Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მოგზაურთა კლუბი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(24)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
კანადა / Canada
, Vol.7
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Red_Scorpion
A Pale Blue Dot
ჯგუფი: Registered
Red_Scorpion
A Pale Blue Dot
ჯგუფი: Registered
წერილები: 1021
წევრი No.: 63117
რეგისტრ.: 31-May 08
#56558012
· 16 Jul 2020, 04:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sandroEVO
კანადა ამერიკის დონე არ არის, მაგრამ თავისი პლიუსები აქვს. უფრო სოციალურია, სამედიცინო მომსახურება უფასოა ყველასთვის (დიდი ტაქსების ხარჯზე), თუმცა სპეციალისტ ექიმმამდე მიღწევა რთულია სისტემის გადატვირთულობის გამო, მოხუცებს ოდნავ რაღაცა წამოსტკივდებათ და ექიმთან გარბიან. კრიმინალის მხრივ შედარებაც არაა ამერიკის დიდ ქალაქებთან კანადის დიდი ქალაქების.
ბინის ქირაც და სახლების ფასებიც უფრო ნაკლებია კანადაში. პროდუქციის უმეტესობა ამერიკულია და უფრო ძვირია ამერიკაზე. გააჩნია რა ტიპის ადამიანი ხარ, მშვიდი და წნარი ცხოვრებისთვის კანადა სჯობს ჩემი აზრით, იმხელა შესაძლებლობები არ არის კანადაში მაგრამ მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი.
--------------------
“We are a way for the cosmos to know itself.”
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტანკე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
ტანკე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 66977
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05
#56558013
· 16 Jul 2020, 04:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sandroEVO
თუ არალეგაგალად გინდა, მაშინ ამერიკა ჯობია,მაგრამ სტუდენტად თუ გინდა წასვლა, მე ყველას კანადას ვურჩევდი. ჯერ ერთი, ამერიკისგან განსხვავებით ლეგალურად მუშაობის უფლება გაქვს ოფ-კამპუს (კვირაში 20 საათი სკოლის დროს). მერე კიდევ, 1 წელი რომ ისწავლო რამეზე, დამთავრების მერე 1 წლიან სამუშაო უფლებას გაძლევენ. 2 წელი თუ ისწავლი - 3 წლიანს. მაქედან კი ყველა გზა ხსნილია პერმანენტ რეზიდენტობისკენ. ამერიკაში ოჯახი უნდა შექმნა, ფიქტიურად ან ნაღდად, ისე ძაან რთულია გრინ კარტა ( ან გაგიმართლოს და 1%-იანი შანსით მოიგო გრინი, რაც 99%-სთვის არარეალურია). კანადაში კი სპეციალური ექსპრეს ენთრი სისტემა აქვთ (პროვინციებს ცალკე აქვთ კიდევ პოლოტ პროგრამები) და გარკვეული ქულებით თავისუფლად გახდება პერმანენტ რეზიდენტი, თან თუ ნასწავლი გაქვს კანადაში.ლომად ქულები მოდის და თუ სამუშაოს შემოთავაზებაც გექნება სწვალის მერე, ავტომატურად იმარჯვებ, იმხელა ქულა გეძლევა. გასაგებია, რომ ამერიკაში მეტი სამუშაო ადგილებია და ხელფასიც მაღალია უფრო,მარა პერმანენტ რეზიდენტი როცა ხარ კანადაში, ძაან გკიდია უკვე ეგ. ცხოვრებას მაინც აიწყობ და ბევრა დუკეთაც, ვიდრე ამერიკაში (აქ უნდა იწვალო მრავალი წელი და მერე მაინც არ ხარ დაზღვეული არაფერში). სტდუენტებისთვის კანადა არის ოაზისი. კორონას პირობებში დაჟე ონლაინ სწვალებაზე ნება დართეს და ეს არ ზღუდავს დასაქმების პერსპექტივას. ამერიკაში ტრამპმა რა იკადრა, კი გეცოდინება. ამერიკაში არის ძლაიან მტრული საემიგრაციო პოლიტიკა დდა რიტორიკა, კანადა კი აქეთ გეპატიჟება და ყველანაირ პირობას გიქმნის. ამერიკის ჰ1ბ ვიზებზეც კი სახვეწარია სწავლის მერე. რავი, მე უყოყმანოდ კანადას ავირჩევდი, რო რამე. ბუნებაც უკეთესია, ნაკლები კრიმინალებიც არიან და ცხოვრებაც გარანტირებული გექნება ასე თუ ისე.
