lovelockმძიმედ მოსასმენი ისტორიები მოყევი, მაგრამ მასეთ წასვლებზე არ ვამბობ.
ეგ უფრო ჩვენი მშობლების თაობაში იყო...
ეხლა სხვა ტენდენციაა უფრო, ამ "ჩერეზ მექსიკით" გადასულთა უმრავლესობა სხვა სეგმენტია, დაახლოებით ისეთი, 1-2 საუკუნის წინ ბოლო ფულით გემის ბილეთს რომ ყიდულობდნენ და ამერიკაში მიდიოდნენ ბედის საძიებლად.
ამდენი წელია დავდივარ შტატებში და ვიცი ჩემი თაობის ხალხის დამოკიდებულება - ყველას უკვირს რატო არ ვრჩები, რა მინდა საქართველოში, რატო ვბრუნდები.
შენი არაერთი პოსტი მაქვს წაკითხული და ვიცი, რომ იცი, არც ისე ია-ვარდით არის მოფენილი ემიგრანტის გზა.
აქედან როგორც გიცნობ, ძლიერი ადამიანი ხარ და რა მიზნებიც გქონდა, მიაღწიე და კიდევ მიაღწევ, მაგრამ მგონია, რომ შენნაირი გოგო საქართველოშიც იზამდა რამეს და შექმნიდა თავის ცხოვრებას, უბრალოდ მანდ მეტი შესაძლებლობები გაქვს...
მაგრამ მაგ "ჩერეზ მექსიკით" წასულთა დიდი ნაწილი ისეთია საქართველოშიც არაფერში რო არ უქნია ღმერთს და შტატებდიც ვერაფერს იზამს.
მაგიტომ უწევთ უმუშევრებს ქუჩაში ძილი, მუქთა ნარკოტიკების მოხმარება და ა.შ...
ათობით ათას დოლარს რო იხდის ადამიანი, რომ ამერიკაში მოხვდეს და არანაირი გეგმა არ აქვს, რა უნდა ქნას მერე და "რაღაცა იქნება"-ზე მიდის, მაგის შედეგია მანდ რომ გაუსაძლის პირობებში არიან და თავბედს იწყევლიან მანდ წამოსვლის გამო, უბრალოდ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ აქვთ.
ზემოთ დავწერე ჩემს მეგობარზე, რომელიც ესე ბრმად წამოვიდა დასარჩენად, სხვებისგან ესმოდა რო მაგარია აქ და დიდი ფული იშოვება.
ამას კიდე ვიზა ქონდა და არ მოუწია ჰონდურას-მექსიკებით სიარული და ათობით ათასი დოლარის გადახდა შემოსასვლელად.
დავიწყოთ იმით, რომ ტიპმა ენა არ იცის, საურთიერთოც კი, ამერიკაში წამონსვლელთა თუ მსურველთა უმრავლესობის მსგავსად. რაში მჭირდება, რუსულითაც გაქაჩავ მეუბნებიანო.
აქ წამოსასვლელადაც მე მელოდებოდა, მარტო ვერც წამოვიდოდა, მესაზღვრეს ვერაფერს პასუხებდა ჩამოსვლის მიზეზე რო კითხავდნენ...
ესეთი ხალხი ოცნებობს ტრაილერის მძღოლობაზე, თვეში 10-15 ათასი რომ იშოვოს.
მაგრამ მაგ ტრაილერის მძღოლის სამსახური რომ გქონდეს, საჭიროა საბუთები - ლეგალურად მუშაობის უფლება და შესაბსმისი მართვის მოწმობა, რის აღებასაც ადვოკატისთვის რამდენიმე ათასის გადახდა და რამდენიმე თვე ლოდინი სჭირდება... და მაგ დროის მერეც ვინმე თუ არ გყავს, შენნაირი ტრაილერის მძღოლობის მსურველი რამდენია, ყველას ეგ უნდა ..
მერე ის, რომ თბილისში უსაქმურად რო ხარ წამოწოლილი, ადვილი გგონია ტრაილერის მძღოლობა, ზიხარ და ფულს აკეთებ.
რეალურად კიდე ამერიკაში კი არა, ტრაილერში ცხოვრობს ეგ ხალხი - ან საჭესთან ზიან და მიდიან ან კაბინაში სძინავთ, მარტო მაღაზიაში შესასვლელად თუ გადმოდიან რედბულის საყიდლად, რო არ დაეძინოთ საჭესთან...
დღეში 1000 მილის გავლა კიდე არაა ადვილი, ვისაც არ გვაქვს გამოცდილება, არ გვესმის.
ზემოთ დავწერე, კონსული ჩემი მეგობარია აქ და მაგისგან ვიცი, არაერთი ქართველი ნახეს საჭესთან გარდაცვლილი, ზოგს ნარკოტიკის მოხმარება დაუნტკიცდა, ზოგს ვერა...
მუდმივ რეჟიმში მანქანის ტარება დიდი დატვირთვაა, ადვილი გონია ბევრს.
მეც მასე მგონია პრინციპში, ზიხარ რა

