https://youtu.be/251DfuXExtU ამცრეს უკვე

მედიქეარზე, ესესენზე და ექიმზე ვუთხარი არ მაქვს/მყავს ესენი აქ, B2 ვიზით ვარ მეთქი.
მეორე სამ კვირაში გიწევს და მანამდე თუ არ წახვალ, არაა პრობლემაო...
ჩინელი ქალბატონი იყო, ძალიან კეთილგანწყობილი

საერთოდ, ერთი რჩევა მომცეს აქ, ჩინელ ან შავკანიან მომსახურე პერსონალს (ქალბატონებს) მაგრად ევასებათ დაბნეული თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცებიო, ყველანაირად ცდილობენ დახმარებასო

))
აი აქაურები ან ქალები არ ევასებათო

DMV-ში გამოვცადე რო მასეა.
ვიღაც შავკანიანი ახალგაზრდა ქალბატონი არეგულირებდა რიგს ხიპიშით, გაიწიეთო, დისტანციაო, მე თვითონ დაგიძახებთო

მე ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი არ ვარ აქაური, ტურისტულით ჩამოვედი და ვაქცინისთვის მინდა ID მეთქი და მომკიდა ხელი, ურიგოდ შემიყვანა, ყველაფრის შევსებაში მომეხმარა და წარმატებებიც მისურვა

)
აქაც გავიგე რო აცრის მერე ზოგს ნანემსარი ტკივა, ალბათ ზერელედ უკეთებენ ნემსს.
მეც ცოტა წავითამაშე ამ ამცრელ ქალბატონთან, ხელები მოვისრისე და ერთი-ორი ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე, ვნერვიულობ მეთქი

ხო და ნუ ნერვიულობო, ვერც იგრძნობ ისე გაგიკეთებო და მართლაც, ჩხვლეტა მარტო იმ დონეზე ვიგრძენი რო ოდნავადაც არ მტკენია და ეხლაც თითქოს არ გამიკეთებია...
ლუდზეც ვკითხე და არაა პრობლემაო, დავარტყამ ძილის წინ
This post has been edited by Frankens†ein on 28 May 2021, 06:57