რა რა და სტომატოლოგიური მომსახურეობა საქართველოში უიაფესია, თუ დასავლურ/განვითარებულ ქვეყნებს შევადარებთ..
რა თქმა უნდა მესმის რომ საქართველოში შემოსავლებიც გაცილებით დაბალია, უბრალოდ სხვა მოსმახურეობაზე და პროდუქტებზე ასეთი გასნხვავება არ არის და ამ კონტექსტში ვგულისხმობ, თორემ როცა ხელფასი 300 ლარი გაქვს, იასნია რომ უძვრესია ეგეც..
რამოდენიმე წელია ისრაელში ვცხოვრობ და აქ კბილებთან შემექნა პრობლემა, ჯერ მიმკურნალეს, გამოდგა რომ ცუდად მიმკურნალეს, იქ ანთება, იქ ამოღება, იქ მკურნალობა და ხიდების გაკეთება, თან როგორც ჩანს გენეტიკურადაც გადაეცემა კბილების მალფუჭებადობა, მოკლედ ძაან ბევრი მაქვს გასაკეთებელი და ვფიქრობ საქართველოში ვიმკურნალო..
ისედაც ყოველწელს ვარ და ბარემ ამასაც მოვითავებ, ტეხავს რომ შვებულებას კბილების გაკეთებას უნდა მოვახმარო მთებში ძრომიალის მაგივრად

, მაგრამ რას გაეწყობი, როცა სხვაობა ათასობით დოლარია...
პროტა ფასებზე იკაიფეთ
იმპლატაცია - 1000-2000 $ გააჩნია სად იკეთებ და გააჩნია სირთულეს
გვრიგვინი მეტალოკერამიკის - 450$ საშუალოდ, კერამიკის 600-700$
კბილის ამოღება 60-170$ - გააჩნია სირთულეს
პლიუს დროებით გვიგვინებზეც - 80 $ ადევს ფასი..
მკურნალობა ერთ არხიანი - 100 $, ოთხ არხიანი 300$
კიდევ სხვადასხვა სახის დაშენებები :/
მოკლედ 12000$ დამიფასეს მთლიანი მკურნალობა, აქედან 4 იმპლეტანტია, ქვედა ყბაზე (არის ოფცია 3 კბილი ხიდებში მოვაქციო, მაგრამ არ მინდა 2 ჯამრთელი კბილები შევწირო ამას, თან ზედა ყბაზე მიწევს ხიდი)
მოკლედ, ჩემი გაანგარიშებით, აქედან 2/3- დავზოგავ..
რაც შეეხება ხარისხს, ჩემი დაკვირვებით დიდი განსხვავება არ არის დღეს..
ნორმალურ კლინიკას ვგულისხმობ რა თქმა უნდა
This post has been edited by ასიდი on 4 Apr 2012, 23:13