მეორე ვარიანტია უბერზე მუშაობა,რისი სურვილიც აქვთ ამერიკაში ფულის საშოვრად წამსვლელებს, მაგ უბერზეც გინდა ლეგალური საბუთების ლოდინი, ფულის გადახდა და კარგი მანქანა.
და მთელი დღე მუშაობ, მანქანაზე ზიხარ და მაგ უბერის მძღოლობამდე რა თანხის დახარჯვაც მოგიწია - მექსიკა-ამერიკა-ადვოკატი-საბუთის ლოდინი-მანქანა, ყველაზე კარგ შემთხვევაში 1-1.5 წელი გჭირდება ეგ თანხა რო ამოიღო.
და ამ დროს შენი ცხოვრება არის მარტო სამსახური - არა გართობა, არა მეგობარი, არა გოგო (მეძავებში თუ არ ხარჯე ნაშოვნი ფული).
ეგ ტიპები აშშ-ში თავის დასამკვიდრებლად არ მიდიან, მიდიან ფულის საშოვრად, არადა არ გამოდის ეგრე.
მაგ ფულით,რაც იქ მოსახვედრად დახარჯეს, თბილისშიც იცხოვრებდნენ, იმ რეჯიმით რო იმუშაო ტაქსის მძღოლად საქართველოში,რა რეჟიმშიც იქ მუშაობენ, მინიმუმ 5000 ლარი გექნება შემოსავალი და საკუთარ სახლში მაინც ხარ, შინაურებთან...
მესამე ვარიანტი, უბერისთვის მანქანის ყიდვა თუ არ შეგიძლია, არენდით აიღებ და მიტანის სერვისზე მუშაობ...
12 საათი მაინც უნდა იმუშაო 200$ რომ გამოიმუშაო, მაგას მინუს ხარჯები - მანქანის ქირა, ბენზინი, საყოფაცხოვრებო ხარჯები... მანდაც კაი ხანს ვერ ამოიღებ იმას, რაც მაგ სამსახურამდე მისასვლელად დახარჯე.
ყველას გონია, რომ ჩახვალ ამერიკაში და ტაციაობა დაიწყება შენზე რომ იმუშაო და ხელფასი გიხადონ...
მეც მასე მეგონა, მაგრამ ამ ჩემ ძმაკაცზე ვნახე რა არის რეალურად.
ყველა ეპატიჟებოდა, ჩამოდი და საკაიფოდ იქნებიო და ჩამოვიდა და ჯერ ადვოკატი გინდაო, ერთი ათი ათასიო, მერე პრავა უნდა აიღოო, მერე მანქანა იყიდოო და მერე გიშოვით რამესო )))
ერთი 30-40 ათასი უნდა იმისთვის რომ მუშაობის დაწყება შეეძლოს )))
მოკლედ, ვისაც კონკრეტული გეგმა არ აქვს რის გაკეთებას აპირებს და მინიმუმ საკომინიკაციო ინგლისური არ იცის, დაღუპულია.
თუ ვინმე ისეთი არ ხვდება, ვინც გამზადებულ სამუშაო ადგილს ახვედრებს, ჩასვლიდან მეორე დღესვე რო დააწყებინოს მუშაობა...
რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება იყო ასე, ადვილად იშოვიდა სამსახურს უსაბუთო კაცი, სანამ ამდენი ემიგრანტი მოაწყდებოდა შტატებს.
შეიძლება აქამდე მართლა ესე იყო და ეხლაა ის პერიოდი, როცა კრიზისია ამერიკაში, ლეგალებისთვისაც და არალეგალებისთვისაც, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა ესეა.
ხო და ამ ჩემმა ძმაკაცმა, ამერიკის დედაც მო#####ო

მთლად დებილიც არ არის რომ დარჩეს, უყვარს თავისი თავი

მე სანამ დავბრუნდები, მანამდე იშოვა სეზონური სამსახური, თვეში 2000$-მდე გადადება რო შეუძლია ხარჯების გამოკლების (მე რო არა, ბინაც არ ექნებოდა ან იმდენი დაუჯდებოდა, არაფერი დარჩებოდა) შემდეგ, მაგრამ სახლი-სამსახური რეჟიმში.
შინაურები რო ურეკავენ, ეუბნებიან, დარჩი, საქართველოში რა გინდაო

))
ალბათ უნდათ რო ამან დღე და ღამე იმუშაოს და იქ ფულები უგზავნოს ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს

ცხოვრება არაა ეგ

ისევ შენს მოყოლილ ისტორიას დავუბრუნდები, ეგ ქალები გმირები არიან, კი, მაგრამ არასწორი გმირები.
იმ ოჯახის #### ######, რომელსაც ურჩევნია სადღაც გადაკარგულში წელში გაწყდე მუშაობით და ფულები უგზავნო, ვიდრე თავის გვერდით ყავდე...
უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში ქალებს მასე ზრდიდნენ და რიგ შემთხვევაში ეხლაც მასე ზრდიან - ქალი უნდა ემსახუროს ქმარს და შვილებს, საკუთარი ცხოვრება არ უნდა ქონდეს.
მაგიტომ მიხარია ჩემი შვილები საქართველოში რომ არ იზრდებიან, მარტო ზაფხულობით ჩამოდიან და მარტო კარგი კუთხით ხედავენ ქვეყანას და უყვართ.
ზემოთ ვინც ოჯახის სარჩენად მიდის, იმათზე და მარტო საკუთარი თავი თუ გაბარია, პირველ რიგში აწმყოზე უნდა ფიქრობდე და არა მომავალზე, მასე ვფიქრობ მე და ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ მიდგომის სისწორეში...
ხვალინდელი დღის დდშვც, დღეს თუ ცუდად უნდა ვიყო, ცხოვრება ისეთია, ეგ ხვალინდელი დღე შეიძლება არც დადგეს და დღევანდელით მაინც უნდა მიიღო რამე კარგი...
* * *
Kvirila