არც ბინის ქირაა დიდი კანადაში. ამერიკაში უფრო ძვირია, თან ბევრად.
პროსტა, მინიმუმ 20000 ამერიკული დოლარი მაინც გინდა, რომ კანადაში სასწვალებლად წასვლის შანსი გქონდეს. ვიზებსაც რთულად არტყამენ სტუდენტურ ვიზებზე და ძალიან სერიოზულ სამედიცინო გამოკვლევასაც ითხოვენ (არ უნდათ, რომ კანადურ სოციუმს კისერზე დააწვე, თუ რამე სერიოზული ორგანული დაზიანება გაქვს და შენი მკურნალობა დიდ თანხებს მოითხოვს). კანადის საემიგრაციო ვებსაიტიც უმაღლესი დონისაა, ყველანაირი ინფოა მანდ ერთად თავმოყრული და ადვილია ნავიგაციაც. თან ყველანაირ კითხვას პასუხს სცემს ის უზარმაზარი ინფორმაცია, რაც მაგ ვებსაიტზეა თავმოყრილი. დაღეჭილია ყველაფერი.
პ.ს. კლიმატიც ჩემთვის უკეთესია. სიცხეს ვერ ვიტან. არ ვარ კანადაში ნამყოფი,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა მანდ, ვიდრე ამერიკაში
--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Red_Scorpion
A Pale Blue Dot
ჯგუფი: Registered
Red_Scorpion
A Pale Blue Dot
ჯგუფი: Registered
წერილები: 1021
წევრი No.: 63117
რეგისტრ.: 31-May 08
#56558016
· 16 Jul 2020, 04:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sandroEVO
საემიგრაციო სისტემასაც რას ერჩი, 5 წლის შემდეგ მოქალაქეობას ამერიკაში ვერ აიღებ, თან ყველაფერი შენით შეგიძლია გააკეთო არავის დახმარება არ გჭირდება და პერმანენტ რეზიდენტის აღება ლატარეა კი არაა ამერიკის მსგავსად, merit based არის სელექციის პროცესი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტანკე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
ტანკე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 66977
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05
#56558025
· 16 Jul 2020, 05:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
და ამერიკაში დიდი სიამოვნებით ჩავისეირნებდი ხოლმე მანქანით ან მატარებლით - ტრორონტოდან ნიუ იორკში ან ვანკუვერიდან სან ფრანცისკოში წელიწადში რამდენჯერმე,მარა ცხოვრებით კანადაში ვიცხოვრებდი (ადამიანივით).
არ შემიძლია ეს მუდმივი ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და ადგილის დამკვიდრებისთვის. მაგ ასაკში აღარ ვარ. წყნარი და იოლი ცხოვრება მირჩევნია, ანუ დღევანდელი რეალური კვერცხი მირჩეევნია ხვალინდელ ჰიპოთეტურ ქათამს.
ამიტომ, არჩევანის შემთხვევაში, ჩემი ხმა კანადას.
This post has been edited by
ტანკე
on 16 Jul 2020, 05:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandroEVO
ჯგუფი: Members
sandroEVO
ჯგუფი: Members
წერილები: 16380
წევრი No.: 154963
რეგისტრ.: 9-October 12
#56567037
· 17 Jul 2020, 23:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Red_Scorpion
QUOTE
მაგრამ თავისი პლიუსები აქვს.
ეგრეა, ყველა ადგილს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს.
ტანკე
ფასები ნორმალურ უნივერსიტეტში იგივეა თითქმის და ბევრად რთულია კანადაში სასწავლებლად წასვლა ვიდრე ამერიკაში, ბევრმა არ იცის და რეალურად თუ რაიმე სპორტს მისდევ რაც კონკრეტულ უნივერსიტეტს აქვთ, უფასოდ სწავლობ და ზოგგან აქეთ გიხდიან ამერიკაში + 1 წლიანი დასაქმება ყველა საერთაშორისო სტუდენტს აქვს (ზოგ სპეციალობას 3 წელი აქვს).
