kiaraმე პირადად ეხლა მიყენია ბრეკეტები; ზედა და ქვედა. გეტყვი იმას რაც უნდა იცოდე:
1. სანამ მიხვალ ექიმთან უნდა ჩაიტარო რამოდენიმე პროცედურა: ღრძილები იმკურნალო და კბილები დაიპლომბო. (როდესაც ერთი კბილს გაუჩნდება კარიესი, ის ეგოისტივით ითხოვს ბევრ ვიტამინებს. შესაბამისად სხვა კბილებს ეს ვიტამინები აკლდება, რაც ამ შემთხვევაში შენ არ გაწყობს)
2. გამოკითხე ყველა ვისაც რაიმე შეხება ქონდა ამ საკითხთან
3. ყველაფერზე დეტალურად მოელაპარაკო ექიმს - რაში იხდი, რამდენს იხდი და მინიმუმ რა პერიოდის განმავლობაში
4. ჰიგიენის დაცვა არის აუცილებელი; კბილები უნდა გაიხეხო იმდენჯერ რამდენჯერაც რამეს მიირთმევ

უმჯობესია.
5. არსებობს ბრეკეტების რამოდენიმე ტიპი - ჩვეულებრივი რკალი რომელიც (რეალურად ასწორებს კბილების განლაგების რკალს) და მეორე რომელიც მაგრდება ინდივიდუალურად ყველა კბილკე (კუბიკებს რასაც ეძახიან).
პირველის შემთხვევაში - შესაძლებელია დაგჭირდეს ძალიან დიდი დრო, და თუ პრობლემატური კიჭები გაქვს მითუმეტეს, შეიძლება 5 წელიც ატარო. თლიფინებ. და თუ ორივეზე გიყენია, ხომ წარმოგიდგენია როგორ გაგიჭირდება საუბარი. მართალია ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ მაინც. ერთი დიდი პლუსი აქვს, შეიძლება მოიხსნა როცა გაგეხარდება და ვიზუალურად მაინც დამაინც თვალში საცემი არ არის. ფასი ნორმალური (თუ არ ჩავთვლით იმას რომ 5 წელი, თვეში ერთი მისვლა 10- 20 ლარი ღირს)
მეორეს შემთხვევაში - 1 წელი არის მინიმუმი, აუცილებელი იმისათვის რომ ბუნებრივად ყველა კბილი დადგეს თავის ადგილზე და ა.შ. შემდეგ უკვე მოგიწევს ჩვეულებრივი რკალის ტარება მხოლოდ ღამე. არსებობს რამდენიმე ტიპის, ფერადი, გამჭირვალე... ფასი განსხვავდება თუ სად იყეთებ და რა მასალებისგან იკეთებ (გერმანული, რუსული). ზოგადად რომ ვთქვათ, ყველგან ძვირია, მაგრამ გააჩნია სპეციალისტებს. ეფექტი აქვს ფანტასტიური, თუ კარგად გიკეტებენ.
თუ რამე შეკითხვები გექნება არ მოგერიდოს დამიკავშირდი. თუ გინდა სურათებს გამოგიგზავნი და შედეგს შენთითონ ნახავ.
* * *
kiaraვარ 26 წლის, და ჯამრთელობა
asiko ყოველთვის მოდაშია!!!!!!!!!!