მეგობრებო
მადლობთ გამოხმაურებისთვის და რჩევებისთვის,
ეხლა პატარა აპდეიტ ჩემს სიტუაციაზე. როგორც ადრე ვთქვი დიდი ეჩვი იყო რომ კბილები არაფერ შუაში არ იყო და ყველაფერი ნერვების ბრალი იყო, თუმცა მაშინ როდესაც საშინელი ტკივილები გაქვს შეგიძლია დაიფიცო რომ კბილია და სხვა არაფერი..
ჩემს სიტუაციაში როგორც ადრე დავპოსტე, კბილებიმ, ზედა-ქვედა 6-7-8, თან ორივე მხარეს დამაძვრეს და დაახლოებით 3 კვირა თავი სამოთხეში მეგონა აღარც არაფერი მტკიოდა და მეგონა დავისვენე თქვა, მაგრამ 3 კვირაში იგივე გამეორდა, მხოლოდ ახლა მზად ვიყავი დამეფიცა რომ ეხლა ორივე ყური მტკიოდა.. და როგორც მაშინ არც ტრამადოლი და არც მორფინის ტაბლეტები (საავადმყოფოში გამომიწერეს) საერთოდ არ მიყუჩებდა ტკივილს.. ბოლოს როგორც იქნა მივაღწიე ე.წ. ტკივილის ცენტრს (ასეთი კლინიკაა აქ) და იქ რაღაც გამოკვლევების მერე დაადგინეს რომ ეს კბილები ან კიდევ ყურები კი არა არამედ ე.წ- ტჯმ სინდრომი ყოფილა (TJM (temporomandibular joint syndrome)).
ეს ინგლისური ლინკი მაგ დაავადების აღწერილობის :
http://www.uihealthcare.com/topics/general...h/ghea3523.htmlდა ესეც რუსული ლინკი:
http://www.altnet.ru/~anod/fito/16-3.htmმოკლედ რისი თქმა მინდა, თქვენს მომავალ პაციენტებთან იქნებ დაგჭირდეთ დიაგნოზისთვის..
მე კი აღარც კბილები მაქვს და ტყკივილები კი მაინც მაქვს, ნუ ეხლა შედარებაც არ შეიძლება ნაკლებად, მკურნალობენ ამიტრიპტილინით (100 მგ) და ლირიკ-ით (50მგ).. ოქტომბრის ბოლოს კი ოპერაციას გამიკეთებენ რათა ეს ნერვი ყბის სახსარში გაანთავისუფლონ (შედეგიანობა სავარაუდოდ 30%) თუ მედიკამენტურმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო , მაინც გონიათ რომ ოპერაციის გარეშეც მოარჩენენ..
ვეცდები სიტუაციის შესახებ აპდეიტები მოგაწოდოთ..