salome33
ჩემი კონტრარგუმენტი იქნებოდა ის, რომ: ა)გახეხვის პროცესში, რომელიც 3 წუთი გრძელდება ნერწვის ph არ იქნება ბუნებრივი მასში კბილის პასტის შერევის გამო), ბ) ნერწვი ისედაც განაწილებულია ყველა კბილის ყველა ზედაპირზე და პირის ღრუს ნებისმიერ წერტილში ერთნაირია ნერწყვის ph(2), აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ ლოდინს აზრი არ აქვს. პირიქით, შეიძლება ლოდინის მომენტმა დემოტივაცია გამოწვიოს პაციენტში, თუნდაც დროის დეფიციტის გამო.
მაგრამ კამათს არ ვაპირებ, დავრჩეთ ჩვენ-ჩვენს აზრზე

violet
რეალში არა, მაგრამ ფეისბუქზე პოპულარულია ეს ფოტო. როგორც ამბობენ ფოტოშოფი არაა.
aleqsa solano
ექიმთან უნდა მიხვიდეთ და იმკურნალოთ. რაც მალე, მით უკეთესი.
იდეაში ჯანსაღი პირის ღრუს შემთხვევაში წყლის ტემპერატურას არ აქვს მნიშვნელობა. საერთოდ ცივზე რეაგირებს დაზიანებული კბილი. შეიძლება მინანქრის მომატებული მგრძნობელობაც ვივარაუდოთ, მაგრამ როგორც წინა პოსტიდან ჩანს თქვენ კარიესული კბილი გაქვთ და ეს უფრო სავარაუდო მიზეზია. თუმცა ექიმი ადვილად გაარკვევს.
niniaa
დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ალბათ ალერგიული სტომატიტის სახით, ლოკალურად ან სხვადასხვა უბნებზე.