მოგზურობის დაწყება პატარ-პატარა, მარტივი და დაბალბიუჯეტური მარშრუტებითაც შეიძლება.გაგიზიარებთ თინათინ მოსიაშვილის სიას, თუ სად და როგორ შეიძლება წახვიდეთ უფასოდ ან 2-3 ლარად (ანუ 1 კოლოფი სიგარეტის ან ერთი ქილა ლუდის ფასად).
(სია შედგენილია 2019 წელს, ამიტომ ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გადაამოწმეთ)
უფასოა:
თბილისის ზღვა და დენდროლოგიური პარკი (ზღვაზე ვარკეთილის მხრიდანაც მიდის ტრანსპორტი და თემქის მხრიდანაც)
თბილისის ზღვაზე "მეფეთა სავანე" რომ დგას, იქ ავდივართ ხოლმე საღამოს, სულ ნიავი და სიგრილეა. ერთ მხარეს _ თბილისის ხედი, მეორე მხარეს - ზღვა. ოჯახებს პატარა ბავშვებით ხშირად ვხედავ. თან მოსწორებული ადგილიცაა და დარბიან ეტლებითა თუ უეტლოდ.
ზღვასთან საქართველოს დიდების მემორიალი (ავტობუსი ადის ღრმაღელის მეტროდან)
ნარიყალა - მთაწმინდის ბილიკი
ნარიყალა - ლეღვთა ხევი - თაბორის მთა (ამ მარშრუტზე კრწანისი ბრძოლის ამბებიც შეიძლება უამბოთ ბავშვს)
კუს ტბა - მთაწმინდის პარკის საფეხმავლო მარშრუტი (თუ ატრაქციონების გვერდის ავლა გინდათ. შეგიძლიათ ისე შეიძლება გახვიდეთ შიდა კიბეებით, რომ საერთოდ არ მოხვდეთ ატრაქციონებისკენ)
კუს ტბა (საბაგიროთი ასვლა 1 ლარი ღირს)
ბოტანიკურში შესვლაც არ დაგიჯდებათ ერთ კოლოფ სიგარეტზე ძვირი.
კოჯრის ციხე და უძოს მთა (მგზავრობა ავტობუსით 50 თეთრია, სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო. ავტობუსი გადის ორბელიანის, ანუ კოლმეურნეობის მოედნიდან) ავტობუსის მერე დაახლოებით 1 კილომეტრი იქნება ციხემეც და უძოს მთამდეც.
წავკისი - შინდისი - ტაბახმელა - კიკეთი - 50 თეთრი და ავტობუსები ისევ ორბელიანის მოედნიდან
ბეთანიში ცოტა მეტი მოგიწევთ სიარული, მაგრამ ღირს. შეგიძლიათ გაყვეთ კიკეთის ან კოჯრისკენ მიმავალ ავტობუსს და მძღოლი მიგასწავლით, სად ჩახვიდეთ.
მცხეთა (სვეტიცხოველი, ანტიოქია, სამთავრო)
არმაზი
ბაგინეთი
ზედაზენი (მცხეთისა და საგურამოს სარეისოები დადის დიდუბიდან და 1 ლარი ღირს. მძღოლი გეტყვით, სად ჩახვიდეთ და მერე მონასტრამდე 5,5 კილომეტრია)
შიო-მღვიმის მონასტერი (სამთავროდან ან ძეგვის რკინიგზის სადგურიდან ფეხით შეგიძლიათ იაროთ)
თხოთის მთა და ქსნის ციხე (ტრასაზე კასპი-გორისკენ მიმავალ ნებისმიერ ტრანსპორტს გაყევით)
გრაკლიან-სამთავის-ქვემო ჭალა-სხვილოს ციხეც მშვენიერი მარშრუტია (2-2,5 ლარი ეღირება გზა)
წილკანი და ძალისი (დუდუბიდან გადის წილკნისკენ სარეისო და 1,5 ლარი ღირს მგზავრობა)
მუხრანის ტაძარი და შატო-მუხრანი (თუ რამე ღონისძიება არ აქვთ, ტერიტორიაზე უპრობლემოდ და უფასოდ შეგიშვებენ)
მარტყოფის მონასტერი (ნორიოს სარეისო გადის სამგორიდან და 1,5 ლარი ღირს, ბოლო გაჩერებიდან 4-5 კილომეტრის გავლა მონასტრამდე ფეხით მოგიწევთ)
შავნაბადა (ფონიჭალიდან ან თელეთიდან ფეხით ადით)
ბირთვისი (ფარცხისამდე გაყევით თერიწყაროს სარეისოს სამგორიდან, 3 ლარი ღირს)
თუ ოჯახთან ერთად ღამისთევით წახვალთ, საღამოს კოცონთან მწვადს თუ არა კარტოფილს ან სიმინდს შეწვავთ და კარავში გაათენებთ ღამეს, მერწმუნეთ, აბსოლუტურად სხვანაირი ურთიერთობით დაბრუნდებით. ეს თქვენს შვილებს ძალიან სჭირდებათ და, მერწმუნეთ, მათზე მეტად თქვენ.
https://youtu.be/Hvyn9JkOu0Y?si=XJfFQqEIhgznv0qR