ანუ აშშ-ში ვინც ცხოვრობს, ყველა თავიდან ფეხებამდეა გადაშვებული კაპიტალიზმში და ფულის შოვნის მეტი არაფერი აინტერესებთ?
თავგადაკლული მუშაობა ფულის გამოსამუშავებლად ძირითადად ახასიათებთ ემიგრანტებს.
ჩვენნაირი და სხვა მსგავსი გაუბედურებული ქვეყნებიდან ჩასულებს.
ბოსტონში რო ვიყავი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შევიარე და რამაც გამაოცა იყო რომ სტუდენტების 80% მაინც ჩინელი ან ინდუსი იყო.
იქაურმა მეგობარმა იმით ამიხსნა, რომ აქ რომ ისწავლო, თავი უნდა დააკლა სწავლასო.
აქაურ აშუალოსტატისტიკურ ახალგაზრდას არ უღირს მთელი ახალგაზრდობა სწავლას და მეცნიერებას შესწიროს, რადგან ისედაც ნორმალურად იცხოვრებსო.
იმ ჩინელს და ინდუსს კიდე სხვა გზა არ აქვს, სწავლას თუ არ დააკლა თავი და კარგი სპეციალისტი არ გამოვიდა, ჩაიკარგება თავის მილიარდ თანამემამულეში და კაპიკებზე ფეხსაცმელები უნდა კეროს და ცარიელ ბრინჯზე იყოს.
მაგალითად სან ფრანცისკოში, სადაც ორჯერ ვიყავი იმდენი ხნით რო დავკვირვებოდი იქაურ ცხოვრებას, ბიზნესის მფლობელები ძირითადად არიან ემიგრანტები.
და მთელი მაგათი ცხოვრება მუშაობაა.
მწარედ ახსოვთ სიღარიბე და ყველაფერს აკეთებენ რომ მაგ მდგომარეობაში დაბრუნება არ მოუწიოთ, მაგრამ რა სიკეე მოაქვს ფულს არ იციან, დაგროვება და გულის მშვიდად ქონაა მთავარი.
გავარტყი ეგეთ ცხოვრებას.
ერთხელ მოდიხარ ცხოვრებაში და უნდა ეცადო რომ მაქსიმალური მიიღო.
ბევრიც უნდა იმუშაო, სხვადსხვა სიკეთეების მისაღებად საკმარისი ფული რომ გქონდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება ფულის შოვნას მიუძღვნა და ეს ფული საშენოდ არ ამოიყენო, მარტო საბანკო ანგარიშებზე აგროვო, საკუთარი თავის მტრობაა.
სად იყო ამერიკა, სულხან-საბამ რო ძუნწის და ოქროს იგავ-არაკი დაწერა

საბანკო ანგარიშზე ციფრების რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს თუ არ გამოიყენე.
მთელი ცხოვრება თუ თვეში 5000-ზე მეტს არ ხარჯავ, რა მნიშვნელობა აქვს 5000 გექნება შემოსავალი, 10000 თუ მილიონი.
რატო უნდა დაკარგო ისედაც მცირეხნიანი ცხოვრებიდან დრო ფუჭად, ისეთი რაღაცეეისთვის რასაც საშენოდ ვერ გამოიყენებ.
Mens sana in corpore sano...