ქეთი არ მოდიოდა საერთოდ, სულ ერთხელ იყო 9 თვის განმავლობაში. უფროსი გვყავდა ქალი რომელიც არაა სტომატოლოგი და ბევრი რამე არ ესმოდა. მასალები გვაკლდა, პაციენტს რო მიიღებდი ძალიან არ სიამოვნებდათ
მუშაობა რომ დავიწყეთ გვთხოვდა რომ ჩვენ მოყვანილ პაციენტს ფული გადაეხადა, ჩვენ გადასახადს რაში ვიხდიდით? მთელი დღის განმავლობაში 2 სთ გვაძლევდნენ მუშაობის უფლებას
მოკლედ თუ სწავლა და მუშაობა გინდა ცუდია და თუ არ გინდა რომ იარო, კაციშვილი ხმას არ ამოიღებს

და მაშინ კარგია
ხელმძღვანელები კარგები არიან ნამდვილად მარა უფროსი ის ქალია და ნორმალური სამუშაო პირობები არ გვქონდა
რაც შეეხება უნიდენტს ზოგს შეიძლება მოსწონს მაგრამ ჩემი კურსი უმეტესობა მანდ წავიდა და გაგიჟებულები არიან, რა მასალებით ამუშავებდნენ...
მანდ გადასახადი ორმაგია ვიდრე აკადემიის ბაზებზე და მემგონი სირცხვილია კომპოლაიტითა და ვერი ბესტით მუშაობა იმჰო...
რაც მომწონს მაგათი ისაა რომ დღის განმავლობაში 4 სთ ხარ სავარძელთან და მუშაობ

თეორიას 3 თვე ასწავლიან, მანდ რეზიდენტები გადიან კლინიკურ მოდულს რომელიც სულ 9 თვე გრძელდება და აქედან 3 თვე მარტო თეორია იმიტომაა ალბათ რომ მასალები არ დაეხარჯოთ
თეორია აუცილებელია მაგრამ ხო შეიძლება მუშაობაც დააწყებინონ, აბა იმხელა თანხას ბავშვები თეორიულ მოდულში იხდიან?
ვინც უცოდინარია, რა 3 თვეში სწავლობს თერაპიულ სტომატოლოგიას

არ უნდა მიიღონ მასეთი საერთოდ... რავიცი..
მე რომ ვაბარებდე ეხლა რესპუბლიკურს ავირჩევდი, თავის დროზე ბნელი ოთახის გამო დავიწუნე

თუმცა ისევ ჩემი კურსელების აზრიდან გამომდინარე შედარებით ნორმალურია