ამ თემაზე წინა გვერდებზეც მისაუბრია და ჩემ პაციენტებთანაც ყოველთვის ორივე ყბაზე ვამაგრებ ბრეკეტ სისტემას..
თუ რატომ ამ პოსტში მოკლედ მაქვს ახსნილი:
კბილების გასწორება --- ნაწილი 2 (post #42725342)თუ ისევ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ დაწერეთ, გიპასუხებთ..
io-ioმოგესალმებით..
კბილთა წყობის არევა, არა მხოლოდ მერვე კბილების არამედ კბილთა ამოღების შემდეგ გაჩენილი სივრცეების ხარჯზეც მოხდა..
როგორც თქვენი მონაყოლიდან ვხვდები ვფიქრობ, რომ შესაძლებელია კბილთა დგომის გასწორება ორთოდონტიული აპარატების გამოყენებით..
მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მერვე კბილებს აქვთ ანომალური მდგომარეობა ან აწვებიან გვერდით მდგომ კბილს, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს მომავალში ამ კბილის დაზიანება.. სასურველი და მიზანშეწონილია ამ მერვე კბილის/სიბრძნის კბილის ექსტრაქცია..
პანორამული სურათი საკმაოდ ინფორმაციულია, როგორც ორთოდონტისთვის ისე ყბა-სახის ქირურგისთვის..
კომპიუტერული ტომოგრაფიის და 3D-ს გადაღება უკვე ექიმის გადაწყვეტილებით ხდება, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ორთოპანტომოგრამა / პანორამა ინფორმაციულად საკმარისი არაა..
გირჩევთ კიდევ ჩაიტაროთ კონსულტაცია სხვა ორთოდონტებთან, შეაჯეროთ ინფორმაცია და ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება..
რაც შეეხება დამატებით გამოკვლევებს, ჩაიტარეთ იმ შემთხვევაში თუ ამას ექიმი გეტყვით და აგიხსნით, თუ რა მიზნით არის საჭირო ამ დიაგნოსტიკური კვლევის ჩატერება..
kosta-rikaროგორც თქვენ აღნიშნეთ აპარატას ეტაპობრივად იხსნით და ზრდით დღეებს..
რაც სწორია და გარკვეული დროის ინტერვალში უნდა მოხდეს ამის ცვლა..
სამწუხაროდ იმის თქმა, თუ როგორ უნდა გააგრძელოთ თქვენ აპარატის მოხსნა რთულია..
ვინაიდან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კლინიკური შემთხვევა გქონდათ გასწორებამდე..
ასევე მას შემდეგ რაც გადახვედით აპარატის ეტაპობრივ მოხსნაზე ყოველ ვიზიტზე ექიმი აპარატის მორგებისას
თვითონ წყვეტს, თუ რა რეჟიმით უნდა გააგრძელოთ ფირფიტის ტარება..
გირჩევთ, რომ კვლავ მიმართოთ თქვენ ექიმს, თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებთ მაშინ მოძებნოთ სხვა ორთოდონტი,
რომელსაც აუხსნით თქვენი მკურნალობის ისტორიას და ის გააგრძელებს შენარჩუნების ეტაპს..