Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მოგზაურთა კლუბი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ველომოგზაურობა
, მოგზაურობა ველოსიპედით
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62289821
· 30 Sep 2025, 10:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამოცდილების გაზიარება
იდეები
რჩევები
სამოტივაციო ვიდეოები
და ველომოგზაურობასთან დაკავშირებული ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ
* * *
This post has been edited by
akkai
on 13 Mar 2026, 16:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#62295327
· 3 Oct 2025, 20:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი ოცნებაა :love:
ჯერ მეწყვილე ვერ ვნახე, მარტო მოვიწყენ თორემ წავიდოდი.
თინეიჯერობაში ჯუმბერ ლეჟავა გავიცანი და ისეთ ამბებს ჰყვებოდა, მას შემდეგ ველოთი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ოცნებად მექცა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62298276
· 4 Oct 2025, 22:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის მზადმყოფი თანამგზავრის პოვნა მართლა ძალიან რთულია
მითუმეტეს ისეთი თანამგზავრის, რომელთანაც თავს კარგად იგრძნობ
ასეთი ადამიანი ცხოვრების თანამგზავრზე უფრო დიდი და ძვირფასი საჩუქარი მგონია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62309511
· 11 Oct 2025, 17:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორი საზოგადოებაა
კაცი ხომ კაცი ჰყავთ, ქალი - ქალი და გეი - გეი, დამატებით ველობილიკიც კი ველობილიკი აქვთ
https://www.facebook.com/share/r/1DG6NgX982/
აბა ჩვენთან ვერ გაიგებ, რომელი ბილიკი რომელ გზას უერთდება და რომელ ბორდიურს ახტება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nikokavtarartistic
Member
ჯგუფი: Registered
Nikokavtarartistic
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 276951
რეგისტრ.: 14-October 25
#62316475
· 16 Oct 2025, 19:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგ საქმისთვის რაც უნდა გადაიხადო ველოსიპედში, მაგ ფასად კემპერი მოგივა, მეც მყავს 300 ლარიანი რაღაც ორმაგი დისკებით 26 ზომა, მარა მითხრეს შორ მანძილებზე არ გამოდგებაო და რავიცი, ვფიქრობ და ჯერ ვერაფერი გადამიწყვეტია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2230
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#62316581
· 16 Oct 2025, 20:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოგზაურობას ნაკლებად უკავშირდება, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ვიდეოა, არ ვიცი ფინქბაიკიდან როგორ ჩავსვა. სამწუხაროდ, უკეთესი ხარისხით ვერსად ვერ ვნახე
all my friends are sick yeah
QUOTE
ჩემი ოცნებაა,
მარტო მოვიწყენ თორემ წავიდოდი.
არ მგონია ძნელად ასასრულებელი ოცნება. საქართველოში ბევრი ახალგაზრდაა (და არა მარტო) გატაცებული ველოთი, ფბ-ს ჯგუფებში ხშირად უდევთ ხოლმე გასვლების სურათები.
ისედაც, ქალაქგარეთ, თბილისიდან საკმაოდ შორს, სულ მხვდებიან ხოლმე ველომოყვარულები.
QUOTE
მაგ საქმისთვის რაც უნდა გადაიხადო ველოსიპედში, მაგ ფასად კემპერი მოგივა
დასტურ, თანამედროვე სამყაროში, კარგი (ნორმალური) ველო ძალიან ძვირი სიამოვნება გახდა, ახალში მინიმუმ 1500 ევრო მაინც გინდა.
სულ მაინტერესებდა, რატომ ღირს ველოები ასეთი ძვირი, რომელი ფაქტორები განაპირობებენ ბრენდული ველოების ასეთ მაღალ ფასებს (საუბარია დიდი გაყიდვების მქონე მწარმოებლებზე და არა ეგზოტიკურ/boutique ბრენდებზე).
ერთხანს მეგონა, მასშტაბის ეკონომიის საკითხი იყო. თუმცა რომ დავგუგლე, მსოფლიოში გაცილებით მეტი ველო იწარმოება, ვიდრე მოტო. ანუ მასშტაბის ეკონომიას, თუ მართლა არსებობს, წესით ვერ ექნება ამხელა ეფექტი.
ახლაც ვერ ვხვდები, კარგ ველოებს ძალიან მაღალი ფასები რომ ადევს, რა არის ძირითადი მიზეზი.
