აზომვითი ნახაზი ჩავაბარეთ ვარკეთილის ყავლაშვილის პროექტზე და რეესტრმა ასეტი რამ მოგვწერა და რა უნდათ ხომ ვერ დამაკვალიანებთ?
თქვენს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული სართულის გეგმა, რომელზეც მონიშნული იქნება რეგისტრირებული და დასარეგისტრირებელი ფართები.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ თუ საერთო ფართი 103.68 კვ.მ. მოიცავს საერთო სარგებლობის ფართს, წარმოსადგენია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი უძრავი ნივთის გადაცემის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ გსურთ საერთო სარგებლობის ფართების თქვენს საკუთრებაში რეგისტრაცია.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე."
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დამატებით წარმოსადგენია ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული სართულის გეგმა რეგისტრირებული და დასარეგისტრირებელი ფართების მონიშვნით. თუ საერთო ფართი მოიცავს საერთო სარგებლობის ფართს, დამატებით წარმოსადგენია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სადაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნება 100% (ყველა წევრის) მიერ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)