ეროვნებებზე სტერეოტიპების ინდივიდუალებზე გავრცელების დიდი მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ რუსებთან ურთიერთობა რაც არ უნდა შეზღუდო, მხოლოდ სადმე რომ წაგაწყდებიან, მაგ ფორმითაც, თითქმის ყოველთვის უსიამოვნოა. თან რამდენნი არიან ნიუ იორკში. ზოგს აქცენტიც კი აღარ აქვს იმდენი ხანია აქ არის ან აქ გაიზარდა, ან ევროპაში... როგორც კი გაიგებენ საიდან ხარ, რუსულად გიწყებენ ლაპარაკს.
ისტორია არ იცის ამ ხალხმა? რატომ უნდა მესიამოვნოს ან მომინდეს რუსულად ლაპარაკი? ან რა საჭიროებაა ამის, ამერიკაში ყოფნისას? რუსეთში ხომ არ ჩავაკითხე, ორივე სხვა ქვეყანაში ვართ და ორივე კარგად ვლაპარაკობთ ინგლისურად. აი რას მატენი ამ შენ რუსულს, მე ხო არ გატენი ქართულს? ავტომატურად უშვებენ და ჰგონიათ რომ მათი ენა, მათი კულტურა, ყველასთვის სასურველი და სასიამოვნო განცდების მომგვრელია. თითქოს ვალდებული ხარ აფასებდე რუსულ ენას და შენატროდე რუსთან შეხვედრას რომ ამ "საოცარ" ენაზე საუბრის საშუალება მოგეცეს. ფაქ ით !
ამდენი ხანია აქ ვარ და რაც არ უნდა მაღალ პოზიციაზე იყოს ტიპი, რუსულად ერთ სიტყვას არ ვამბობ. რაც დაძალებით მასწავლეს არაფერი მეყვარება. მე არ ამირჩევია სკოლაში რუსულის სწავლა და ვერავინ მიხსნიდა რატომ უნდა მესწავლა იმ ერის ენა, რომელიც ეროვნულობას და სუვერენიტეტს გვართმევდა ყოველთვის.
მოკლედ ეს არის ამერიკის ერთ-ერთი სახე, რასაც არ ველოდი და აქაც თუ ასე ამომეჩხირებოდა ყელში რუსეთი არც მიფიქრია. სერიოზულად მსტრესავს როცა რუსს წავაწყდები შემთხვევით და ისეთი გახარებული მიწყებს რუსულად ლაპარაკს მოურიდებლად და ყოველგვარი სენსიტიურობის არ ქონით ! თან ნორმალური რომ გგონია ადამიანი და უცებ ასეთი უაზრო და ბრმა აღმოჩნდება.
საქართველოში მინდება ხოლმე ასეთ დროს

და მერე მახსენდება ჩვენს ქვეყანაშიც რამდენი რუსეთუმე იდიოტია, მთავრობით დაწყებული