ისე, კარგ ველოსთან ერთად, კარგი ფიზიკური მომზადებაც გჭირდება. მთელი სიამოვნება იკარგება, თუ სათანადო ფორმაში არ ხარ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nikokavtarartistic
Member
ჯგუფი: Registered
Nikokavtarartistic
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 276951
რეგისტრ.: 14-October 25
#62316675
· 16 Oct 2025, 21:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხო ბარემ ამ თემაზე გამახსენდა, რამე კონტაკტი ხომ არ იცით ფორუმზე, რო ველოსაპედი ელექტროდ გადაკეთებაში დამეხმაროს, ან ის მაინც დავადგინო ერთი დატენვით რამდენ კილომეტს გადის დაახლოებით მაინც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62319668
· 18 Oct 2025, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მაგ საქმისთვის რაც უნდა გადაიხადო ველოსიპედში, მაგ ფასად კემპერი მოგივა
ეს ორი რაღაც ერთმანეთის ალტერნატივა არ არის
ავტომობილს ირჩევ მაშინ, როცა გარესამყაროსგან იზოლირებულად, ნაჭუჭით გადაადგილება გჭირდება ან ერთი ადგილიდან მეორეში სწრაფად მოხვედრაა პრიორიტეტი.
ველოს ირჩევ მაშინ, როცა პრიორიტეტი გარესამყაროსთან კავშირის შენარჩუნებაა ფეხით სიარულთან შედარებით სწრაფად გადაადგილების პარალელურად.
როცა გინდა რომ, მაგალითად, აკაციის აყვავებულ ხეებთან ჩავლისას ისე სწრაფად არ მიდიოდე, რომ ვერ შეძლო ამ სურნელით გაბრუება, მასთან ზიარება, სიცოცხლის გამძაფრებულად განცდა. ვერ შეძლო ჩიტების ჭიკჭიკი, ვერ შეძლო განიცადო, რას ნიშნავს, როცა მოძრაობისას ნიავი გეხება გახურებულ კანზე ან მზის სხივი გითბობს სხეულს ანდა ზამთრის უცნაურ სუსხს გრძნობს ფილტვები.
როცა გინდა, რომ არ იყო შემოზღუდული კაბინაში შექმნილი ხელოვნური სამყაროთი.
როცა გინდა, რომ გადაადგილებისას შენი სხეული მოძრაობდეს, ძლიერდებოდეს და თან გამოყოფდეს ენდორფინსა და სეროტონინს, რომელიც სამყაროს მკვეთრად აღქმაში გეხმარება.
Nikokavtarartistic
QUOTE
მეც მყავს რაღაც ორმაგი დისკებით 26 ზომა, მარა მითხრეს შორ მანძილებზე არ გამოდგებაო და რავიცი, ვფიქრობ და ჯერ ვერაფერი გადამიწყვეტია
ამბობენ, მოგზაურობისთვის საუკეთესო ველოსიპედი ისაა, რომელიც გყავსო. ასე რომ, არ მგონია, არ გამოდგეს. მთავარია მოირგო.
თუ გინდა, დადე მონაცემები და ვეცდებით დაგეხმაროთ შეფასებაში.
ორმაგკედლიანი დისკები კარგია.
QUOTE
ერთი დატენვით რამდენ კილომეტს გადის დაახლოებით მაინც
ეს ძირითადად ელემენტის ტევადობაზე, რაოდენობაზე და მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ერთი დატენვა რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასულამდე კილომეტრს ჰყოფნის.
ძრავის სიმძლავრეც ახდენს გავლენას, გზის ტიპიც, ტარების სტილიც და ამინდიც.
QUOTE
ველოსაპედი ელექტროდ გადაკეთებაში დამეხმაროს,
გადაკეთება მარტივია. თუ სანდო კომპლექტს შეიძენ (რამდენიმე ათასი ლარი დაგიჯდება), თავადაც ააწყობ, თუ გაერკვევი.
მაგრამ კარგი ხარისხის სანდო კომპლექტით ელექტრო ველოს აწყობა იმაზე ძვირი შეიძლება დაგიჯდეს, ვიდრე მზა ელექტრო ველოსიპედის შეძენა.
იააფფასიანის ან კუსტარულის დაყენება სარისკოა, ბომბზე ჯდომის ტოლფასია.
