#54936201 · 8 Jul 2019, 00:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sandroEVO
QUOTE | რომელ სიმ კარტას მირჩევთ
Verizon თუ Google Fi? |
რა თქმა უნდა Verizon. გუგლის ეგ სერვისი არ არის ტრადიციული ქერიერი, უბრალოდ ტმობაილის სადგურებს იყენებს. სერვისი ამერიკაში და მისი არჩევა ძალიან განსხვავდება ამერიკაში ვიდრე საქარტველოში. აქ სერვისი უნდა აირჩიო იმის მიხედვით თუ რა სამსახური გაქვს და რა გჭირდება მისგან. თუ დიდ მანძილებზე და დიხარ მაშინ გინდა ისეთი კერიერი ვინც ყველაზე დიდ ზონას ფარავს. თუ კონკრეტულ ქალაქში გიწევს სულ ყოფნა სადაც ყველა ქერიერი იჭერს მაშინ ყველაზე იაფი აიღე.
წინასწარ უნდა გადაამოწმო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ჩვენთან მაგალითად ქალაქებია ტმობაილი არ იჭერს საერთოდ, ან ტნტ არ აქვს სადგური და ა.შ.
Nikusha040
QUOTE | გამარჯობათ, ესეთი პრობლემის წინ დავდექი - მოქალაქე ვარ ამერიკის და მამაჩემის წამოყვანა მინდა და ნასამართლეობა უწერია საქმეში |
პირველ რიგში დაწერე წამოყვანაში რას გულისხმობ უბრალოდ ერთჯერადად ტურისტულად ჩამოყვანას თუ მუდმივ საცხოვრებლად. - თუ ტურისტული ვიზიტი გინდა: ეს მარტივია ნასამართლევ პირზე არანაირი აკრძალვა კანონიერ დონეზე არ არსებობს ტურისტულ ვიზაზე, გარდა დანაშაულებისა ისეთი როგორიც არის ტერორიზმი, შეარაღებული დაჯგუფების წევრი, ადამიანის წამებაში მონაწილე და ა.შ. შევიდეს ვიზაზე დაარწმუნოს კონსული რომ არის შეძლებული ადამიანი რომელსაც თავისი მოგზაურობისთვის საკმარისი ფინანსები გააჩნია და აარ აქვს დარჩენის განზრახვა. თუ ამას შეძლებს კონსული მისცემს ვიზას თუ ვერ შეძლებს მაშინ არ მისცემს.
- ხოლო თუ მუდმივ საცხოვრებლად გინდა და ოჯახის გაერტიანებით ჩამოყვანა გინდა ეს სხვა თემაა. აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული შენს ფინანსურ მდგომარეობაზე, მამაშენის ასაკზე და ჯამრთელობის მდგომარეობაზე, მის შრომის უნარიანობაზე და ა.შ. ნასამართლეობა აქ იმდენად წინა პლანზე არ დგას საემიგრაციო ოფიცრისთვის. ასევე არის დამოკიდებული რა ოფიცერი განიხილავს შენს საქმეს და მის პირად შეხედულებებზე. მსგავს ქეისებში ოფიცერი წყვიტავს ყველაფერს თავისი სუბიექტური გადაწყვეტილებით.
ტურისტულის შემთხვევაში არ გინდა ხოლო თუ ოჯახის გაერთიანებაზე შეგაქვს საბუთები მაშინ აუცილებლად უნდა აიყვანო ადვოკატი.
QUOTE | მოხსნილი აქ მარა რაღაცას ითხოვენ ახალ საბუთს სადაც ჩანს რომ იყო ნასამართლევი |
ნასამართლეობის მოხსნა არ ხდება, არის მისი გაქარწყლება. ისის მხოლოდ შიდა საკანონმდებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მაგალიტად პოლიციაში ვერ დაიწყებ მუშაობას სანამ ნასამართლეობა გაქვს, ვერც პარლამენტში იყრი კენჭს და ა.შ. ხოლო გაქარწყლების მერე ეს შესაძლებელია. მაგრამ გაქარწყლება სრულიადაც არ ნიშნავს რომ შენ ნასამართლევი არასდროს არ ყოფილხარ, შსს და სასამართლოს არქივებში ყოველთვის იქნება შენი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია. იგივე ეხება ასევე საკონსულოებისთვის გასაცემ ცნობებს.
QUOTE | რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? |
ადვოკატი აიყვანე.
QUOTE | ტურისტულ ვიზაზე რო გავიდეს ააქვს აზრი თუ იგივე საბუთს ითხოვენ? |
არ ითხოვენ ნასამართლეობის საბუთს საკონსულოში ინტერვიუზე. თუმცა დს 160 შევსების დროს არის კითხვა თუ იყავით ოდესმე დაკავებული ან ნასამართლევი. იქ უნდა მიუთითოს "კი". ხოდა ზუსტად აქ ყველაფერი არის დამოკიდებული კონსულის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე შეუშვას თუ არა. თუ მამა წარმატებული მდიდარი ადამიანია ვინც უბრალო შეცდომა დაუშვა ახალგაზრდობაში რატომაც არ უნდა შეუშვას რომ ამერიკაში ფული დახარჯოს. ხოლო თუ ნახა რომ არც თუ ისე შეძლებულია, ამას დამატებული შვილი ყავს მოქალაქე ვინც რა თქმა უნდა დაეხმარება ადგილზე ამ შემთხვევაში რატომ უნდა გარისკოს შეშვებით და უარს ეტყვის.
