მუსან ჯგუფის მიერ ბლოკის დანადგარების (ე.წ. ბლოკის ცეხის) წარმოებას 2007 წლის დასაწყისიდან დღემდე წარმატებულად აგრძელებს. ჩვენი კომპანიის პირველი პროდუქტი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში დამზადდა. ამ დანადგარებმა მოიპოვა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ თურქეთის ფარგლებს გარეთაც. ამან მოახდინა დადებითი გავლენა მუსან ჯგუფის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.
ჰიდრო-პნევმატური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული ბლოკის, ბარდიურების, სანიაღვრე არხებისა და ბილიკის ანუ ქვაფენილის დანადგარების მსგავსებამ განაპირობა მათი პარალელურად განვითარება. დღეს
ბლოკის დანადგარი მოიცავს ყველა ფუნქციას იმისათვის, რომ მას შეეძლოს არა მხოლოდ ქვაფენილის, არამედ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბლოკის და ბარდიურების დაპრესვაც. წლების გამოცდილებამ და ტექნიკური ჯგუფის პროფესიონალურმა მიდგომამ ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო დანადგარის ყველა საჭირო თვისება გააერთიანა, რამაც მოგვცა საშუალება ერთი დანადგარის ტრაფარეტული ფორმების შეცვლით ქვაფენილის ბილიკის წარმოებაც.
ჩვენი სპეციალისტები და ინჟინრები მუშაობენ ამ დანადგარების გაუმჯობესებაზე, დანადგარების საბეჭდი ფორმის გადაცვლასა და ფუნქციონალურობის გაუმჯობესებაზე და რაც მთავარია მუშაობის უსაფრთხოებაზე. ყველა დეტალი დამზადებულია მაღალი ხარისხის მეტალისა და სხვა მარერიისაგან რაც რეალურს ხდის მის მრავალწლიან ექსპლოატაციას.