ოხხ, გადავიკითხე და როგორ გულზე მომხვდა ვერ წარმოიდგენ

რჩევებს რამდენსაც გინდა მოგცემ, რამდენად მოგეწონება ოღონდ არ ვიცი.
გარეთ გასვლაზე გეტყვი - მოდი თავიდანვე შევთანხვმდეთ რომ როგორც მე და შენ მთელი ბავშვობა ქუჩაში გავატარეთ, ჩვენი შვილები ეგრე არ იქნებიან არასდროს, და ეს არ არის ცუდი. ეხლა რატომ არ ირბენენ ეგრე ქუჩაში - იმიტომ რომ ელემენტარულად ვიღაცა სხვა ბავშვებიც სჭირდებათ რომ ირბინონ, ჩემს გარშემო ეგეთები ან შავები არიან, ან მექსიკელები. არც ზოგადად მექსიკელების ან შავების წინააღმდეგ არაფერი მაქვს, ღმერთა გაუმარჯოს ყველა მშრომელ და წესიერ და პატიოსან ადამიანს, მაგრამ ეს კატეგორია, რომელიც ქუჩაში ბევრ დროს ატარებენ, რასაც მე ვუყურებ და ვხედავ, უბრალოდ არ მინდა რომ ჩემს შვილ(ებ)ს რამე საერთო ჰქონდეს მათთან. იმიტომ რომ ვიცი უბრალოდ დაიჩაგრება, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი სხვანაირი ტიპია, მეორე ენობრივი ბარიერი ყოველთვის თავის როლს ითამაშებს.
ეხლა რას ვაკეთებთ ჩვენ პირადად ბავშვების ცალკე სოციალიზაციის და ცალკე ფიზიკური აქტივობის კუთხით - პირველ რიგში სპორტი, ჩემი უფროსი გოგოები კი გაიზარდნენ უკვე, უფროსი მე-11 და შუათანა წელს მიდის ჰაი-სქულში - ხოდა სამწუხაროდ ვერ მივეცით ეს ყველაფერი, მაგრამ უმცროსი ბიჭი ვცდილობ მუდმივად რაღაც სპორტზე მყავდეს. კინდერგარდენიდან მოყოლებული ჯერ t-ball, მერე ფეხბურთი, მერე კალათბურთი, მერე უკვე ბეისბოლი, ეხლა ისევ ალბათ ფეხბურთზე გავუშვებთ. არ მაქ არანაირი მოლოდინი რომ დიდი სპორტსმენი დადგება, მაგრამ, ჯერ ეს ერთი ტრენერებთან მაინც ცოტა რიდი აქვს და რაც ჩემთან გასდის, ტრენერს მაგის ნახევარსაც არ უბედავს (ანუ არც ცდილობს რომ რამისგან თავი დაიძვრინოს და ა.შ.) მეორე თავისხელებთან დარბის და ეგ არის სწორედ ის მუღამი რომ სხვა ბავშვებთან სოციალური კუთხით მეტი ურთიერთობა ჰქონდეს. მინუსები - თამაშებს უნდა დაესწრო და მესმის რომ ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ მაქსიმალურად თავი უნდა გადადო თამაშის დღეს და დაესწრო.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, და აქ უკვე სამივე აქტიურადაა ჩართული ესაა local ბიბლიოთეკები. აი არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ნუ წიგნები რო არის ეგ ხო კარგია, გარემოა ისეთი რომ ხალხი დადის და ბავშვები დაყავთ უბრალოდ homework რომ გააკეთონ, პროგრამები აქვთ სასწაული, მაგ. ჩვენთან ფრანკლინ ინსტიტუტს ჰქონდა რამდენიმე - ფიზიკა - ნივთიერებათა მდგომარეობები, თხევადი აზოტის ავზებით და კაუჩუკის ბურთების გაყინვით და დამსხვრევით, პიროტექნიკა - სხვადასხვა ნივთიერებები როგორ ალდება და სხვადასხვა ფერის ცეცხლი რომ არსებობს, ზოოპარკებს ცხოველები ჰყავდათ რამდენჯერმე მოყვანილი, ისევ ფრანკლინს ძვლებზე და ადამიანის აგებულებაზე ჰქონდა სასწაული პროგრამა, სადაც მოტანილი ჰქონდათ რეალურად ადამიანის ჩონჩხის ნაწილები და ამ ყველაფერს მინიმუმ ერთსაათიანი აქტიური სესია მოჰყვება, სადაც ბავშვები (და ლაპარაკია კინდერგარდენიდან მოყოლებული ყველა ასაკის ბავშვზე გათვლილ პროგრამაზე) თვითონ აკეთებენ რაღაცეებს. ნუ craft საღამოებზე აღარ მაქ ლაპარაკი, იმდენი რამე აქ გაკეთებული და სახლში მოტანილი, ერთერთ ბიბლიოთეკას ვიღაცამ დაზგა აჩუქა და ხიდან რაღაცეებს აჭრევინებენ ხოლმე ბავშვებს. მოკლედ აქაური ბიბლიოთეკა ეს არაა ის ჩუმი ადგილი სადაც ხალხი გატრუნული ზის და წიგნებს კითხულობს, ბევრად მეტი რამეა. მინუსები იგივე - თავი უნდა გადადო და წაიყვანო და დაჯდე ბავშვთან ერთად. როგორც წესი კვირაში 1-2 საღამო გვაქ გაწერილი ბიბლიოთეკის პროგრამებისთვის. ხო, უფროსი გოგოები ხშირად volunteer-ობენ ხოლმე, ანუ მსგავს პროგრამებში ეხმარებიან ან ბავშვების რეგისტრაციაში, ან სხვა რამე თუ დასჭირდათ.
დანარჩენი კიდევ, ტყუილით თუ მართალით ვცდილობ ყოველდღე გავიყვანო უმცროსი გარეთ, უბრალოდ ჩვენს დასახლება community-ს წრე რომ დავარტყათ, სახლიდან გასვლამდე შეიძლება მამისმკვლელი ილეთები ჩაატაროს, მაგრამ დამუღამებული მაქ - გარეთ გადგავს თუ არა ფეხს სულ სხვა ადამიანია რააა

აი ცხოვრება უხარია რასაც ჰქვია, მეხვეწება ხოლმე აუ კიდე გამოვიდეთ ხოლმე რაა, მარა რად გინდა მეორე დღეს ისევ ერთი ამბავი უნდა ჩაატაროს ხო ვიცი

netflix-ზე ვაყურებინე ultimate beastmaster და მაგის შემდეგ პარკში რომ გამხავდა სხვადასხვა სახის challenge-ებს ვუგონებდი რომ უბრალოდ ცოტა ინტერესი ჰქონოდა.
უფროსები სამაგიეროდ თავის მეგობრებთან ერთად mall-ებში დადიან ხოლმე, მაგათი ასაკის ბავშვები როგორც წესი ეგრე იკრიბებიან სამეგობრო და დადიან, +შიგადაშიგ როცა დავგეგმავთ ხოლმე მთელი ოჯახით სადმე მივდივართ სუფთა ჰაერზე, ეგეც საქმეა.
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