ონლაინ სწავლებაზეა მთელი ამერიკაც
QUOTE
ამერიკაში არის ძლაიან მტრული საემიგრაციო პოლიტიკა დდა რიტორიკა, კანადა კი აქეთ გეპატიჟება და ყველანაირ პირობას გიქმნის
ეს ახლა დაიწყო თითქოს მაგრამ კანადა აქეთ გეპატიჟებაო ხმამაღალი ნათქვამია, კანადა იმ შემთხვევაში გეპატიჟება თუ ყველაზე პროფი ხარ და საუკეთესოდ სწავლობ, ამ შემთხვევაში ამერიკაში პროფესიონალს 2-3-4ჯერ მეტი ხელფასი ექნება ვიდრე სოციალისტურ კანადაში. შენ რა პირობებიც თქვი მსგავსი პირობებით და გამოცდილებით სტუდენტი თუ არასტუდენტი ამერიკაში ბევრად კარგად იცხოვრებს, კრიმინალს ხაზს ისე უსვამთ თითქოს წყნარი უბნები არ არსებობს და ვინმე გაიძულებს ცუდ სამეზობლოში ცხოვრებას, უფრო მეტიც, არაა საჭირო დიდი ფული გქონდეს ნორმალურ უბანში რომ იცხოვრო.
QUOTE
პ.ს. კლიმატიც ჩემთვის უკეთესია. სიცხეს ვერ ვიტან. არ ვარ კანადაში ნამყოფი,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა მანდ, ვიდრე ამერიკაში
ეს უკვე ინდივიდუალურია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტანკე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
ტანკე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 66977
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05
#56567482
· 18 Jul 2020, 01:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sandroEVO
QUOTE
ფასები ნორმალურ უნივერსიტეტში იგივეა თითქმის და ბევრად რთულია კანადაში სასწავლებლად წასვლა ვიდრე ამერიკაში
უნივერსიტეტის სწავლის ქირა უფრო დაბალია (კოლეჯის დონეზე კი უფრო მეტია, ეგ მართალია) და თან მიღებაც უფრო ადვილად ხდება წმინდა პროცენტულად რომ დავთვალოთ ექსეფთენს რეითები (მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის უნივერსიტეტები იგულისხმება)
QUOTE
+ 1 წლიანი დასაქმება ყველა საერთაშორისო სტუდენტს აქვს (ზოგ სპეციალობას 3 წელი აქვს).
ოპტ-ზე ძაან რთულია სამუშაოს პოვნა, განსაკუთრებით კომპიუტერის სპეციალობებში. კოლეჯის ასოცირებული ხარისხით ორმაგად უფრო რთულია, სპეციალობას გააჩნია და სამუშაოს. ყველაზე დაბალანაზღაურებად სამუშაოზეც კი რთულია სამსახურის შოვნა ენთრი ლეველ ჯობ-ზე, რადგან კომპანიების მინიმუმ 2/3 უცხოელ სტუდენტებს არ იყვანს სტუდენტურ ვიზაზე (ზედდმეტი ბიუოკრატიული ჩალიჩი არ უნდათ, თან დროებითი კადრებისთვის, თან ისეთ სამუშაოზე, რომელიც არც ისე მნიშვნელოვანია კომპანიისთვის - ენთრი ლეველ დაბალანაზღაურებადი). ოპტ კარგად ჟღერს,მაგრამ რეალობა ცოტა სხვანაირია, თან 3 თვე გაქვს სამსახურის საშოვნელად სწავლის დამთავრების მერე, კანადაში - 6 თვე გაქვს გრეის პერიოდი. რაც შეეხება სამ წლიან ოპტ-ს -ეგ სტემზე და ისიც მინიმუმ ბაკალავრის დასრულების მერე, კოლეჯის ხარისხი გამორიცხულია.
QUOTE
ონლაინ სწავლებაზეა მთელი ამერიკაც
და ესაა პრობლემა, რადგან უცხოელ სტუდენტებს დეპორტაცია ემუქრებათ, განსაკუთრებით კალიში, რადგან იქ 100% ონლაინ სწავლებებია და უცხოელი სტუდენტები ვერ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, თუ სამშობლოში არ დაბრუნდნენ, თან ონლაინ არც ჩაეთვლებათ მერე ოპტ-ის მხრივ. ანუ ფულის წყალში გადაყრაა. აი,კანადა კი უთვლის უცხოელ სტუდენტებს მაგას 2020 წლის ბოლომდე, მერე კანადაში უნდა ჩახვიდე აუცილებლად.
