გამარჯობა ფორუმელებო, მოკლედ ჩემი პირველი პოსტია ფორუმზე. ვინც გარკვეული და გამოცდილი ხართ მივიღებ ყველანაირ რჩევას. შემდეგნაირად გამოიყურება ჩემი ქეისი.
მოკლედ 16ში შევდივარ უკვე მეოთხედ მგონი, ამერია უკვე სათვალავი :დდ
პირველად ძაან უბრალოდ შევედი 2016 წლის ზაფხულში, როგორც პირველი კურსის სტუდენტი, სამსახურის გარეშე და მშობლები მაფინანსებენ მეთქი - უარი.
მეორედ შევედი 2017 წლის ზაფხულში უკვე სამსახური მქონდა ნახევარი წლის დაწყებული 1კ ხელფასით, ჩემ ახლობელთან ერთად მივდივარ 1 კვირით მეთქი - უარი.
მესამედ შევედი 2018 წლის ზაფხულში ისევ იგივე სამსახურით ისევ 1კ ხელფასით, ჩემით ვიფინანსებ მეთქი 8კ დოლარის ანგარიშის ამონაწერიც მივიტანე მარა არც უნახია - უარი.
ახლა მეოთხედ ვაპირებ 16ში შესვლას, სტუდენტობაც დავხურე, ისევ იგივე სამსახურით ოღონდ 2კ ხელფასით, რეგისტრაციისას მივუთითე რომ კომპანია მიფინანსებს 9 დღიან მოგზაურობას და რეალურადაც ასეა. 9დღით მაფინანსებს დამსაქმებელი ლოს ანჯელესიდან სან ფრანცისკოში მინდა ვიმოგზაურო ამ 9 დღის განმავლობაში. 9 დღიანი ტურის გეგმაც გავწერე რეგისტრაციისას. ჩემი მოგზაურობის ისტორია სხვა ქვეყნებში არც ისე დიდი, ჩინეთი 2ჯერ (ერთხელ საქმიანი ვიზიტით, მეორედ 6 თვიანი გაცვლითი პროგრამით), პოლონეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი :/
ჩემი კითხვები მდგომარეობს შემდეგში: 1. უნდა დავდო ანგარიშზე თანხა ისევ, თუ რადგანაც დამსაქმებელი მაფინანსებს არაა საჭირო ამის გაკეთება? 2. ხელფასის ჩარიცხვების ამონაწერიც ხო არ გავაკეთო? (მხოლოდ ხელფასების ჩარიცხვა სადაც ჩანს და არა თითოეული ტრანზაქცია) ნუ დამსაქმებლისგან ავიღებ სამსახურის ცნობას ეგ არ არის პრობლემა, პლიუს ამას იმ 9 დღის განმავლობაში სასტუმროების ჯავშნებს მივიტან. 3. რა დამატებითი საბუთები შეიძლება წარვადგინო?
მადლობა ყველას წინასწარ

პ.ს გაგიკვირდებათ ალბათ ამდენჯერ უარი უთხრეს და როგორღა რისკავო, მარა ჩემი დევიზი არასდროს დანებებაა.
This post has been edited by david1928 on 9 Jul 2019, 17:25