ikebanaგამარჯობათ, ადრე სადღაც 2-3 წლის წინ ექიმმა ნერვი არ "მოკლა" სრულად, სადღაც ბოლო მესამედში დაუტოვებია.
მე მთელი ეს პერიოდი ეს კბილი არ მაწუხებდა.
ამ დღეებში სხვა რამეზე მივედი სხვა სტომატოლოგთან, გვერდით კბილზე იყო პრობლემა და შემთხვევით აღმოჩნდა რომ მე რომ მკვდარი კბილი მეგონა,
ცოტა იყო დატოვებული ნერვის, თან დაჩირქებისკენ მიდიოდა.
გამიხსნა ექიმმა არხები და ამოიღო ის დარჩენილი ნერვი, მერე მითხრა, რომ ახლა სამკურნალო პასტას თუ წამალს ვდებო და თუ ტკივილმა შეგაწუხა დროებითი ბჟენი ამოიღე, რადგან ჩირქი შეიძლება წამოიღოს და წნევით მიაწვეს დროებითსო.
დამეწყო საკმაო ტკივილები იმავე საღამოს, დროებითიც ამოვიღე ჩემით, მაგრამ არ ცხრება ტკივილი მაინც.
ექიმთან 1 კვირაში ვარ დაბარებული და აღარ ვიცი რა ვქნა
დღეში 3-ჯერ მიწევს ანალგეტიკის დალევა.
ექიმმა რენტგენზე დაამოწმა, რომ ნერვი "მოკლა" მთლიანად. აბა რისი ტკივილი უნდა იყოს ეს? გადასცემს ყურს და თვალს და ცოტა პულსირებს.