QUOTE
ეს ახლა დაიწყო თითქოს
ეს ძალიან დიდი ხანია დაიწყო, ათწლეულებია. თავში აუვარდათ იანკებს. 90-იანებიდან დაიწყო და მას მერე ამერიკა ვერ ხვდება კარგი საემიგრაციო ქვეყნების ათეულშიც კი
QUOTE
კანადა იმ შემთხვევაში გეპატიჟება თუ ყველაზე პროფი ხარ და საუკეთესოდ სწავლობ, ამ შემთხვევაში ამერიკაში პროფესიონალს 2-3-4ჯერ მეტი ხელფასი ექნება ვიდრე სოციალისტურ კანადაში.
სოციალისტური კანადა ხმამაღალი ნათქვამია. მმართველი პარტია ცენტრისტული იდეოლოგიისა ოდნავი, სულ ოდნავი გადახრით მარცხნივ. სკანდინავია უფრო სოციალისტურია. კანადა ყვეელანირ პირობებს გიქმნის, კარგად მაქვს შესწვალილი ორივე ქვეყნის მარკეტი, ასე ვთქვათ. არაა საჭირო პროფობა. ინდიიდზე გადახედე თუნდაც კომპიუტერულ ჯობებს - ამერიკაში სულ ხასხასა დიპლომებსა და 5 წლიან გამოცდილებებს ითხოვენ. კანადაში კოლეჯის ორწლიანი დიპლომითაც იშოვი სამუშაოს, 1 წლიანი გამოცდილებით.
QUOTE
2-3-4ჯერ მეტი ხელფასი ექნება
მააგ ხელფასის დიდ ნაწილს ბინის ქირაში და სამედიცინო დაზღვევაში გადაიხდი. რეალურად რამდდენი დაგრჩება მაქედან, ეგ უფრო საინტერესოა. კანადას ისეთი სოციალური პაკეტები აქვს, არც გჭირდება მეტი ხელფასი. ფეისქეილს ნუ უყუირებ, რადგან კალიში რამდენიმე კაცს რომ აქვს უმაღლესი ხელფასები, ეგ ზოგად სურათს ცვლის და არაობიექტური, არარეალური სურათი იხატება. ამერიკაში საშუალო ხელფასი 48000 დოლარია. კანადაში - 52000 კანადური დოლარი. კანადური დოლარი კი კანადაში საცხოვრებლად იგივეა, რაც ამერიკული დოლარი ამერიკაში საცხოვრებლად.
QUOTE
კრიმინალს ხაზს ისე უსვამთ თითქოს წყნარი უბნები არ არსებობს და ვინმე გაიძულებს ცუდ სამეზობლოში ცხოვრებას, უფრო მეტიც, არაა საჭირო დიდი ფული გქონდეს ნორმალურ უბანში რომ იცხოვრო.
რა შუაშია? სად 10 უბნიდან 1-2 რომ არის კრიმინალური და სად 7-8 რომ არის კრიმინალიური. ზოგადად ქალაქის კრიმინალის დონე მარტო წყნარ უბანში ცხოვრებით არ განისაზღვრება. დაუნთაუნში გასეირნებაც გინდა ხანდახან ღამით.
ფეხით მაქვს შემოვლილი ამერიკის კრიმინალური უბნები, ღამითაც და გამეგება რაღაც. ისეთ ადგილებში ვარ ნამყოფი, ზოგს ჰოლივუდის ტრილერ ფილმებშიც რომ არ უნახავს.ლოს ანჯელესის სკიდ როუ ცალკე პოსტს იმსახურებს
QUOTE
ეს უკვე ინდივიდუალურია.
ისევე როგორც ბევრი რამ ამქვეყნად
პ.ს. ვისაც მაგარი უნი აქვს დამთავრებული ადრეულ ასაკში, ისინი მაგრა არიან ამერიკაში, რა თქმა უნდა. ბიძაშვილს ჰარვარდის ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული და ახლა საკუთარი ბიზნესიც აქვს უსაში. ეგეთებზე არც მაქვს საუბარი.
