TikoM
შეიძლება კი არა აუცილებელია. ბრეკეტის ძალიან დიდი მინუსი ისაა, რომ ჰიგიენა უარესდება. გასაგებია ალბათ რატომაც, შეუძლებელია კბილების სრულფასოვნად გახეხვა და ჩვეულებრივი ფლოსის გამოყენება. ამიტომ პროფესიული ჰიგიენა, ანუ გაწმენდა უნდა ჩატარდეს საჭიროების მიხედვით. როგორც წესი, ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვეულევრივ პაციენტებში ჯანმრთელი პირის ღრუთი, რომელბსაც 6 თვეში ერთხელ ვიბარებთ. ულტრაბგერის აპარატით შეიძლება ბრეკეტის დაზიანება, თუ ძალიან მოინდომა ექიმმა

ანუ რათქმაუნდა შეიძლება ბრეკეტის დაუზიანებლად გაწმენდა, უბრალოდ ექიმი უნდა იყოს ყურადღებით. ბრეკეტიანი პაციენტებისთვის ძალიან მოსახერხებელია air-flow-ს აპარატი, მისი საშუალებით კარგად იწმინდება ნადებისგან თავად ბრეკეტის დეტალები, ყოველგვარი კონტაქტის გარეშე. გარდა ამისა უნდა გამოიყენოთ სპეციალური ფლოსი ბრეკეტებისთვის.
ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ბრეკეტების ტარების პერიოდში გაძნელებული ჰიგიენის გამო ხშირად იწყება პაროდონტის დაავადება.
M312
მოძებნეთ კარგი ყბა-სახის ქირურგი და ამოიღებთ უპრობელმოდ. გასწორებას რაც შეეხება, შეიძლება თუ არა, რამდენ ხანში მოხდება და რა მეთოდით, აქ ვერ გეტყვით ელემენტარული ინფორმაციის არ არსებობის გამო. ექიმს, რომელმაც გაგსინჯათ ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს. ამიტომ ჯობია ყველა კითხვით მას მიმართოთ ან მიხვიდეთ სხვასთან კონსულტაციაზე.
begrylls
თუ სისხლდენის საშიშროება არ არის შეიძლება.
* * *
missyou
იდეალური იქნება გასწორების დასრულების შემდეგ სიგრძის კორექცია ვინირების საშუალებით.