Ambitious_Personვინც ტურისტულს იღებს ყველა კარიერისთვის ხომ არ მიდის. რა ერთხაზოვნად უყურებ მხოლოდ შენი გადმოსახედიდან.
მაგალითად ჩემი თანამშრომელია ერთი ისეთ ვალებშია გატენილი ისეთში, რომ ოღონდ რამე ვიზა მისცენ და სულ არ აინტერესებს ლეგალი იქნება თუ არა ყველაფერზე იმუშავებს.
თან ეს ვალები გაჭირვებისგან აქვს მიუხედავად იმისა საკმაოდ ნორმალურ სამსახურშია. ასეთი საქართველოში ბევრი ადამიანია.
ტრამპი რაშუაშია გალეგალებაში. შეიძლება უბრალოდ გაგიხანგრძლივდეს შედარებით თორე მეთოდები იგივეა.
აი ცოლქმარი ჩამოვიდნენ შარშან გადადებული 40 000 დოლარით და უკვე გრინს ელოდებიან. ფიქტიურები გააკეთეს.
სხვადასხვა ქეისებია. ყველას ერთი არ უნდა ამერიკისგან.
ჩემმა ნაცნობმა მოიგო კიდევ გრინი, რომელიც ბუღალტრობას აპირებდა თბილისსშიც მაგ საქმეზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ჩამოვიდა გადახედა საერთოდ შეიცვალა როგორც ადამიანი და
ეხლა ამბობს სტილისტი მინდა გავხდეო მხოლოდ ნუ პროფესიონალი 2 წელი , რომ სწავლობენ და ,,მასტერები" რომ არიან.
ეს ამერიკაა აქ ყველაფერი ისე სხვანაირად არის მოწყობილი ზოგს აზროვნება ეცვლება ზოგს მიზანი.
ერთადერთი მემგონი მე არ შემეცვალა არაფერი და ალბათ არიან ჩემნაირებიც

თან ძალიან ძნელია ასე მოყვე და გაშიფრო ყველაფერი შენით უნდა ნახო . ზოგი 6 თვე ჩამოდის აქედან 3-4 თვე მუშაობს ნახულობს რა ხდება და ბრუნდება უკან, ასეთიც ბევრი ვიცი