მარა ამ ამერიკულ დრიმზე მაგრა მეცინება ხოლმე. 99%-სთვის იმენნა დრიმ ონ არის. ინტერნეტის ეპოქაში და ზეინფორმირებულობის ფონზე კიდევ რომ ასეთ ცვეტშია,მაგაზე მეცინება ძირითადად
რეკლამა და ჰოლივუდი ბევრს ნიშნავს ჯერაც.
კანადა კი მაგარი ანდერრეითიდ არის
This post has been edited by
ტანკე
on 18 Jul 2020, 01:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandroEVO
ჯგუფი: Members
sandroEVO
ჯგუფი: Members
წერილები: 16380
წევრი No.: 154963
რეგისტრ.: 9-October 12
#56567627
· 18 Jul 2020, 01:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტანკე
QUOTE
ოპტ-ზე ძაან რთულია სამუშაოს პოვნა,
ხუმრობ ხო?
ყველაზე მარტივი ეგაა, უფრო მეტიც self-employed შეგიძლია უკვე opt-ზე იყო და უამრავი სამსახურებია მითუმეტეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
QUOTE
კოლეჯის ხარისხი გამორიცხულია.
როგორაა გამორიცხული, ჩემი კოლეჯი ბაკალავრიატის დიპლომს მაძლევს და პროფესიაც ხელს რომ მიწყობდეს სტემს უპრობლემოდ ვიჩალიჩებდი.
შენ როგორც აღწერე წარმატებული სტუდენტი, აი ძალიან მარტივად იპოვის სამსახურს ამერიკაში სწავლის დასრულების შემდეგ, თუ ვერ იპოვა მაგის ბრალია და არა ქვეყნის.
QUOTE
და ესაა პრობლემა, რადგან უცხოელ სტუდენტებს დეპორტაცია ემუქრებათ, განსაკუთრებით კალიში, რადგან იქ 100% ონლაინ სწავლებებია და უცხოელი სტუდენტები ვერ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, თუ სამშობლოში არ დაბრუნდნენ, თან ონლაინ არც ჩაეთვლებათ მერე ოპტ-ის მხრივ. ანუ ფულის წყალში გადაყრაა. აი,კანადა კი უთვლის უცხოელ სტუდენტებს მაგას 2020 წლის ბოლომდე, მერე კანადაში უნდა ჩახვიდე აუცილებლად.
17-მა შტატმა უჩივა ტრამპს მაგის გამო და კანონი უკან გაიწვია, შესაბამისად ვერავინ ვეღარ აგდებს ქვეყნიდან საერთაშორისო სტუდენტებს.
QUOTE
კანადა კი მაგარი ანდერრეითიდ არის
კანადელებისგან ვიცი რომ სერიოზული პრობელმები აქვთ იმიგრაციის, ენივეი დანარჩენ თემებზე პასუხს აზრი არ აქვს, ორივე მაინც ჩვენ აზრზე ვიქნებით, მთავარია იქ ვიყოთ სადაც გვინდა, მე ვარ ეგეთ ქვეყანაში (უსა) და მიხარია, იმედია შენც კანადაში ხარ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტანკე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
ტანკე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 66977
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05
#56567713
· 18 Jul 2020, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sandroEVO
QUOTE
ჩემი კოლეჯი ბაკალავრიატის დიპლომს მაძლევს
4 წლიანი? რა კოლეჯია? კოლეჯის ხარისხში ესოუშიეთით დიგრიი ვიგულისხმე, ორწლიანი
QUOTE
ყველაზე მარტივი ეგაა
ერთი 15 წლის წინ იმეილები დავაგზავნე კოლეჯებში თავის დროზე, საერთაშორისო დეპარტმანეტებში და ყვეელგან მითხრეს ედვაიზორებმა, რომ რთული იყო ოპტ-ის სამუშაოს შOვნა 2 წლიანი ხარისხით, განსაკუთრებით კომპიუტერებზე. არა მგონია, უკეთესობისკენ შეცვლილიყო რამე
QUOTE
შენ როგორც აღწერე წარმატებული სტუდენტი, აი ძალიან მარტივად იპოვის სამსახურს ამერიკაში სწავლის დასრულების შემდეგ, თუ ვერ იპოვა მაგის ბრალია და არა ქვეყნის.
