#62742119 · 3 Oct 2026, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ზამთარში სად მირჩევთ მოგზაურობას?
მხოლოდ იმ ადამიანების პირადი გამოცდილება მაინტერესებს, ვინც ზამთარში თავად იმოგზაურა. სად იყავით, რომელ თვეში, როგორი ამინდი დაგხვდათ, რა მოგეწონათ და რა არა? დაახლოებით რა დაგიჯდათ და ისევ წახვიდოდით?
გთხოვთ, AI-ით დაწერილ პასუხებს ნუ დადებთ — თქვენი რეალური გამოცდილება და შთაბეჭდილებები მინდა. მადლობა! * * * ცოტა დავაზუსტებ, როგორი მოგზაურობა მინდა: შარშან კატოვიცაში ვიყავი და იქ საშობაო ბაზრობა ძალიან მომეწონა. ამ ზამთარსაც სიამოვნებით წავიდოდი ისეთ ადგილას, სადაც მსგავსი საშობაო ატმოსფერო იქნება. კონკრეტულად კატოვიცის გამეორება აუცილებელი არ არის — სხვა ქალაქსაც განვიხილავ, უბრალოდ მინდა ამ კუთხითაც ღირდეს ჩასვლა.
ვისაც ზამთარში მსგავსი მოგზაურობის გამოცდილება გაქვთ, რომელ ქალაქს მირჩევდით? ჩემთვის საინტერესოა არა მხოლოდ ის, რომ ქალაქში Christmas market იმართება, არამედ თქვენი შთაბეჭდილება: თავად ბაზრობა რამდენად მოგეწონათ, ქალაქში კიდევ რით გაერთეთ და მთლიანობაში ღირდა თუ არა მოგზაურობა. თუ კატოვიცაშიც ყოფილხართ და სხვა ქალაქის საშობაო ბაზრობაზეც, თქვენი შედარება განსაკუთრებით გამომადგება.
ისიც მაინტერესებს, რომელ პერიოდში იყავით და თქვენივე გამოცდილებით როდის ჯობია წასვლა. რამდენი დღე გეყოთ, ამინდმა რამდენად შეგიშალათ ხელი და დაახლოებით რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული? ფასებზე თუ დაწერთ, წელიც მიუთითეთ, რომ წარმოდგენა შემექმნას.
მოკლედ, კატოვიცაში საშობაო ბაზრობა მომეწონა და ახლა მსგავსი განწყობის მქონე სხვა ადგილის პოვნა მინდა. დაწერეთ როგორც კარგი, ისე ცუდი მხარეებიც — რა მოგეწონათ, რამ გაგიცრუათ იმედი და დაბრუნდებოდით თუ არა. მხოლოდ თქვენი პირადი გამოცდილება მაინტერესებს, AI-ის ტექსტების გარეშე.
|