* * *
s-n-r
QUOTE
სულ მაინტერესებდა, რატომ ღირს ველოები ასეთი ძვირი
სინამდვილეში არც ისე ძვირია. Specialized, Giant, Canyon ხშირად დიდი ფასდაკლებებით, საკმაოდ დაბალ ფასად ყიდიან ველოსიპედებს ამერიკის ბაზარზე და ონლაინ საიტებზე. სხვა ნაკლებად პოპულარული ბრენდებიც ანახევრებენ საწყის ფასს. ევროპის ბაზარზეც ხშირია ფასდაკლებები. 400-700 დოლარად ან ევროდ ისეთი მოდელების შეძენა შეიძლება, ჩვენთან 3000+ ლარი რომ ღირს მინიმუმ. ახალ ველოებს ვგულისხმობ.
QUOTE
რომელი ფაქტორები განაპირობებენ ბრენდული ველოების ასეთ მაღალ ფასებს
ალბათ მხოლოდ მოთხოვნა.
თუმცა თვითღირებულებაც არ არის ძალიან დაბალი. როგორც ვიცი, ხშირი ფასდაკლებების გამო Specialized და Giant საკმაოდ დაბალ მოგებაზე მუშაობენ, სავარაუდოდ იმ გათვლით, რომ ფასების ასე ხშირი დაგდებით კონკურენტებს ჩაძირავენ და მერე იზრუნებენ მეტ მოგებაზე.
QUOTE
ისე, კარგ ველოსთან ერთად, კარგი ფიზიკური მომზადებაც გჭირდება. მთელი სიამოვნება იკარგება, თუ სათანადო ფორმაში არ ხარ.
100%
This post has been edited by
Genevieve
on 18 Oct 2025, 23:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2230
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#62322080
· 20 Oct 2025, 17:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Genevieve
QUOTE
ეს ორი რაღაც ერთმანეთის ალტერნატივა არ არის
ავტომობილს ირჩევ მაშინ, როცა გარესამყაროსგან იზოლირებულად, ნაჭუჭით გადაადგილება გჭირდება ან ერთი ადგილიდან მეორეში სწრაფად მოხვედრაა პრიორიტეტი
რა კონტექსტშიც იგულისხმა, იდეაში მაგაში მართალია.
თუ მიზანი მხოლოდ მოგზაურობაა, 4-5 მეგობარი რომ გაერთიანდეს და მომზადებული ავტომობილი იყიდოს, ბევრად დიდი თანხა არ დაჯდება.
თან მანქანაზე ველო სამაგრის დაყენებაც შეგიძლია (უბრალოდ, სჯობს ჭერზე არ იყოს სამაგარი - ოდესმე, სადმე ყურადღებას მოადუნებ, და დააზიანებ მანქანას ან ველოებს).
ასევე, მანქანაში შეგიძლია ბევრად უფრო კომფორტულად დაიძინო, ვიდრე კარავში.
ადრე მეც მეგონა, რომ ველოთი მსოფლიოს შემოვივლიდი. მაგრამ ძნელია სოლო მოგზაურობა, განსაკუთრებით, მთა-გორიან რელიეფზე.
QUOTE
ველოს ირჩევ მაშინ, როცა პრიორიტეტი გარესამყაროსთან კავშირის შენარჩუნებაა ფეხით სიარულთან შედარებით სწრაფად გადაადგილების პარალელურად.
როცა გინდა რომ, მაგალითად, აკაციის აყვავებულ ხეებთან ჩავლისას ისე სწრაფად არ მიდიოდე, რომ ვერ შეძლო ამ სურნელით გაბრუება, მასთან ზიარება, სიცოცხლის გამძაფრებულად განცდა. ვერ შეძლო ჩიტების ჭიკჭიკი, ვერ შეძლო განიცადო, რას ნიშნავს, როცა მოძრაობისას ნიავი გეხება გახურებულ კანზე ან მზის სხივი გითბობს სხეულს ანდა ზამთრის უცნაურ სუსხს გრძნობს ფილტვები.
როცა გინდა, რომ არ იყო შემოზღუდული კაბინაში შექმნილი ხელოვნური სამყაროთი.
როცა გინდა, რომ გადაადგილებისას შენი სხეული მოძრაობდეს, ძლიერდებოდეს და თან გამოყოფდეს ენდორფინსა და სეროტონინს, რომელიც სამყაროს მკვეთრად აღქმაში გეხმარება.
დიახ, დაგეთანხმები, ავტომობილი ორთვლიან ტრანსპორტს ვერ შეედრება.
