კი, ნაკლები რეგულაციის, დაბალი გადასახის და ნაკლები ჩარების პოლიტიკის. მცირე მთავრობაც პოლიტიკაა.
რუზველტზე რასაც წერ რეალობას აცდენილია. რუზველტის სუბსიდირებამ ფერმერების მიმართ გადაარჩინა ფერმერები და პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით აშიმშილა ხალხი როცა ფერმერებს ფულს უხდიდა არ მოეყვანათ მოსავალი, გაენადგურებინათ ჭარბი და ა.შ.
დიდი ბოდიში მარა რუზველტს სეკვესტრირება არ გაუკეთებია, პირიქით, მისი ადმინისტრაციის დროს რეკორდულ დონეზე იყო ვალები, ინფლაცია, უმუშევრობას ვერაფერი დააკლო ომამდე და დღეს ამერიკას გადაულოცა მისი უმახინჯესი დანატოვარები რაც ამ ქვეყანას ახლაც კი საშინელ ტვირთად აწევს.
რუზველტმა დაიწყო კრონი კაპიტალიზმი რაც დღეს ამერიკაშია.
რესპების მიერ ფერმერების სუბსიდირება დღეს არის დეგრადირებული იდიოტობა, იგივეა ჰელსქეარის სუბსიდირება დემოკრატების მიერ ა.შ ა.შ
არსებული კლანი წარმოიქმნა იმით რომ ბიზნესი გაურიგდა მთავრობას. მთავრობას იმიტომ ურიგდება რომ არ გაურიგდება და დედა მოეტყნება. რატომ ზის ყველა დიდი ბიზნესმენი პარლამენტში და აუცილებლად მოქმედი უმრავლესობის მქონე პარტიის რიგებში?
როდესაც მოშლი იმ სისტემას რომ მთავრობას ექნება ამხელა ძალაუფლება ბიზნესი განკარგოს, შესაბამისად ნაკლები ბერკეტი ექნება ბიზნესმენს მოქრთამოს პოლიტიკოსი. მე და შენ იმიტომ არავინ გვიხდის ქრთამს და წილს რომ მე და შენ ძალაუფლება არ გვაქვს.
მე მინდა ნაკლები ძალაუფლება ჰქონდეს მთავრობას რომ ღორს ცეხავიკს მისი მოქრთამვა უნდა ეს შედეგს არ იღებდეს.
კითხვა ისევ, შენ გასაგებია რომ გინდა ინდუსტრიული ბაზრის აღდგენა. კაი, დავუშვათ ამ სუბსიდირებაზე დაგეთანხმე. ამიხსენი როგორ უნდა გაკეთდეს ეგ, რა გარანტია მაქვს რომ შენ რომ ხმას მოგცემ ლევანა გაჩეჩილა 2 არ მიიღებს მაგ ფულს? რა გარანტია მაქვს რომ საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის სტადიონის მშენებლობას არ დაიწყებ? და ასე შემდეგ.
ამერიკაში რა მოხდა ნახე ეხლა? 350 მილიარდი მცირე ბიზნესისთვის დაბეჭდილი ფულიდან ნაწილი აიღეს ჰეჯ ფონდებმა

მე არ ვამბობ რომ მთავრობა არ უნდა არსებობდეს. მე არ ვარ ანარქისტი როგორც ის მელოტი ქართველი ბიჭია

დამავიწყდა მისი სახელი და გვარი.
მე და შენ მთავრობის როლის ხედვაში განვსვავდებით ეკონომიკის მხრივ, რამხელა და რა როლი უნდა ჰქონდეს, რამდენად დიდი.
მე რასაც ვწერ პარანოია არაა, ყველა ქვეყანაში მაგალითებია როგორ ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება გადამხდელების ხარჯზე, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ რადგან შემგედი არჩევნები მოიგონ. რაც მეტის უფლებას მივცემთ, მით მეტად გამოიყენებენ ბოროტად ამ ძალას. აგერ რა ხდება ეხლა შენს თავს? ჩვეულებრივი ტოტალიტარიზმი, იმის გამო რომ ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას ვერ შეუთანხმდნენ და ეშინიათ რომ პირდაპირ დაეტაკნონ, მილიონობით ადამიანი დაატუსაღეს. არ ეტაკებიან იმიტომ რომ არჩევნები მოდის და პოტენციური ხმებია გადასარჩენი.
პოლიტიკოსის რეალობაში 1 ამოცანაა აირჩიონ, მეორე ამოცანაა შეინარჩუნოს მისი პოსტი

შეკითხვაა შემდეგი. თუ ცეხავიკია და ნაბოზვარია, რატომ არ უხდის ტოპ მენეჯერს მაგალითად 600 ლარს და უხდის 5000 ლარს?
ლუმპენი არ ვიცი რა არის მარა მე გამოსვალს ვხედავ იმაში რომ მაგ ხალხს ალტერნატიული სამსახური შეექმნას, ან წავა სხვაგან ან მოუწევს ცეხავიკს მოუმატოს ხელფასი.
შტატებში ყოველ შემთხვევაში კარიერული წინსვლა ეგრე ხდება. მოძრავია ფენა არსებული სამსახურების გამო.
ჩვენთან ფენა გაყინულია რადგან ეკონომიკა არ გვაქვს და სამსახურების მასიური დეფიციტია.
პს
დავასპოილეროთ ან პმ-ში გადავიდეთ

40% ვორნზე ვარ უკვე