დავწერ ფრენის ამბებს.
ლუფტჰანზაზე რო არ ამიშვეს ბოლო წუთებზე და თურქიშში გადაცვლა მომიწია, კი დავწერე ზემოთ.
თურქიშით დავიწყოთ- შტატებში არ ვიყავი აქამდე ნაფრენი და მესმოდა და ფასიდან გამომდინარე სულ მეგონა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
გამიხარდა კიდეც, თურქიშით რო მომიწია ბოლო წუთებზე.
და რავიცი, ბოლო ორ ფრენაზე შეიძლება ყატარმა აწია თამასა ზემოთ, მაგრამ თურქიში არის სალობიე, ოღონდ ცუდი გაგებით რო იციან ხოლმე თქმა, თორემ ლობიანი ასწორებს.
კანტორაც იციან ხოლმე და კანტორა ჯობია...
ყატართან განსხვავება არის ცა და დედამიწასავით...
თვითონ თვითმფრინავი კარგია, მაგრამ მომსახურება - 0.
თურქი ბორტგამცილებლები ქართველი მოლარეებივით სახეებით მოძრაობენ, ვალი რო გაქვს მაგათი.
14 საათიან ფრენაში ორჯერ იყო კვება სულ, ისიც რაღაც უგემური მცირე ულუფები.
ამ ორ კვებას შორის არც ყავაზე ჩამოუვლიათ, არც წყალზე...
ალკოჰოლური სასმელი არც ჭამის დროს ქონდათ რამე და არც ისე გასაყიდად, ლუდიც კი...
ხო და შედეგად ვერ დავიძინე საერთოდ, ფხიზელმა... და ცოტა მშიერმაც

დავაფასე ყატარი

კვება ოთხჯერადია, დამატებით სნეკები და თან ბორტგამცილებლები ხშირად ჩამოივლიან, რამე ხო არ გინდათო.
სასმელი ულიმიტო, დალიე რამდენიც გინდა - ჯინი, ვისკი, ლუდი, რაც გიყვარს.
ბორტგამცილებლები პოზიტიურები.
მოკლედ, თურქიშს 1-იანი შეფასებაში, 10 ბალიანი შკალით.
ყატარი სუპერ!
აეროპორტიც.
ახალი დიდი აეროპორტით წამოვედი.
მომსახურე პერსონალი ძაან მეჩხრად არის, უნდა ეძებო რამე რო დაგჭირდეს.
მოსასვენებელი ადგილები ნაკლებია.
მოსაწევ ოთახებშიც დიდი განსხვავებაა - სტამბულში ერთი სულო გაქვს მოწიო, არ გისწორდება, ჰამადში კიდე ლაუნჯებია, გამოსვლა არ მოგინდება

ეხლა შემოსვლა.
PCR ტესტი თბილისში ვანახე და სტამბულში, ამერიკაში არავის გადაუმოწმებია.
რო გავედი ოფიცერთან, რამდენიმე კითხვა დამისვა და საემიგრაციოში გამიშვა ეგრევე.
იქ ერთი ჯიგარი ოფიცერი დამხვდა, კაი ტიპი იყო.
ჩამოსვლის მიზანიო და ბავშვის დაბადების დღეზე ჩამოვედი მეთქი.
ბავშვის პასპორტი ხო არ გაქვსო და ვანახე ფოტო, აშშ-ის პასპორტისაც და საქართველოსიც, ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ნახა რო გვარი ემთხვეოდა.
სადამდე დარჩებიო და ივლისამდე, სკოლა რო დაუმთავრდება ერთად წავალთ მეთქი.
ეს ორი-სამი თვე რა უნდა აკეთოო და არაფერი გეგმა არ მაქვს, ისე ვიქნები მეთქი, სამსახურში remote შემიძლია მუშაობა მეთქი.
და რაღაც აკრიფა კომპიუტერში, 1-2 წუთი აკაკუნა კლავიატურაზე და ჩაარტყა ბეჭედი, ექვსთვიანი და მომცა პასპორტი.
უკვე ჩარტყმული რო მეჭირა გავბლატავდი და მეხუთედ ვარ აქ და სულ მარტივად შემოვდიოდი და ეს ბოლო ორი ჩამოსვლა რატო გამოგყავართ საემიგრაციოში, რამე დავარღვიე მეთქი?
და არ ვიციო : D
რო გამოვდიოდი, შეფუთული მქონდა ბარგი და დაეზარათ გახსნა და საჭმელი ხო არ გიდევსო, ვიღაც აზიური რასის ტიპი მეუბნება.
მარტო ჩურჩხელა მეთქი

ცურცხელა ვიციო და აღარც გამახსნევინა, გამომიშვა ეგრევე.
არც კარანტინზე უთქვამს ვინმეს რამე, არც ტესტზე...
არადა უწერიათ საიტზე, 3-5 დღეში ან ტესტი უნდა გაიკეთო ან 7 დღე თვითიზოლაციაში იყო
This post has been edited by Frankens†ein on 8 May 2021, 16:00
Mens sana in corpore sano...