მოტოციკლით მიხვეულ-მოხვეულ აღმართებში რომ მიქრიხარ, თან სიმაღლზე რომ ადიხარ, გგონია, დაფრინავ :love:
QUOTE
სინამდვილეში არც ისე ძვირია. Specialized, Giant, Canyon ხშირად დიდი ფასდაკლებებით, საკმაოდ დაბალ ფასად ყიდიან ველოსიპედებს ამერიკის ბაზარზე და ონლაინ საიტებზე. სხვა ნაკლებად პოპულარული ბრენდებიც ანახევრებენ საწყის ფასს. ევროპის ბაზარზეც ხშირია ფასდაკლებები. 400-700 დოლარად ან ევროდ ისეთი მოდელების შეძენა შეიძლება, ჩვენთან 3000+ ლარი რომ ღირს მინიმუმ. ახალ ველოებს ვგულისხმობ.
Giant და Canyon შეიძლება, მაგრამ Specialized, ტრადიციულად, ტოპ ბრენდია (მახსოვს, ვიღაც წერდა, Specialized პორშეა, Cube კი ფოლკსვაგენიო).
რომელ ონლაინ მაღაზიებში იდება მასეთი ფასდაკლებები? ცოტა ეჭვი მეპარება. შეგიძლია ბმული დადო?
50% - იანი ფასდაკლება, სავარაუდოდ, ამოსაყიდ პროდუქციას ექნება, დიდად არავის რომ არ ჭირდება - ძალიან პატარა ზომის ჩარჩოს მქონეს ველოებს, ან 2-3 წლის წინანდელ სამოდელო ველოებს, ან რამე წუნის/დეფექტის მქონე ველოებს.
ან ისეთ მაღაზიას, ფულადი ნაკადების კრიზისი რომ აქვს ერთჯერადად და ქეში სასწრაფოდ რომ ჭირდება.
QUOTE
თუმცა თვითღირებულებაც არ არის ძალიან დაბალი
დიახ, ალბათ აქაც არის სიმართლის მარცვალი.
ველო საკმარისად მსუბუქი უნდა იყოს, რათა სიამოვნების მონიჭება შეძლოს. მოტოსთვის და ავტომობილისთვის წონა არ არის ამ დონეზე კრიტიკული.
შეიძლება, სიმსუბუქის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საწარმოო პროცესები დიდ დანარხარჯებს მოითხოვს.
თუ საიდუმლო არ არის, რომელი ველო გყავს?
საგზაო, გრაველი, სამთო ჰარდთეილი თუ სამთო სრული?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62322489
· 20 Oct 2025, 22:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა კონტექსტშიც იგულისხმა, იდეაში მაგაში მართალია.
ვერ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. საცხოვრებელი ფურგონით მოგზაურობის კულტურა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ველომოგზაურობას ვერ ანაცვლებს.
QUOTE
ასევე, მანქანაში შეგიძლია ბევრად უფრო კომფორტულად დაიძინო, ვიდრე კარავში.
ველომოგზაურობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარავში უნდა დაიძინო. შეგიძლია სასტუმროში დაიძინო, თუ იმხელა დაუსახლებელ ტერიტორიას არ კვეთ, გავლას დღეზე მეტი რომ დასჭირდეს.
QUOTE
რომელ ონლაინ მაღაზიებში იდება მასეთი ფასდაკლებები? ცოტა ეჭვი მეპარება. შეგიძლია ბმული დადო?
ოფიციალურ საიტებზე. ძალიან დიდი ფასდაკლებები აქვთ ბრენდებს აგვისტოში, ნოემბერში და იანვარში.
specialized.com-ზე, მაგალითად, ახლაც კი 475 დოლარი ღირს 2025 წლის Rockhopper სხვადასხვა ზომის არჩევანით, მიუხედავად იმისა, რომ black friday ფასდაკლებები ჯერ არ დაწყებულა.
specialized როგორც ვიცი მომავალი წლების წინასწარი მარაგების წყალობით ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-იან მოგებაზე მუშაობს და ამ პოლიტიკით ბევრი მწარმოებელი ჩაძირა.
QUOTE
დიახ, ალბათ აქაც არის სიმართლის მარცვალი.
ველო საკმარისად მსუბუქი უნდა იყოს, რათა სიამოვნების მონიჭება შეძლოს. მოტოსთვის და ავტომობილისთვის წონა არ არის ამ დონეზე კრიტიკული.
შეიძლება, სიმსუბუქის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საწარმოო პროცესები დიდ დანარხარჯებს მოითხოვს.
მთავარი განმაპირობებელი ალბათ ის არის, რომ ველოსიპედის ბრენდები ყველა ნაწილს თავად არ აწარმოებენ. Shimano-ს, SRAM-ის, Microshift-ის და ნაწილების სხვა მწარმოებლების ფასებზე არიან დამოკიდებულები. ელ ველოებისთვის ახლა უკვე Bosch-ზე, Bafang-ზე და ა.შ.
