უკანა კბილი მაკლია, ისე მოხდა რომ თბილისსში არ ვიყავი და ამტკივდა, იქაურ კლინიკაში ისეთი ჩამიტარეს კინაღამ ყბა დამილპა. აქ რომ ნახეს გადაირივნენ, მაგრამ უკვე არაფერი ეშველებოდა და ამომიღეს, ხოდა ახლა მინდა ჩასმა.
რამოდენიმე წლის წინ, კერამიკოში ჩავისვი ერთი კბილი, ანუ რაღაც გვირგვინი თუ რაღაცა დაადგეს, კახა ერქვა მგონი, სიმპაწიაგა კი იყო

მახსოვს, რომ ეს კბილი მე რაც ჩავისვი საუკეთესო არ იყო ხარისხით ანუ შემოთავაზებულ მასალებს შორის საშუალო რა

კარგადაა გაკეთებული და ფერით ნორმალურად დასმული. მაგრამ უკეთესი მინდაააააააააააააააააააა! მახსოვს ვიღაც ქალს უკეთებდნენ მთლიანად ორივე ყბას, და საცდელად რო ჩაუსვა გადავირიე ისეთი კარგი იყო, მერე როგორც ამიხსნა ეს იყო საუკეთესო ხარისხის, ანუ კბილივით რომ ახასიათებს გამჭირვალობა და ა.შ,
მოკლედ მინდა კბილის ჩასმა და კიდევ, 1 წინა კბილი მაქვს ოდნავ გამოწეული და უფრო ზემოდან არის ჩამოსული ვიდრე სხვა კბილები, თუ არის შესაძლებელი რომ გავისწორო ეს კბილი გვირგვინით დადგმით თუ რაც ქვია, აზრზე არ ვარ.
რას მირჩევთ რა მასალას და ვისთან მივიდე?
1-უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, არ უნდა გავდეს ქვას ანუ აი ისეთი როგორიც იმ ქალს ქონდა, ოდნავ რომ გასდის ლანდივით

2- ღრძილებმა არ მიიღოს ლურჯი შეფერილობა (თავს მოვიკლავ!)