lilu777
QUOTE | რა წყალს სვამთ? ბოთლის წყალს ყიდულობთ თუ ფილტრი გაქვთ სახლში? |
- ყიდვას რაც შეეხება ყველაზე დიდი შექვრა რომელიც არის და ყველაზე იაფი იმას )))) დიდი იმიტომ რომ დიდხანს გაგვყვეს და მაღაზიაში მოსვლაში დრო არ დავკარგოთ. იაფი იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ყველა ილევა. - სახლში თუ ფილტრი სავსეა ჩამოვასხავ დავლევ, თუ ცარიელია მაშინ ონკანს მოუშვებ და იქიდან ვსვავ )))
პ.ს. საღოლ შენ ამდენი დრო გაქვს რომ ასეთ წვრილმანებზე ამახვილებ ყურადღებას, სასწრაფოდ სამსახური გინდა შენ )))
* * * DORO
QUOTE | სარეცხი მანქანის შენახვა განა რა იმდენით მეტი ჯდება რომ საერთო სამრეცხაოში არ იარო ?
რა მაფიაა მანდ ვერ ვხვდები :დ |
ამაზეც როგორც ყველაფერზე ამერიკაში არის ერთი პასუხი. ფული ვისაც აქვს და იმეტებს ნორმალური საცხოვრისისთვის იმას აქვს მანქანა, ვისაც ენანება იმას შესაბამისად არ აქვს. აი ეს მაფიაა.
რაც შეეხება თუ რატომ არ არის დაშვებული. აქაც პასუხი მარტივია კომუნიკაციების უქონლობა (ცხელი ცივი წყალი, გამდინარე წყლის მილი და სავენტილაციო მილი საშრობისთვის.
ამერიკაში ეს პრობლემა დგას მხოლოდ მათთვის ვინც ცხოვრობს კორპუსებში, ან იტალიური ეზოების მსგავს საცხოვრებელში. აქ ყველა კორპუსს აქვს ამხანაგობა HOA- Homeowners Association. რომელშიც თვიურად იხდი ფულს თუ ბანძი კორპუსია 100 - თუ ელიტური ცათამბჯენია სან ფრანცისკოში შეიძლება 3-4 ათასი გადაგახდევინონ. ამ კორპუსეში მხოლოდ ერტი მეპატრონეს რომ მოუნდეს სარეცხი მანქანის დაყენებისთვის საჭირო კომუნიკაციების გაყვანა პროექტს 1 ბინაზე არავინ არ დაუმტკიცებს. ეს მთელ კორპუსზე უნდა გააკეთო თუ შეთანხმდა ამხანაგობა.
როგორც დავწერე ასეტი საცხოვრებლები არის როგორც წესი ყველაზე იაფი და უხარისხო, შესაბამისად ლენდლორდებსაც მეტი საქმე არ აქვთ რომ თავი შეიწუხონ და მთელი კორპუსი გადააკეთონ ამისთვის.
იყიდება პორტატული სარეცხი მანქანები რომლებიც ონკანს უერთდება და რაკოვინაში ახდენს წყლის ჩაშვებას ის შეგიძლია დააყენო. გაშრობით ოთახში მოგიწევს გამოკიდება, აქ ბალკონზე გადმოკიდება და გაშრობა კანონით აკრძალულია. ასევე მსგავს კორპუსებს ყოველთვის აქვთ თავისი საერთო სამრეცხაო გარეთ რომ არ იარო. ასევე სრული ზომის მანქანა შეგიძლია დააყენო თუ პირვე სართულზე ხარ და მისი ვიბრაცია არ აწუხებს მეზობელს, თუ შურიანი მეზობელი გყავს აუცილებლად აცნობებს HOA-ს რომ კუსტალურად გაქვს დაყენებული და აგაღებინებენ ძალით. დამალვითაც ვერ დამალავ აქ ლამის ყველა კორპუსი რომლის სიმაღლე არ აღემატება 7 სართულს ხისაა და ხმა და ვიბრაცია არ დაიმალება.
SiBNELE
QUOTE | არაფერი არ ჯდება, უფრო იაფში გამოხვალ. უბრალოდ ზოგი ლენდ ლორდი არ გაყენებინებს თორე რა პრობლემაა.
ჩვენ მაგალითად უარი გვითხრეს როგორც წინა ბინაში, ასევე ამაში ახლა სადაც ვართ. |
გადადი სხვა უკეთეს ბინაში. ჩემი პირველი ბინა ამერიკაში იყო 1 ბედრუმი საერთო სამრეცხაოთი და სახურავის ქვეშ $2200 ბელეტაჟიანი ბოსელს ვეძახდი სანამ სამუშაო ვიზაზე და სტატუსი მეღირსებოდა. დღის მეორე ნახევარში სახურავი ისე ცხელდებოდა სახლში ძაან იხუთებოდა ჰაერი. როგორც კი სამუშაო ვიზა მივიღეთ იმ თვეშივე გადავედი თაუნხაუში სადაც ჩემი გარაჟი, ჩემი სარეცხი და საშრობი. მე ოჯახში ნათქვამი მაქვს რომ თუ კომფორტული საცხვრისის ქირაობის თავი არ გვექნა იმ წუთას ამერიკიდან მოვდივართ უკან საქართველოში ))
შენ მგონი ოჯახიანი ხარ მოკიდე ცოლს ხელი და უქირავე სარეცხი/საშრობი და ასევე ჭურჭლის სარეცხი მანქანიანი ბინა დამიჯერე დაგიფასდება )))
|