#54983881 · 17 Jul 2019, 02:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
operageo
| QUOTE | | ამ რეიდებზე რომ ლაპარაკობენ ვინმემ რაიმე გაიგეთ /? ვერსად ვერაფერი ვნახე სად ხდება რა ხდება და ასე შედეგ |
ანუ ფარულად დაგეგმილ სამართალდამცავების სპეც ღონისძიების შესახებ წინასწარ ანონსს ეძებ )))))
შეგიძლია ICE მიწერო დიდი თხოვნით წერილი რომ გაგაფრთხილონ წინასწარ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს არ დაგიკმაყოფილებენ.
ძირითადად კანონს ნუ დაარღვევ და კანონფამრღვევებთან ნუ იმეგობრებ და არანაირი საჭიროება რომ შიში გქონდეს რეიდების არ გექნება.
ფაშისტი
| QUOTE | | ყველაზე მეტი არალეგალი სად ცხოვრობს ნიუ იორკში? რა უბანში? ალბათ იცის ტრამპმა საიდან დაიწყოს |
ეს ემიგრანტები რომ სხვა ემიგტანტების გაძევებას რომ ბალელშიკობთ ეს რა ფენომენია?
Pepela88
| QUOTE | | 1.ცუდი კითქვა მაგრამ თქვენი აზრით ღირს თუ არა ? |
ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა კითხო. ჩემთვის მაგალითად ღირდა. ეს იმას არ ნიშნავს რომ შენთვისაც იგივე იქნება.
| QUOTE | 2.არცერთი წუთით არ მინდა რომ ვიყო არალეგალი და როგორც გავიგე ამის ყელაზე მოკლე გზა ხელისმოწერაა. რა ჯდება ხომ არ იცით და ჩამოსვლიდან რამდენხანში შემიძლია ხელის მოწერა თუ ჯობია საქართველოში მოვაწერო და ისე წამოვიდე მერე? დამაკვალიანეთ რააა |
კი ქორწინება ერთერთი ყველაზე პოპურალური საშუალებაა ლეგალიზაციის. მაგრამ იმადაც უნდა ხვდრბოდე რომ ასეთი ადგილი სადაც მიხვალ ფულს გადაიხდი და იქვე საცოლეს/საქმროს მოგიძებნიან არ არის. არის 2 სცენარი: 1. ყველაზე კარგი. ოჯახის ახლობელი, ნათესავი, მეგობარი ვისაც აქვს მოქალაქეობა დახმარების მიზნით გიწერს ხელს. ეს შემთხვევა ყველაზე კარგია, ვინაიდან შენდამი კარგი დამოკიდებულება აიძულებს რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს საემიგრაციო პროცედურებს. ეს შეიძლება უფასოდაც მოხდეს ან ფინანსური გარიგებით.
2. წმინდა ფულით რომ ხდება გარიგება უცნობ ადამიანთან. აქ უნდა ხვდებოდე შენ რომ ფიქტიური ხელისმოწერა არის ფრდერალური დანაშაული და ისჯება ციხით ან დიდი ჯარიმით. ის თანხებიც რაზეც თანხმდებიან ხოლმე ამერიკის დონისთვის დიდი არაფერი არ არის. ამიტომაც ამ ნაბიჯზე მიდის ან დაბალშემოსავლიანი, ან ვისაც უცბად თანხა ჭირდება, ლოთი, ნარკომანი და ა.შ. ამ კატეგორიას როგორი ნდობის ფაქტორი აქვს და პასუხისმგებლობის დონე შენც კი უნდა ხვდებოდე. იმის ალბათობა რომ არ მოემზადნონ საემიგრაციო პროცრდურებისთვის სათანადოდ ძალიან დიდია.
პ.ს. თუ ვინმე გყავს ნათესავი ან მეგობარი მოქალაქე ვინც ამას იზავს ხომ კაი. თუ არა და მოგიწევს არალეგალად ყოფა სანამ შემთხვევით არ მონახავ ვინმეს ვინც შენთვის ამ ნაბიჯს გადადგავს. მაგრამ ეს ისევ შენზეა დამოკიდებული თუ რა დროში იზავ ამას. * * * DORO
| QUOTE | | სახლში შენს ბინაში სიგარეტის მოწევა შეიძლება |
1. თუ ქირით ხარ და კონტრაქტში არ გიწერია შეზღუდვა თამბაქოს მოხმარებაზე რაც იშვიათობაა მაშინ წიე. თუ გეკრძალება მაშინ მე შენ ადგილზე არ მოვწევდი ვინაიდან ამ ბინიდან გასვლის მერე დეპოზიტს მთლიანად დაიტოვებენ რომ სუნი გაიყვანონ თანბაქოსი.