და რამდენადდ ადვილად შეძლებს სტატუსის ედჯასთმენთს ჰ1ბ ვიზაზე, ეგაა საკითხავი
დიდ ფულს ყრი და არ გაქვს მაინც სინათლე გვირაბის ბოლოს. ასეთი პერსპექტივა პირადად მე არ მხიბლავს
QUOTE
იმედია შენც კანადაში ხარ
არა. თბილისში ვარ. აქაც კაია
ამერიკა ძაან მიყვარს,მარა სამოგზაუროდ.
QUOTE
ორივე მაინც ჩვენ აზრზე ვიქნებით
პირადად მე არც მიცდია შენი გადარწმუნება, ჩემს მოსაზრებებს ვაფიქსირებ ოდენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandroEVO
ჯგუფი: Members
sandroEVO
ჯგუფი: Members
წერილები: 16380
წევრი No.: 154963
რეგისტრ.: 9-October 12
#56567778
· 18 Jul 2020, 02:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტანკე
QUOTE
ერთი 15 წლის წინ
მტროლავ ხო, 15 წლის წინ 9 წლის ვიყავი, რა ხდებოდა წარმოდგენა არ მაქვს, მე გეუბნები დღეს რა სიტუაციაცაა შენ თურმე წინა საუკუნეში იმეილი რომ ახალი შემოსული იყო მაგ დროზე ლაპარაკობ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kira001
Nymphetamine
ჯგუფი: Registered
kira001
Nymphetamine
ჯგუფი: Registered
წერილები: 1104
წევრი No.: 232378
რეგისტრ.: 27-May 17
#56633093
· 1 Aug 2020, 20:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხალხო, კანადაში რა გზებით შეიძლება წასვლა? ერთი ის ვიცი რო ინგლისურის გამოცდები ბარდება ხოლმე. ან ფრანციცული უნდა ვიცოდე
--------------------
Ты так прекрасна, ты так опасна
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Illuminatus
ThoughtPrayerz
ჯგუფი: Registered
Illuminatus
ThoughtPrayerz
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 244838
რეგისტრ.: 17-August 18
#56633139
· 1 Aug 2020, 20:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kira001
გადაიკითხე თემა და იმედია საემიგრაციო პროგრამაში მოხვდები ეხლა თან ენის ცოდნა გაადვილდა დონის მიხედვით რა.
--------------------
Think to Teach or Teach to Think
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ramchik
rm -rf root
ჯგუფი: Registered
ramchik
rm -rf root
ჯგუფი: Registered
წერილები: 496
წევრი No.: 157217
რეგისტრ.: 14-December 12
#56792999
· 6 Sep 2020, 03:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა მეგობრებო, სასამართლოზე რა რჩევები შეგიძლიათ მომცეთ, ონლაინ იქნებაო თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება გთხოვთ მომწერეთ პირადში.
--------------------
"Medicine is my lawful wife and literature my mistress; when I get tired of one, I spend the night with the other." - Anton Chekhov
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
CanadianMan
Super Member
ჯგუფი: Registered
CanadianMan
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 225077
რეგისტრ.: 17-October 16
#56793279
· 6 Sep 2020, 10:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ramchik @ 6 Sep 2020, 03:27 )
გამარჯობა მეგობრებო, სასამართლოზე რა რჩევები შეგიძლიათ მომცეთ, ონლაინ იქნებაო თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება გთხოვთ მომწერეთ პირადში.
გააჩნია რა ქეისი გაქვს.................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GooDxGaMeR
ცუგ მა დიქ
ჯგუფი: Members
GooDxGaMeR
ცუგ მა დიქ
ჯგუფი: Members
წერილები: 8389
წევრი No.: 116439
რეგისტრ.: 31-May 10
#56883845
· 25 Sep 2020, 03:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ramchik
მეც დავეთანხმე ონლაინ , იმედია მალე დანიშნავენ
ტორონტოში ხართ ?
This post has been edited by
GooDxGaMeR
on 25 Sep 2020, 03:20
--------------------
:user:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ramchik
rm -rf root
ჯგუფი: Registered
ramchik
rm -rf root
ჯგუფი: Registered
წერილები: 496
წევრი No.: 157217
რეგისტრ.: 14-December 12
#56924985
· 2 Oct 2020, 20:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GooDxGaMeR
კი ტორონტოში ვარ, თქვენ?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მოგზაურთა კლუბი
|
იქით
»
Pages:
(24)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1384 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.