აუ, მე მომივიდა "მაგარი" ამბავი

ეხლა მეცინება, მაგრამ მაშინ უნდა გენახათ...

მოკლედ, კბილი გამიხდა დასაპლომბი და აღმაშენებლის ქუჩაზე, ფოსტის პირდაპირ რაღაც კლინიკაა, იქ მივედი. თან ქვეყანა ხალხმა მირჩია, ძალიან მაგარი სპეციალისტიაო.
პირველ დღეს დაბურღა და დარიშხანი ჩამიდო, ნერვს მოკლავსო. მე-2 თუ მე-3 დისთვის დამიბარა. მივედი. ნემსივით ხრახნი რომ აქვთ, რითაც ნერვს იღებენ ხოლმე, იმით მოსინჯა, მაგრამ მეტკინა. ესე იგი, ნერვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვიფიქრე, ეხლა ალბათ ან კიდევ ჩადებს დარიშხანს და კიდევ 2 დღეში დამიბარებს, ან იკადრებს გამაყუჩებელი ნემსის გაკეთებას და ეხლავე მოამთავრებს საქმეს მეთქი.... შენც არ მომიკვდე, არც ერთი ქნა და არც მეორე. პატარა ბავშვივით მომატყუა: აი, ერთსაც მოვსინჯავ, რაღაცაში უნდა დავრწმუნდეო და....... ჩაუშვა ის ნემსივით ხრახნი ნერვში. ამისთანა ტკივილი ცხოვრებაში არ მიგრძვნია და მტერსაც არ ვუსურვებდი. პირღიამ კი ვიღრიალე, მაგრამ თავი არ გავატოკე: ვიფიქრე, ის რაღაცა ან შიგნით არ ჩატყდეს, ან ღრძილი არ გამიხიოს მეთქი.
ამ ჩემმა ექიმმა კიდევ, ეგ არაფერია, ცოტაც გაუძელი, ცოტაც გაუელიო და კიდევ უფრო ღრმად ჩაუშვა ხრახნი ნერვში.... სიმწრისაგან მთელი ენერგია სკამის სახელურებზე გადავიტანე და კინაღამ დავამტვრიე... ჰოდა ამ დროს თვალებში ნელ-ნელა რომ დამიბნელდა და სმენა რომ მაკლდებოდა ნელ-ნელა, მაშინ ვთქვი, გამედო მეთქი გარდიგარდმო.
ამოიღო ის ნემსივით ხრახნი კბილიდან და გაღიმებული მეუბნება: "აი შენი ნერვიო".
- "შენი ნერვი" კი არა, დროზე წყალი დამალევინეთ, თქვენი ასე და ისე მეთქი.
ძველად, გამიგონია, გემზე კბილი რომ ასტკივდებოდათ და გამაყუჩებელი არ ჰქონდათ, ხის ჩაქუჩს ურტყავდნენ თავში, გონებას აკარგვინებდნენ და მერე აკეთებდნენ დანტისტის საქმეს. ანუ ხის ჩაქუჩის თავში ჩარტყმა უფრო უმტკივნეულო იყო, ვიდრე გაუყუჩებლად კბილის მკურნალობა.
იმ დედამო###ულმა კიდევ ცოცხალი ნერვი ამომიღო.
შემიძლია გაბედულად ვთქვა, რომ კბილის ექიმის საერთოდ არ მეშინოდა და არც ეხლა მეშინია, მაგრამ მე იმ კლინიკაში მეორედ მიმსვლელი აღარა ვარ, სულ რომ ჯოხით მცემონ.
იმ ქალის ვიზიტკა ეხლაც მაქვს, მაგრამ არ დავწერ სახელსა და გვარს, იქნება იმის მერე ისწავლა რამე და ცოდოა. არადა ქვეყანა აქებდა, მაგარი სპეციალისტია, უმტკივნეულოდ აკეთებსო...
ეხლა კარგი დანტისტი მყავს რაიონში. როცა კბილი მტკივდება, ყოველთვის იქ მივდივარ. ვენდობი და იმიტომ. ერთი რამე დავასკვენი: თუ მართლა თვითონ არ გყავს გამოცდილი, არავის ლაპარაკს არ უნდა ენდო.
კარგი ფინანსისტი ისაა, ვინც სწორად ახსნის ხვალ თუ რატომ არ შესრულდა ის ყველაფერი დღეს რაც მან გუშინ იწინასწარმეტყველა
------------------------------------
Milan fu, è e sempre sarà il campione