QUOTE
თუ საიდუმლო არ არის, რომელი ველო გყავს?
საგზაო, გრაველი, სამთო ჰარდთეილი თუ სამთო სრული?
Touring/ATB
QUOTE
ადრე მეც მეგონა, რომ ველოთი მსოფლიოს შემოვივლიდი. მაგრამ ძნელია სოლო მოგზაურობა, განსაკუთრებით, მთა-გორიან რელიეფზე.
აქაც გავაზიარებ ამ ვიდეოს
This post has been edited by
Genevieve
on 20 Oct 2025, 22:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#62322575
· 20 Oct 2025, 23:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(s-n-r @ 16 Oct 2025, 20:24 )
არ მგონია ძნელად ასასრულებელი ოცნება. საქართველოში ბევრი ახალგაზრდაა (და არა მარტო) გატაცებული ველოთი, ფბ-ს ჯგუფებში ხშირად უდევთ ხოლმე გასვლების სურათები.
ისედაც, ქალაქგარეთ, თბილისიდან საკმაოდ შორს, სულ მხვდებიან ხოლმე ველომოყვარულები.
საქართველოს გარშემო კი დადიან, მაგრამ მე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ვოცნებობ. ველოთი სულ სხვა გამოცდილება იქნება. მსგავსი სურვილის მქონე კომპანიონის პოვნა რთულია.
სურვილი შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ დრო და შესაძლებლობა არა. ფულის ამბავშიც, მეც გამიჭირდება. მაგრამ სადაც ვჰიჩჰაიკობდი ღამის მოფიქრება შეიძლება...
თან ჩემს სამეგობროში ყველას ოჯახი ჰყავს, არავინ წამოვა, თუნდაც ორკვირიან მოგზაურობაში. მოკლედ ამ ეტაპზე ოცნებაა.
ახლა, ველოც კი აღარ მყავს -_-
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62322627
· 20 Oct 2025, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE
ახლა, ველოც კი აღარ მყავს
ველოს გათხოვებთ, მაგრამ კომპანიონის მოძებნა მართლა ძალიან რთულია, იმდენად სერიოზულ ფიზიკურ და კიდევ უფრო მეტ ფსიქიკურ მზაობას მოითხოვს დიდხნიანი მოგზაურობა, მითუმეტეს ველო-
თან ეს ფიზიკური მომზადებაც ასე თუ ისე თანაბარი უნდა იყოს. სხვის ტემპში დიდხანს სიარული ძალიან დამღლელი იქნება
ისეთ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაც დამღლელია, ვისთანაც უფსკრული გაშორებს
თუმცა s-n-r ალბათ იმას გულისხმოდა, რომ პატარა ტურებში მონაწილეობისას შეიძლება შეხვდე სწორ ადამიანებს
* * *
ბარემ ამ გასვლების ლინკსაც გავაზიარებ, თუ ვინმეს მონაწილეობის სურვილი ექნება
https://www.facebook.com/events/824825967123584
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Cele
77
ჯგუფი: Members
Cele
77
ჯგუფი: Members
წერილები: 19400
წევრი No.: 157746
რეგისტრ.: 22-December 12
#62323410
· 21 Oct 2025, 17:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაან დიდი მუღამი მაქ მეც ველომოგზაურობის.
რამოდენიმე წლის წინ ვიყიდე ველო და აი საღამოობით ცვეტში დღეს არ ვაგდებ რო ველოთი არ გავიდე.
დიდ დისტანაციაზე არამგონია რო ამ ეტაპზე გავუქაჩო, შემომთავაზეს რამოდენიმეჯერ ტური, მაგრამ მეთქი შეგანელებთ და ვერ გავრისკე წასვლა, არადა უეჭველი მინდა თუნდაც მცირე ტურის მოხოდვა ველოთი.
ეს უფრო მოტო-კატეგორიაში გადის, e-bike, მაგრამ სიამოვნებით დავითრევდი ამას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2230
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#62323892
· 21 Oct 2025, 22:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Genevieve
QUOTE
ვერ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. საცხოვრებელი ფურგონით მოგზაურობის კულტურა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ველომოგზაურობას ვერ ანაცვლებს.
მაგაზე არავინ დავობს. სავარაუდოდ, ზოგადად მოგზაურობა იგულისხმა, საკუთარი ტრანსპორტით.
