#55269378 · 20 Sep 2019, 06:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Biutiful
QUOTE | ხოდა არასწორია ეგ ადამიანის ჯანმრთელობა არ შეიძლება ბიზნესად აქციო. კონკრეტულად შენზე არ ვამბობ რა თქმა უნდა, ზოგადად ეგეთი სისტემის ქონაა არასწორი |
საიდან მოგაქვს რომ არასწორია? ამერიკა არ არის სოციალისტური ქვეყანა. აქ კაპიტალიზმია. ანუ თავისუფალი ბაზარი. თავისუფალ ბაზარზე რაზეც ფულის შოვნა შეიძლება ყველაფერზე უნდა იშოვო. ეს იქნება ჯამრტელობა თუ სხვისი სამუშაო ადგილების გაუქმება. ჩემი პორთფოლიოში ამაზონის აქციებიც არის. როგორც იცი ამაზონმა სულ მთლად მოსპო მილიონობით პატარა მაღაზია ქვეყნის მაშტაბით ამაზე კი ინვესტორებმა ფული იშოვეს. ასე არსებობს ამერიკა. არ მოგწონს? არ მოგწონს როცა მთელი ამერიკული ფინანსური სახსრების 99% მოქცეულია მხოლოდ 1% საკუთრებაში? ამოიგდე თავიდან ის რაც კომუნისტებმა მიაჩვიეს ქარტველები. რომ თურმე ბინას ფლობ კაპიკი არ უნდა იხადო, ჯანდაცვა ყველას, სადარბაზოს რემონტი მერია, სახურავი მერია, ფასადი მერია და ა.შ.
QUOTE | ქართველი კახელი ბიჭი რო ცხოვრობს ფლორიდის რომელიღაც კუნძულზე და ვიდეოებს წერს მაგის ვიდე ვნახე ბავშვის გაჩენა 28კ-მდე დაუჯდა აი რაღაც აფსურდია ეს იმენა დაუჯერებელი აფსურდია |
რატოა აბსურდი? ეგრე ღირს ექიმის, საავადმყოფოს და ექნების დრო აქ. დაახლოებით უნდა იანგარიშო საავადმყოფოში გატარებული 1 დღე დაახლოებით 8-10K. ალბათ რაიმე გართულება მოყვა და ამიტომ დაუჯდა ამდენი. ისე გართულების გარეშე 15მდეა ხოლმე. მეტსაც გეტყვი აქ მშობიარობის მერე ტუ გართულება არაფერი აქვს ქალს 4-5 საათის მერე სახლში უშვებენ ხარჯების დაზოგვის მიზნით.
QUOTE | ფული თუ არ გაქვს რა ხდება ამ შემთხვევაში არ ამშობიარებენ ქალს თუ ბავშვს ჩამოართმევენ მშობლებს ? :დ |
ამშობიარებენ. თუ რაიმე გკივა გიმკურნალებენ. მერე ყველაფერს ერთად დაგიანგარიშებენ და ფოსტიტ მოგივა ბილი. ჯიბიდან უნდა გადაიხადო. არ გადაიხდი და ვალად დაგედება სოშიალზე. რამოდენიმე ხნის მერე სასამართლოში გიჩივლებენ და მოიგებენ. სასამართლო თუ ფული გაქვს წაგართმევენ, ხოლო თუ არ გაქვს ან ჩაგსვავენ მედიქეარის პროგრამაში, თუ არ გეკუთვნის ეს პროგრამა მაშინ ბანკროტი უნდა გამოცხადდე და ვალები ჩამოგეწერება.
QUOTE | ათას ###ობას რო აფინანსებენ ჯობს ეგ ფული ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობას მოხმარდეს. |
ანუ საქართველოს რომ ეხმარებიან ფინანსურად არ გამოგიგზავნოთ გრანტები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად?
QUOTE | ქვეყნისთვის უკეთესია ჯანმრთელი მოქალაქეების ყოლა და მორალურადაც სწორია ეს |
მერე ვინ გიტხრა რომ ჯამრთელები არ არიან? ძალიანაც ჯამრთელები არიან ვისაც საშუალო და მეტი შემოსავალი აქვს.
QUOTE | სკლინტიანმა ნორდიკებმა როგორ უნდა აჯობონ ამერიკას რამეში ფეხურთის გარდა |
სკანდინავიურ ქვეყნებში გადასახადების ოდენობა შეადარე მერე ამერიკისას. იქ 40-50% არის ასული გადასახადები ამიტომაც აქვს შესაძლებლობა რომ თავისთავზე აიღონ მედიცინა. ხოლო ამერიკაში სხვა გზით აირჩიეს სვლა. მაგრამ არჩევანი შენზეა მოგწონს სკანდინავიური ქვეყნები იქ წადი. მოგწონს ამერიკული ცხვრების წესი Welcome.
* * * GEORGEXIII
QUOTE | პ.ს.ს მეუღლე და 8 თვისნბავშვი მყავს და გადავწყვიტე რომ წავიდეე რა.. ადრე ვწერდი აქ მარა ახლა გადავწყვიტე ოჯახით წავიდე და როგორ მოვიქცე?
რა პროცედურა უნდა გავიარო ან რა უნდა შევავსო? |
მაგ ასაკის ბავშვით აქ ჩამოსვლა ძალიან ხარჯიანი საქმეა. ანუ ზედმეტ ფინანსებს მოითხოვს და ერტერტი მშობლის სულ მასთან ყოფნას. თუ გაქვთ კარგი დანაზოგი მაშინ შეგიძლია ჩამოხვიდე, მაგრამ თუ არ გაქვს მაშინ ცალცალკე ჩამოსვლა გირჩევნიათ როცა ბავში ცოტა წამოიზრდება.
პირველ რიგში უნდა აიღო ვიზა. ვიზას რომ აიღებ დანარჩენზე მერე იფიქრე. სანამ აიღებ პარალელურად ინგლისური შეგიძლია გაიუმჯობესო და რაიმე სპეციალობაც აითვისო რაც აქ გამოგადგება.
ვიზის განაცხადი უნდა შეავსო ფორმა დს 160. გადაიხადო მოსაკრებელი ყველა აპლიკანტზე და გაიარო ინტერვიუ. ყველა დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია არის საელჩოს გვერდზე.
|