საჩემო თემას მივაგენი ,დახმარება მჭირდება

აღარ ვიცი რა ვქნა , სტომატიტი როგორც ასეთი ბოლოს როდის მქონდა არ მახსოვს ,ძალიან იშვიათად ვციი თითქმის არასდროს , ერთ დღეს მომცა სიცხე 40 მდე , ამეწვა პირის ღრუ სულ დამიწითლდა , მერე სიცხემ გამიარა მეორე დღეს ,მაგრამ პირში სტომატიტებმა გამომაყარა , ერთმა და ორმა არააა , არამედ რამდენიმემ დაახლოებიტ 6-7 ცალი მაინცაა , დავიტანჯეეე რა აღარ ვცადე , ექიმთან კონსულტაცია მქონდა ,და ბევრი რჩევა მომცა ,იოდინოლზე , შაბზე ... რა აღარ ვცადეეეე რა აღარრრრ , ნისტატინი , იოდინოლი , კიდე რარაც წამალია საწუწნი სახელი დამავიწყდა ეხლა , კვერცხის ცილა , შაბი , კარაქში აზელილი იოდი და რა აღარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ , არაფერი მშველის ,არაფერზე არ მაქვს შვება , ერთადერთი ცივ ყავას როცა ვსვავ თითქოს ოდნავ მიყუჩდება ცივი მსიამოვნებს ,ყოველწუთას რაღაცას ვივლებ იოდინოლს და საწუწნებს მარა გუშინ კიდე 3 ცალი გამომივიდა , ანუ ის ძველებიც არ რჩება და თან ახლებიც გამომდის , ერთი მაქვს ყელთან ენის დასასრულს ყველაზე დიდი , ნერწყვის გადაყლაპვაცკი მიჭირს , თან დავსუსტდი ეტყობა ჭამა რომ მიჭირს და თავბრუსხვევები მაქვს , დროდადრო სიცხე 37-5 ხაზი , კიდე დაურეკე ექიმს , მითხრა ჯერ სტომატოლოგს გაესინჯეო , ხვალ უნდა მივიდე , ასევე მითხრეს გოთუას ქუცაზე ყოფილა რაღაც კლინიკა გამოკვლევებს აკეთებენო და იქ მიდი ნაცხის ანალიზი გაიკეთეო , ასეთ შემთხვევებში რომელ ექიმს უნდა მივმართო ვეღარ ვიგებ , სტომატოლოგი მიშველის ვითომ ??? ან ხო არ იცით გოთუას ქუცაზე რა ჯდება ის გამოკვლევები ფინანსებშიც ვერ ვარ კარგად რო ვიცოდე წინასწარ,
უკვე მეექვსე დღეა ასე ვარ , თან ძალიან სუსტად და ბევრი სიარულის თავიც არ მაქვს , მირჩიეთ თუ რამე იცით კიდე წამალი სტომატიტის იქნებ რამემ მიშველოს კიდე თუ რამე არსებობს რაც არ გამომიყენებია ჯერ
ხვალინდელ დგეს ველოდები იქნებ რამე შეიცვალოს არარ შემიძლიაააა

((((((((((((((((((((((
* * *
ხო კიდე რა მინდოდა მეტქვა , მეორე დღეა უკვე კბილის გამოხეხვასაც ვერ ვახერხებ , გაუსაძლისად მტკივა და უბრალოდ ვეღარ უძლებ ტკივილს , პარადონტაქვს ვხმარობ , მასაც სამკურნალო თვისებები აქვს და ისიცკი მითხრეს კბილის პასტასაცკი იყენებენო სტომატიტის სამკურნალოდ , პირდაპირ უნდა დაიდო სტომატიტზეო ,თუ გაგიგიათ რამე ასეთი რო პირდაპირ დაიდო ზედ კბილის პასტა , მარა ძალიან მტკივნეულია .
ხო და კიდე , როგორც დავწერე ყველაზე დიდი მაქვს მარჯვენა მხარეს , ენის დასასრულს ,ნახევრად ყელში ,რამდენიც ამტკივდება ეგ ადგილი ,მაშინვე მტკივდება ყურიც .
ნისტატინზე მიდნა კიდე გკითხოთ , ზოგი ამბობს კაიაო ,ზოგმა არ შეიძლებაო , ისევე როგორც სოდიანი წყალი , მე კიროგორც ვიცი შეიძლ;ება და საკმაოდ ეფექტურიც არისხოლმე ,მარა ჩემ შემთხვევაში მაინც არ აღმოჩნდა არაფერი ეფექტური