მთლად 200 და 30-ს რატო ადარებ? 74 და 76 შეადარე.
გარდა მაგისა ვინ რამდენს აკეთებს მაგაზე არ უნდა იყოს მე ვფიქრობ.
ყველაფერში მასე აკეთებენ, დაზღვევა იქნება თუ სხვა რამე, ფაქტიურად გაიძულებენ რო ან შემოსავალი დამალო ან კიდე თავი არ გაიგიჟო და იყო დაბალ შემოსავალზე. საბოლოო ჯამში მე ვშრომობ და სხვა ჩემზე უკეთეს პირობებში ცხოვრობს იმიტო რო სახელმწიფო ეხმარება. რეალურად მართლა 200 და 300კ უნდა გქონდეს რო სხვაობა ნახო ცხოვრების დონეზე.
მე მაგალითად თვითან თვემდე ხელფასით ვცხოვრობ დღეს-დღეობით + 28კ ვალი. თანამშრომელი ვიცი ჩვენთან მუშაობდა, ჩემი ნახევარი აქვს ხელფასი და გადანახული აქვს რამოდენიმე ათეული ათასი + სახლი აქვს საკუთარი. მე ხარჯები მაქვს ოჯახის გამო, იმას არა. მე რო სამსახური დავკარგო ჰაერში ვარ 3 სულიანი ოჯახით, ის ტიპი კიდე 6 თვე იცხოვრებს უპრობლემოდ.
და შენ ამბობ რო იმას უფრო სჭირდება დახმარება ვიდრე მე? აი რანაირად?

წესით უნდა იყოს რო თუ სამსახურს დაკარგავ, იგივე დონით უნდა შეგეძლოს ვთქვათ 2-4 კვირა ცხოვრება.
Waiting-for-kharcho