ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია...
მოდი გეტყვი იმას, რისი გარკვევაც ეხლავეა შესაძლებელი.
ჩამოგითვლი, რა უჭირს დამწყებ მოდერატორს და ზოგიერთ გამოცდილსაც.
ემოციები უნდა დაივიწყო და იმოდერო აბსოლუტურად უემოციოდ.
უნდა იცოდე წინასწარ, რომ გაგინებენ აუცილებლად. ნუ, რომ არ უნდა უპასუხო გინებაზე გინებით, ეგ გასაგებია, მაგრამ დარმწუნებული ხარ, რომ ეს გინება და შეურაცხყოფა არ იმოქმედებს შენზე? ვიცნობ ბევრ ყოფილ მოდერატორს, კი არ უპასუხეს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაუძლეს და ერთ მშვენიერ დღეს ადგნენ და უბრალოდ წავიდნენ. არადა ცხოვრებაში საკმაოდ მყარი ნერვები აქვთ. ზოგს უბრალოდ არ უღირს მოდერობა ამად.
მზად ხარ იმისთვის, რომ ცილს დაგწამებენ მუდამ, ყოველთვის და ყველაფერში? მაგალითად; შენ მე იმიტომ დამვორნე, რომ მაშინ იმ თემაში რაღაცა გეწყინა, ან მე ნაცი ვარ და შენ ქოცი ხარ, ან კიდევ რამე სისულელე. არადა ამ დროს შეიძლება საერთოდ არ მოგხვედრია აქამდე თვალში ეს იუზერი. და ამ ცილისწამების დროს არა მარტო დაიგნორება უნდა შეძლო ამის, არამედ არც უნდა აღშფოთდე (თუნდაც ეს არ ჩანდეს აქ, ფორუმში), თორემ ერთ მშვენიერ დღეს გარეკავ. თავიდან მე პირი ღია მრჩებოდა ხოლმე, საიდან მოიტანეს ეს მეთქი. მერე შევეჩვიე და გაღიმება დავიწყე. ეხლა აღარც მეღიმება, უბრალოდ ვახტები ტექსტის მაგ ნაწილს. თუ არ შეეჩვევი, ცუდად იქნება შენი საქმე..
მოკლედ, მოდერატორი უნდა იყოს: ადეკვატური, მიუკერძოებელი და მყარი ნერვების პატრონი. და ეს სამივე - "ძალიან" ხარისხში.
და მთავარი შეცდომა კიდევ დამწყები მოდერატორის: თავდაჯერებულობა

. მან ყველაფერი იცის... ნწ, არაფერი არ იცის სინამდვილეში. აი, აბსოლუტურად არაფერი. ყველაფერი ნულიდან უნდა ისწავლოს. არსებობს ორი კატეგორია. 1. რომელიც ხვდება, რომ იუზერობისას რომ ხედავ და გგონია რაღაცა, სინამდვილეში სულ სხვანაირადაა საქმე და უბრალოდ ნულიდან უნდა ისწავლო ყველაფერი მათგან, ვინც უკვე იცის. 2. რომელიც ჯიუტად განაგრძობს ფიქრს, რომ დიახაც ყველაფერი სწორად ესმის და არ საჭიროებს მისი შეხედულებები კორექციას. ეს მეორენი საბოლოო ჯამში დგებიან ცუდ მოდერებად და ან თვითონ ირჩევენ წასვლას, ან გვიწევს დამშვიდობება. ჩემგან ალბათ არაკორექტული იქნება ამის თქმა, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი უკვე ვახსენეთ ზემოთ.
მოკლედ, ბევრი ფაქტორია გასთვალისწინებელი და თუ მოხდა იდეალური თანხვედრა, ვიღებთ კარგ მოდერატორს.

ზოგადად შედარებით მაღალი IQ რომ უნდა ჰქონდეს, ეს გასაგებია, მაგრამ სიტყვაზე იგივე მყარი ნერვების გარეშე, კაპიკია ამის ფასი. ადეკვატურობაა კიდევ ფასდაუდებელი განძი, რასაც ქვია. სამართლიანობდა და მიუკერძოებლობა ხომ საერთოდ, დედაბოძია

. პირადად მე უკვე რამდენი რეალში მეგობარი დამემდურა, სასჯელი რომ მივეცი. არ ვიცი, უბრალოდ საკუთარი თავის პატივისცემაა, არ მიუდგე საკითხს ახლობლობა-მეგობრობით და სამწუხაროა, რომ ეს არ ესმით მეგობრებს. აგერ სულ ახლახანს მოდერატორის წინააღმდეგ მომიწია წასვლა, რომელთანაც 10 წლის მეგობრობა მაკავშირებს და ამ ამბის გამო მე პირადად მისგან გული მეტკინა მისგან. ისიც მიიჩნევს, რომ არასწორად მოვიქეცი მის მიმართ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამან შეიძლება მეგობრები დაგაკარგვინოს და თუ დაგიდგება საკითხი, მეგობარი დაკარგო თუ სამართლიანი იყო, არჩევანი მიუკერძოებლობის სასარგებლოდ უნდა გააკეთო. მზად ხარ ამისთვის?
რამდენი ვწერე...
უნდა გქონდეს დრო, რომ აქტიურად ჩნდებოდე განყოფილებაში.
შეძლებისდაგვარად ყველა თემაში უნდა შეიხედო და არა მხოლოდ უსა-ში...
მე რომ ვინმეს რამეს ვეტყვი ამაზე... თემაში კი არა, რამდენ განყოფილებაში არ შევდივარ საერთოდ (თუნდაც ამ განყოფილებაში). მაგრამ ჩემი ბრალი არაა, ძალიან ბევრი განყოფილება მაბარია და ძირითად დროს პოლიტგანყოფილება მართმევს, რადგან ძალიან აქტიურია.
* * *
დაშლიი?არა, სინამდვილეში სულ სხვა ამბავში მოყომარდა ეგ ბაზარი.

თქვენი წვალება არაფერ შუაშია.
თუ ვინმემ იწვალა ამაზე, ეს მე ვიყავი

))