადასტურებლად,
ან გერმანიის უმაღლეს სასწავლებლში სწავლის უფლების დამადასტურებელი საბუთი.
გერმანიაში სწავლასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი.
ასეთი საბუთის მიღების სამი გზა არსებობს:
ა) გერმანიაში მცხოვრები პირის განცხადება ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung), რომელიც გაიცემა გერმანიის უცხოელთა საქმეების შესაბამისი სამსახურის მიერ (Ausländerbehörde). იგი უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ თქვენ მიემგზავრებით ენის კურსზე ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მიზნით.
ან
ბ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელს გერმანიის რომელიმე ბანკში გახსნილი აქვს ბლოკირებული ანგარიში, რომელზედაც მას აქვს პირველი სასწავლო წლისათვის საჭირო თანხა (დღევანდელი მოთხოვნით მინიმუმ 8640 ევრო, ე.ი. 720 ევრო თვეში).
ან
გ) გერმანიის სახელმწიფო სახსრებიდან დაფინანსებული სტიპენდიის მიღების დასტური (მაგ. DAAD-ის, გერმანიის საჯარო უმაღლესი სასწავლებლების, პარტიების ფონდების სტიპენდიები და სხვა) სტიპენდიის ოდენობისა და ხანგრძლივობის მითითებით.
დანარჩენ მოთხოვნას შეგიძლია გაეცნო აქ:
http://www.tiflis.diplo.de/contentblob/155...att_Studium.pdfგამოგადგება ეს გვერდი
http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tifl...stimmungen.htmlეს გვერდი
http://ic.daad.de/tbilissi/?i=51http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=86მაგრამ შენ შეიძლება რამე ასეთი უფრო გჭრდება ამ ეტაპზე
https://www.facebook.com/permalink.php?stor...209117772551950