არც მიხუმრია და არც სერიოზულად მითქვამს

არავინ იცის სინამდვილეში როგორაა.
უბრალოდ ვარაუდია.
გასაუბრებაზე იმდენად ფორმალური სამიოდე შეკითხვა დამისვეს, რომ მაგას ვერ დავეთანხმები

ჩემი ვარაუდით აპლიკაციაც უნდა მოეწონოთ და ჰაბიტუსიც თანხვედრაში უნდა აღმოჩნდეს.
და ქართველების ჰაბიტუსს რას ერჩი.
ყველას ხაზი რატო გადაუსვი

მაგალითად მე რო ვიყავი, ერთი ისეთი ტიპი იყო ჩემს წინ გასაუბრებაზე, რომ ჰაბიტუსის მიხედვით 99% დარწმუნებული ვიყავი უარს მიიღებდა... და მასეც მოხდა

აპლიკაცია ხო არ მინახავს, მაგრამ ისიც კი ეტყობოდა, რომ სხვას შეავსებინა აპლიკაცია.
თან ახლობელს კი არა, 30 ლარს რო უხდიან მაიმარკეტის განცხადებებით ნაპოვნ აპლიკაციის შემვსებ ტიპებს

პ.ს. როდის მიემგზავრები?
ერთი რაღაც გამახსენდა უცბად, სიმ ბარათზე.
ბილაინის ნომერი აიღე და როუმინგში 1 GB 30 ლარი ღირს, 14 დღე აქვს მოქმედების ვადა.
უცბად შეიძლება ვერ მოახერხო იქაური სიმის აღება და ინტერნეტის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადაადგილებისთვის.
გუგლმეპ-ვაიბერ-მესენჯერებზე კი გეყოფა ეგ 1 GB.
თუ არადა მეორე 30 ლარის საშუალებაც იქნება
This post has been edited by Frankens†ein on 15 Jan 2020, 11:13