ვბრუნდები ამერიკიდან back to USSR.
კოლორადოს ცაზე ვწერ ამ პოსტს.
შთაბეჭდილებები წინა ყოფნისას უკეთესი.
სან ფრანცისკო სან ფრანცისკოს აღარ გავს : D სავსეა ბომჟებით.
სამი წლის წინ ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო.
აქაურები ამბობენ 10 წლის წინ კიდე სხვა რაღაც იყო სან ფრანცისკო, ურთიერთობა იყოო.
ერთი ისაა, რო კრიმინალი არაა, ჯერჯერობით მაინც.
ბანძი ბომჟები არიან.
და რაც ყველაზე ცუდია, ჩამპალი ნარკომანები მიაწყდნენ სან ფრანცისკოს.
ქალაქის სამხრეთ ნაწილში სპეციალურად წავედი, მაინტერესებდა და გული შეგიწუხდება ადამიანს.
მთავარ ქუჩებზე, სადაც მაღაზიები და კვების პუნქტებია, ყველგან ბომჟები და ნარკომანები.
ნარკოპოლიტიკა აქვს მასეთი ქალაქს, უფასოდ ურიგებენ ნარკომანებს ნარკოტიკს.
ერთი ბომჟი ნარკომანი შემხვდა, იჯდა ეტლში ჩასვრილი და აკანკალებული ხელით შპრიცით ნემსის ხელისთვის დამიზნებას ცდილობდა.'
იქვე ათ მეტრში პოლიცია ვიღაც სხვა ბომჟებს კარავს უშლიდა.
ცოტა იქით ვიღაც ბომჟი დოლარს ითხოვდა.
მეთქი სად ვარ, ხო არ მესიზმრება : )
ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში არ არიან ჯერჯერობით.
მაგრან მაინც ყველაზე მაგარი ქალაქია.
სამოთხეში რაცაა, ზუსტად ის ამინდია მუდმივად.
მზე, ლურჯი ცა და არც ცივა და არც ცხელა.
და.ხალხია კიდე ჯიგარი.
დილას აეროპორტში ავწონე ჩანთა და 26 კგ გამოვიდა, არადა მაქსიმუმ 23 უნდა ყოფილიყო.
სხვა ჩანთაში გადააწყეო, ოპერატორმა გოგონამ.
და გავუღიმე, თვალები ავუჟუჟუნე და სხვა ჩანთა არ მაქვს მეთქი.
და კაი, არაფერი დაშავდებაო და გაუშვა : )
საქართველოში არავინ არ იზამს მაგას, გამორიცხულია.
მერე ამ აწონვა-ფლირტში გავერთე ბილეთები რო გამივართვი, პასპორტი დამრჩენია ამ გოგოსთან.
ვზივარ აეროპორტის კაფეში, ყავას ვსვამ და შევხედე ეს გოგო დადის და რაღაცას ეძებს.
დავუქნიე ხელი და ყავაზე დაგპატიჟებ მეთქი და პასპორტი დაგრჩაო, დამიბრუნა : )
პოსტ ფაქტუმ რო დაგასხამს ცივი ოფლი, მასე მომივიდა : )
ვერც გავიხსენებდი, პასპორტის მიწოდების მომრნტიც კი არ მახსოვს, ალბათ სახლში დავბრუნდებოდი, იქ დამრჩა მეთქი და ვერ ვიპოვიდი და დავკარგე მეთქი.
მოკლედ ეს ერთი და ყველა ჯიგარია, ავტობუსის მძღოლი თუ.სუპერმარკეტის კონსულტანტი, გადაგყვებიან თან.
ხო, შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ყველაზე მეტად ტრადიციულად იმის მეშინია ზებრაზე მანქანამ არ ამაკაპოტოს : D
This post has been edited by Frankens†ein on 5 Oct 2019, 01:12
Mens sana in corpore sano...