QUOTE
ფიციალურ საიტებზე. ძალიან დიდი ფასდაკლებები აქვთ ბრენდებს აგვისტოში, ნოემბერში და იანვარში.
specialized.com-ზე, მაგალითად, ახლაც კი 475 დოლარი ღირს 2025 წლის Rockhopper სხვადასხვა ზომის არჩევანით, მიუხედავად იმისა, რომ black friday ფასდაკლებები ჯერ არ დაწყებულა.
მართალი ყოფილხარ. მართლაც აქვთ კარგი ფასდაკლებები.
თუმცა ჩამოტანისა და განბაჟების ხარჯი კი დაფარავს ალბათ მაგ შეღავათს.
QUOTE
მთავარი განმაპირობებელი ალბათ ის არის, რომ ველოსიპედის ბრენდები ყველა ნაწილს თავად არ აწარმოებენ. Shimano-ს, SRAM-ის, Microshift-ის და ნაწილების სხვა მწარმოებლების ფასებზე არიან დამოკიდებულები. ელ ველოებისთვის ახლა უკვე Bosch-ზე, Bafang-ზე და ა.შ.
ავტო/მოტო მწარმოებლებიც სხვა მომწოდებლებზე არიან დამოკიდებულნი. მაგალითად, დაკიდების სისტემას (suspension) თვითონ მგონი არავინ არ აწარმოებს.
უმრავლესობა გადაცემათა კოლოფებს (და ზოგჯერ მთლიანად ძრავებსაც) სხვებისგან ყიდულობს. კიდევ ალბათ უამრავი დეტალია, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ.
მთავარი არგუმენტი ვითომ ის აქვთ, რომ აი მსოფლიო დონის პროფესიონალი მრბოლელებიც იგივე კომპლექტაციის ველოებით ასპარეზობენ და ამიტომ ღირს კარგი ველო ძვირი.
თუმცა ფარისევლობა მგონია. მსოფლიო დონის ველოსპორტსმენს ალბათ სულ არ ანაღვლებს, ველოს რა მოუვა, სპონსორები ყოველთვის აჩუქებენ ახალს. შენ კიდევ რამდენიმე წელი უნდა აგროვო ფული.
ვფიქრობ უფრო მარკეტოლოგების ხრიკია. ფუფუნების/სტატუსის განმსაზღვრელ ნივთად აქციეს ველოსიპედი.
QUOTE
აქაც გავაზიარებ ამ ვიდეოს
მეც მყავს საკმაოდ კარგი ელექტრო ველო. ეგ პანაცეა არ არის.
თავიდან ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა, ბოლო კილომეტრების გავლისას მაინც იღლები, მთელი გზა სულ მაქსიმუმ სიმძლავრეზეც რომ გქონდეს ჩართული, ორგანიზმი მაინც გეღლება.
კი, 40-50 კილომეტრს შეუფერხებლად გაივლი, მაგრამ მალე ხვდები, რომ მანძილის დაფარვის თვალსაზრისით, მოტოსთან და მანქანასთან ახლოსაც ვერ მოვა, თუ კარგი ფიზიკური მომზადება არ გაქვს.
ან მაშინ იმდენად მსუბუქი ელექტრო ველო უნდა იყიდო, რომლითაც სიარული მოტორის დახმარების გარეშეც ადვილია, მაქსიმუმ 14 - 15 კგ.
Heart_of_Darkness
QUOTE
საქართველოს გარშემო კი დადიან, მაგრამ მე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ვოცნებობ. ველოთი სულ სხვა გამოცდილება იქნება. მსგავსი სურვილის მქონე კომპანიონის პოვნა რთულია.
სურვილი შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ დრო და შესაძლებლობა არა. ფულის ამბავშიც, მეც გამიჭირდება. მაგრამ სადაც ვჰიჩჰაიკობდი ღამის მოფიქრება შეიძლება...
მიზანი ნამდვილად მსოფლიოს გარშემო ველოთი მოგზაურობაა? როგორ ფიქრობ, რას შეგმატებს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა?
ჯანმრთელობა, ფინანსები და კომპანიონი მართლაც რომ გიწყობდეს ხელს, წახვიდოდი მართლა, ახლავე? სანაცვლოდ დათმობდი, მაგალითად, განათლებას, PhD პროგრამას, კარიერას, სხვა მიზნებს?
როგორც ასეთი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ცოტა მოძველებული და კლიშე თემა მგონია. შეიძლება მეცხრამეტე საუკუნეში ან მეოცე საუკუნის დასაწყისში მართლაც დიდი მიღწევა იყო, თუმცა ახლა ალბათ ბევრი ბლოგერი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, ეჭვი მეპარება, რამე უნიკალური აღმოჩენა გაეკეთებინა რომელიმეს.
