ალბათ ბინის ფასების მხრივ, თორემ პროდუქტები არ ღირს ძვირი, ზოგიერთი თბილისზე იაფიც.
მაგალითად 1 გალონი ფორთოხლის წვენი 6$ ღირს, ანუ 15 ლარამდე, თბილიში ორმაგის გადახდა მოგიწევს, 4 ლიტრიანი ფორთოხლის წვენი რომ იყიდო...
ხარისხის შედარება ცალკე თემაა კიდე...
სეიფვეიში ვყიდულობ პროდუქტებს და ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და უგემრიელესია.
იმ პროპაგანდისტების დდშვც, ბავშვობაში ვინც გვაჯერებდნენ, ამერიკაში ხორცს, ხილს თუ ბოსტნეულს გემო არ აქვსო

საქართველოში რო ვბრუნდები, მაგრან მიჭირს ხოლმე ქართულ უგემურ პროდუქტებზე გადმოწყობა...
ბინის შოვნა ჭირს მაგრად, ბევრი ეძებს ბინას, არადა უამრავი ცარიელი ბინაა ქალაქში, უბრალოდ როგორც ამბობ, დაბალრისკიანი უნდა იყო გამქირავებლისთვის, უარს რო არ იტყვი გადახდაზე და თვეობით უფასოდ არ იცხოვრებ.
საქართველოდან ჩამოსულ ადამიანს საიდან გექნება ბინის ქირაობის საშუალება, ვინმე თუ არ ჩაგიდგა თავდებში.
სიამოვნებით გადაიხდიან 2000$-ს შენნაირ ბინაში, მექსიკიდან გადმოსული ტიპები, გარაჟებს ქირაობენ 1200$-ად და მეტად და იქ ცხოვრობენ, ბინის ქირაობის საშუალება რო აქვთ.
მე თუ მკითხავდა კაცი, სან ფრანცისკოს ბეი არეა საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად
ოღონდ ბეი არეა და არა თვითონ სან ფრანცისკო.
ოჯახი თუ გყავს, მაშინ ძაან დიდი შემოსავლები უნდა გქონდეს. სან ფრანცისკოში თვეში 10 ათასი არ გეყოფა მაგალითად,
კარგი ბაღი და სკოლა სასწაული ფასები ღირს, დაუჯერებელი.
პლუს მაგას ქუჩაშიც ვერ გამოიყვან გასასეირნებლად, დედა აქვს მო###ული აქაურობას.
სან ფრანცისკო უფრო მარტოკაცისთვისაა იდეალური ან წყვილისთვის.
აქ შეგიძლია იმაზე მეტი გამოიმუშაო, ვიდრე სხვაგან.
ხო, კლუბების დდშვც კიდე

ერთი ნორმალური კლუბი ვერ ვნახე.
ლათინო დესპასიტოებია სულ...
სომა როა უბანი, იქაა ვითომ ანდერგრაუნდ კლუბები და იქაც ვიყავი და იქაც Y-ეობა.
ჯერ ამათი დდშვც, სადღაც 12-ისკენ მივედი, ექსტაზი ვხიე და ახალი გახსნილი რო ქონდა, 2 საათზე აინთო შუქები და წავიდა დიჯეი და დამთავრდა ყველაფერი

რა უნდა მექნა, წამოვედი და ყურსასმენებით ვცეკვავდი სახლში, რა დამაძინებდა

ემიგრანტებისთვის ცუდი დროა ზოგადად.
იუთუბზეც არაერთი ვიდეო დევს, დედა აქვთ ნატირები ვინც ეხლა ჩამოვიდა არალეგალურად.
მუშახელი იმაზე მეტია, ვიდრე მოთხოვნა, პლუს მაგას კრიზისია შტატებში, ფულის დეფიციტია.
ბევრი გადადის კალიფორნიიდან სხვა შტატებში, ვეღარ ქაჩავენ აქ...
პ.ს. წელს ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა ჩემთან ერთად, ისიც ტურისტული ვიზით.
უბრალოდ ჩემგან განსხვავებით დარღვევას და დარჩენას აპირებდა.
მაგრამ რო ნახა რა სიტუაციაა, ბრუნდება უკან

მეც ამ ჩემი ძმაკაცის გამო გავიგე ძაან ბევრი რამე, რაც შორიდან სხვანაირად ჩანდა.
ადრე შეიძლება კარგი იყო აქაურობა ემიგრანტებისთვის, მაგრამ ბოლო ორი წელია დედა ეტირა სიტუაციას, რუსეთ-უკრაინის ომის და მექსიკიდან გადმოსული დიდი მასის გამო.
საქართველოდან ადვილი ჩანს, ყველაზე მაგარი მაინც ტრაილერზე დაჯექი და ფული იშოვეა

ტიპები მინიმუმ 1000 კილომეტრს გადიან ყოველდღე, საჭესთან გარდაცვლილი იპოვეს არაერთი ქართველი.
და ეგ ტრაილერზე დაჯდომაც ეგრე არაა.
საბუთები უნდა გქონდეს, ლეგალურად თუ არ ხარ და შესაბამისი მართვის მოწმობა არ გაქვს, ვინ დაგსვამს...
ხო და ეს ჩემი ძმაკაცი ბრუნდება უკან, პრინციპში ბევრსაც არაფერს კარგავს, 3-4 ათასი დაუჯდა სულ აქ ჩამოსვლა, ბილეთი და ჯიბის ფული... და რაც აქ დახვდა, მაგას უსევ საქართველოში 2 ათას ლარზე მუშაობა ურჩევნია... ურჩევნია რა, ჯობია ბევრად...
მექსიკიდან რო გადმოდიან და რამდენიმე ათეული ათასი ადევთ კისერზე, იმათი საქმეა ცუდად, ვერ დაბრუნდებიან უკან და უწევთ საშინელ პირობებში ყოფნა.
სან ფრანცისკოში კიდე არ არიან გადმოსული ქართველები, ყველა ნიუ იორკში მიდის, ვიღაცა ნაცნობი ყავს ყველას მანდ, მაგრამ ნაცნობი რას გიშველის, ყველას თავისი გასჭირვებია

ამ ჩემ ძმაკაცსაც ვინ აღარ პირდებოდა შენ პროსტა ჩამოდი და დანარჩენი ჩვენზეაო

ბიძა, მეორე ბიძა, ბიძაშვილი, მეგობრები... ვერავინ ვერაფერი ვერ შესთავაზა კონკრეტული...
მე რო არ ვყოფილიყავი და ბინა და სხვა ყველაფერი არ მომეგვარებინა, მოუწევდა მაგასაც 6-7 კაცთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრება, თუ გაუმართლებდა და ქუჩაში არ გაათევდა ღამეებს ბომჟების მსგავსად

მოკლედ, ემიგრაციის მსურველის თვალით შევხედე წელს აქაურობას და არც ისე საამურია აქ ყოფნა, როგორც ტურისტული თვალით ან სულაც საქართველოდან დანახული...
აქაურები ამბობენ, დაბრუნდება ტრამპი და გვეშველებაო

უბრალოდ უმაქნისი ხალხი ბაიდენის მხარდამჭერია ყველა.
ვნახოთ, ვინ არჩევს აშშ-ის პრეზიდენტს, რომელი სეგმენტის ხელდასმულია აშშ-ის პრეზიდენტი - ვინც დოვლათს ქმნის თუ ვინც მუქთამჭამელია...
This post has been edited by Frankens†ein on 17 Jul 2023, 05:58