2. თუ საკუთარი სახლი გაქვს. მაშინ კი მოწიე. მაგრამ მე მაგალითად მაინც არ ვიზამდი ამას. აქ სახლი მხოლოდ სახლი არ არის არამედ ერთგვარი ინვესტიციაა, რომელსაც იყენებ ბევრ რამეში და არა მხოლოდ იმაში რომ ცხოვრობ. მწეველის სახლები როგორც წესი 10-15% უფრო იაფია ბაზარზე ვიდრე არამწეველის. ეს არ ეხება თუ ისეთ ქონებას ფლობ რომელსაც ყიდულობენ შემდგომი სრული რემონტის მიზნით. მაგალითად ფლობ სახლს სილიკონ ველიში რომლის ღირებულება 1 მილიონია. ხარ მწეველი მისი ბაზარზე გატანის მერე ბროკერი მას შეგიფასებს 900,000 ანუ შენ იმის გამო რომ შიგნით ეწევი დაკარგავ 100.000.
ან მოგიწევს დამატებით კრედიტის აღება ბანკიდან რომ რემოდრლინგი ჩაატარო და თამბაქოს კვალი დამალო. ამ შემთხვევაშიც რაღაც თანხას დაკარგავ.
რაც დავწერე ეს ეხება წესიერ უბნებს თორემ ამერიკაში ქალაქებია/უბნებია იქ პირიქით სუფთა სახლი რომ დაინახო შეიძლება გაგიკვირდეს.
3. თუ ქონებას ფლობ კონდომინიუმში, ან ამხანაგობაში იქ იმის მიუხედავად რომ სახლს ყიდულობ შეიძლება შენს საკუთარ სახლში გქონდეს აკრძალული მოწევა ))) ან იყოს არამწეველების ამხანაგობა და უბრალოდ არ მოგყიდონ სახლი )))
lume
| QUOTE | ამერიკაში შენი არაფერი არაა
გაქვს ყველაფერი მაგრამ არაფერი შენი არაა |
იმის გათვალისწინებით რომ შენი პოსტების დიდი ნაწილი ინფორმატიულობის თვალსაზრისით არაფრის მომცემია ამ კონკრეტულ შემთხვევაში 100% მართალი ხარ )))))) * * * ikandro
| QUOTE | დიმე მაგარ ხისტს ბაზრობს უტუნზე ჩაწერე ვიდეოები როგორ გავხდეთ წარმატები ამერიკაში. |
ხისტი ვიქნები რა თქმა უნდა ჩემთვის მიუღებელია ცუდი ჰიგიენის ატანა. ვერ მივცემ თავს უფლებას რომ ჩემს შვილს ეცვას ტანსაცმელი რომელიც გარეცხილია იგივე მანქანაში სადაც უსახლკარო რეცხავს (ქალაქის სამრეცხაოში) ან კიდევ ვიღაც ავადმყოფი მოხუცი ჩაფსმული ნიფხვები (ბილდინგის სამრეცხაოში). მე არ ვთვლი თავს წარმატებულად მიუხედავად იმისა რომ შემოსავლები ამერიკელების 95% მეტი მაქვს. წარმატებული მაშინ ვიქნები როცა სახლი მექნება საკუთარი, შვილების სწავლა სრულად დაფინანსებული და სოლიდური საპენსიო ფონდი. ჯერ 4 წელია აქ ვარ და დაახლოებით რაც დავწერე 50% მაქვს შესრულებული იმედია შემდეგ 5 წელიწადში ყველაფერს შევასრულებ და ცოტას შევამცირებ მუშაობის ტემპს თოტემ ვატყობ რომ ვიღლები უკვე და უფექტურობაც მივარდება. რაც შეეხება იუთუბს და სოც ქსელებს არ მაქვს ამის დრო. აგერ ისე დაგიდებთ ხოლმე )))) ეხლა ვეგასში ვისვენებთ ოჯახი 3 დღით * * *    ეს ვერთმრენიდან გაფაღრბული გრანდ კანიონი  ეს ვეგასის მთავარი ქუჩის ხედი ვერთმფრენიდან * * * რომ ჩავალ კალიფორნიაში ვიდეოსაც დავდებ სტრიპზე რომ გადავიფრინეთ. სტრიპი აქაური მთავარი ქუჩაა ცუდი არაფერი იფიქროთ. უი ვეგასი ის იშვიათი შტატია სადაც პროსტიტუცია დაშვებულია აგერ ბანერები ქუჩაში რომ დადიან ასევე ბარათებს არიგებენ ნომრებით და უშუალოდ ქალებიც დადიან ქუჩაში )) * * * ეს ჩვენი სასტუმრო * * * ეს კაზინო. უმეტესობა არის სლოტ მანქანები და აპარატები. მაგიდები არის დაახლოებით 30%.
|