უფრო სწორად, ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, ვფიქრობ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ღირებულს ბევრს ვერაფერს შეგვმატებს, ალბათ ჯერ რაღაც ისტორია უნდა გადაგხდეს თავს, მასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო და შენი თავი მანდ რომ იპოვო და თქვა - ეს ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა.
QUOTE
ახლა, ველოც კი აღარ მყავს
სევდიანი ისტორია გამახსენდა: მე და თანამშრომელი რამდენიმე წელი ვცდილობდით ერთობლივ ველო გასეირნებას.
თავიდან ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, შემდეგ მე ჩამეძინა ხოლმე, შემდეგ მანქანა იყიდა და დიდად აღარ აინტერესებდა, შემდეგ ბინა იყიდა. საბოლოოდ კი ველოც გაყიდა.
ვეხვეწე, არ გაყიდო მეთქი. მაგრამ სესხი ჰქონდა, რა ექნა, მაინც ვერ ვუვლიო და გაყიდა :user:
Cele
QUOTE
ძაან დიდი მუღამი მაქ მეც ველომოგზაურობის
:up:
QUOTE
ეს უფრო მოტო-კატეგორიაში გადის, e-bike, მაგრამ სიამოვნებით დავითრევდი ამას
კარგი გასართობია სოფელში ან აგარაკზე, მაგრამ დიდ მანძილებზე მხოლოდ თავისი სვლით სამოგზაუროდ არ გამოგადგება.
პიკაპი ან ვენი თუ გყავს ცალკე მაგისთვის, მაშინ კი ბატონო.
მეც ვფიქრობდი ერთხანს სოფლისთვის ელექტროს ყიდვას, იმ მოტივით, რომ ზეთის ცვლა და სერვისი ხშირად არ დაჭირდებოდა, თუმცა ბოლოს მაინც ჩვეულებრივის ყიდვა გადავწყვიტე.
სტარკ ვარგზე ნაკლები ელექტრო მოტოს ყიდვა ალბათ არ ღირს, მაგ ფასად კი სრულფასოვანი ადვენჩერ/ტურინგ მოტო მოგივა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62324783
· 22 Oct 2025, 15:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
s-n-r
QUOTE
მართალი ყოფილხარ. მართლაც აქვთ კარგი ფასდაკლებები.
თუმცა ჩამოტანისა და განბაჟების ხარჯი კი დაფარავს ალბათ მაგ შეღავათს.
ეს იმის პასუხად დავწერე, რომ თქვი თანამედროვე სამყაროში ველო ძალიან ძვირი სიამოვნება გახდაო.
იქ, სადაც 400-500 დოლარს 2 დღეში გამოიმუშავებს დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანიც კი, ახალი ველოსთვის, რომელსაც თან გარანტია და რამდენიმეწლიანი სერვისიც მოჰყვება, 2 დღის შემოსავლის გაღება ვერ ჩაითვლება ძვირად. მეორადი ველოების დიდი ბაზარიც აქვთ და 10-20-50-100 დოლარადაც მშვენიერი ველოების შეძენა შეუძლიათ საკუთარ უბნებშივე.
ევროპაშიც იგივეა. ხელფასიც საკმარისი აქვთ, ფასდაკლებებიც დიდი და დამატებით აქვთ წამახალისებელი პროგრამები, რომლებითაც დამსაქმებლები ინაწილებენ ველოს შეძენის ხარჯს. თუ ვინმეს კიდევ უფრო იაფად უნდა, მეორად ბაზარზე იქაც ძალიან იაფად და ადვილად შეიძლება ნორმ ველოს შეძენა.
იაპონიაშიც ასეა, ინდოეთშიც, აღარ მაქვს ლაპარაკი ჩინეთზე, ტაივანზე და ა.შ.
საქართველოში სამწუხაროდ სხვა რეალობაა. ხელფასებია იმდენად დაბალი, 2 დღის შემოსავლით კი არა, რიგითმა ადამიანმა შეიძლება 2 წლის დანაზოგით ვერ შეძლოს ახალი ველოსთვის საკმარისი თანხის შეგროვება. რომელ დანაზოგზეა ლაპარაკი, როცა უმეტესობის ხელფასი საბაზისო (მაგალითად სამედიცინო, დასვენების ადა ა.შ.) ხარჯებსაც კი არ ფარავს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან ველოსიპედებიც უფრო ძვირია ვიდრე სხვა ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში.
სახელმწიფოს პოლიტიკაც გასაგები მიზეზის გამო არ არის ეკოტრანსპორტის განვითარებაზე ორიენტირებული. დამოუკიდებლობას განიჭებს ველოტრანსპორტი, არ ხან საწვავზე, სერვისზე, საზ ტრანსპორტზე და იმ სხვა ბიზნესებზე დამოკიდებული, რითაც მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან.
ამიტომ საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით წახალისებულია და დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებული სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის და 8711 კოდით გათვალისწინებული მოტოციკლის იმპორტი, მაგრამ ველოსიპედის არა. ველოს შემოტანა დღგ-ს სრული განაკვეთით იბეგრება.
ვფიქრობ, ამ საკითხზე სამუშაო აქვს ველოსაზოგადოებას. უნდა შეატანინონ ცვლილება, რომ ველოსიპედები და მათი ნაწილებიც აღარ იყოს გამოტოვებული გათავისუფლებისგან.
მანამდე, ვისაც აქ უნდა specialized -ის შეძენა, საქართველოში მათ ოფიციალურ დილერს, bikes.ge-ს შეუძლია მიმართოს. ამერიკის ფასები აქვთ დაახლოებით. როგორც ვიცი იმ მოდელების ჩამოტანაც შეუძლიათ, რომლებიც ამჟამად არ აქვთ მარაგში.
QUOTE
ბოლო კილომეტრების გავლისას მაინც იღლები, მთელი გზა სულ მაქსიმუმ სიმძლავრეზეც რომ გქონდეს ჩართული, ორგანიზმი მაინც გეღლება.
კი, 40-50 კილომეტრს შეუფერხებლად გაივლი, მაგრამ მალე ხვდები, რომ მანძილის დაფარვის თვალსაზრისით, მოტოსთან და მანქანასთან ახლოსაც ვერ მოვა, თუ კარგი ფიზიკური მომზადება არ გაქვს.
დღეში? ნორმალურ რელიეფზე? დღეში 40 კილომეტრს ფეხითაც გაივლის ფიზიკურად სათანადოდ მომზადებული ადამიანი.
ველოსთვის, მითუმეტეს ელექტრო ველოსთვის და მითუმეტეს ბარგის გარეშე 40 კმ არაფერი არ არის, მაქსიმუმ 1-1,5 საათის ამბავია.
თუ 1-2 საათზე მეტხანს ვერ ატარებს ადამიანი, გამოდის, რომ ან დამწყებია და კუნთოვანი მასა არ აქვს განვითარებული, ან ველოს სჭირს რამე, ან მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ან რამე ნივთიერების დეფიციტი აქვს ორგანიზმში.
ფიზიკური მომზადების ასეთ დონეზე დიდ ველომოგზაურობაზე ფიქრიც კი ნაადრევია, მაგრამ პატარა და სისტემატური გასვლები კარგია კუნთის განვითარებისთვის.
QUOTE
მანძილის დაფარვის თვალსაზრისით, მოტოსთან და მანქანასთან ახლოსაც ვერ მოვა,
მითუმეტეს, თვითმფრინავთან.
QUOTE
ან მაშინ იმდენად მსუბუქი ელექტრო ველო უნდა იყიდო, რომლითაც სიარული მოტორის დახმარების გარეშეც ადვილია, მაქსიმუმ 14 - 15 კგ.
მსუბუქი ველო ნიშნავს მყიფე ჩარჩოს და ნაკლებად გამძლე ნაწილებს, რაც დიდ მანძილზე სამოგზაუროდ განკუთვნილი ველოსთვის არარეკომენდებულია.
სამოგზაურო ველო როგორც წესი შედარებით დიდდიამეტრიანი ქრომოლის ფოლადია ხოლმე, გამძლე და ადვილად შეკეთებადი მაგრამ შედარებით მძიმე ნაწილებით, გამძლე და მძიმე საბურავებითა და დისკებით. ძრავის გარეშეა ასეთი ველოები მინიმუმ 12-14 კილო, ისიც კარგ შემთხვევაში. ამას ემატება ბარგი საშუალოდ 15-25 კილო.
ასე რომ...
უბრალოდ ფიზიკურად უნდა მოემზადოს ადამიანი.
რეზის ეპიზოდი ვნახე ამასწინათ. თავისი ველომოგზაურობების შესახებ ყვება. ბევრ საინტერესო კითხვას სცემს პასუხს
·
ციტირება
·
^
2 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი:
GIORGI XXL
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მოგზაურთა კლუბი
|
იქით
»
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.3405 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.